საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბი­ლის­ში, ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის­თვის გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1 პირი და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ჩ. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ცირ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა 2 ტრანსგენ­დერ ქალს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ე.ჩ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 1-ლი პრი­მა ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
9

ტრანგენდერი ქალი - ანუ მამაკაცი ბიოლოგიურად. , მაგრამ თავი ქალად მიაჩნია! გამოესარჩლოს ვინმე ადვოკატი იმ ბიჭს, იქნებ რაიმე ( საკუთარი თავები) შესთავაზეს და შეურაცხყოფად მიიღო!!!!!

ტრეი
34

რა გაუხურეს საქმე ამ ტრანსგენდერებს ვინმეს რამეს უშავებენ? თავის პრობლემაც ეყოფათ არც ქლები რომ არიან და არც კაცები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცირკთან 2 ტრანსგენდერ ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ტრანსგენდერი ქალისთვის გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულის სახით დააკავეს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხვალ იწყება

დიდუბეში კაცის ცხედარი იპოვეს

შსს განცხადებას ავრცელებს