მსოფლიო
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ
"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ

ანაკ­ლია-გან­მუ­ხუ­რის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლე­ბი 17 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ და ზღვი­დან სახ­ლში, სო­ფელ ორუ­ლუ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი გარ­დაც­ვლი­ლი, ლე­ვან მა­ქა­ცა­რია და ია­კობ ოთხო­ზო­რია რაგ­ბის კლუბ "ზუგ­დიდ­ში" თა­მა­შობ­დნენ.

ცოტა ხნის წინ ბი­ჭე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ კლუ­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გავ­რცელ­და:

"სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­და­იც­ვა­ლა რაგ­ბი კლუ­ბი ზუგ­დი­დის ორი მო­თა­მა­შე ია­კობ ოთხო­ზო­რია ლე­ვან მა­ქა­ცა­რია . კლუ­ბის სა­ხე­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებთ მათ ოჯა­ხებს , უფალ­მა გა­გაძ­ლი­ე­როთ ამ მძი­მე ჟამს" - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას სოფ­ლის რწმუ­ნე­ბულ­მა ვა­ლერ პერ­ტა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, სა­მი­ვე ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი ქუ­თა­ის­ში ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

"სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და. ერთ-ერთი ჩემს თვალ­წინ გაზ­რდი­ლი ბავ­შვია. რა ვთქვა არ ვიცი, სა­ში­ნე­ლე­ბაა. სა­მი­ვე კლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. წელს და­ამ­თავ­რეს სკო­ლა. ზღვა­ზე იყ­ვნენ და სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მე­ო­თხეც იყო, მაგ­რამ ის გა­დარ­ჩა და სა­ა­ვად­მყო­ფო­შია",- ამ­ბობს ზუგ­დი­დის სო­ფელ ორუ­ლუს რწმუ­ნე­ბუ­ლი ვა­ლერ პერ­ტა­ია.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გან­მუ­ხუ­რი-ანაკ­ლი­ის სა­ზღვარ­თან დღეს სა­ღა­მოს მოხ­და. მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც ოთხი ახალ­გაზ­რდა იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ჭად­რის ხეს შე­ე­ჯა­ხა. სამი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი და­შავ­და.

მთა­ვა­რი ფოტო: ლე­ვან მა­ქა­ცა­რია და ია­კობ ოთხო­ზო­რია

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
las
5

შეიტანონ კანონში ცვლილება და გააუქმონ ეგ მართვის მოწმობის ადრეულ ასაკში გაცემა!!!

zoro
18

ჭადართან რო ბავშვები ყოფილიყვნენ .....????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ

"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ

ანაკლია-განმუხურის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები 17 წლის ახალგაზრდები არიან. ისინი კლასელები იყვნენ და ზღვიდან სახლში, სოფელ ორულუში ბრუნდებოდნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ორი გარდაცვლილი, ლევან მაქაცარია და იაკობ ოთხოზორია რაგბის კლუბ "ზუგდიდში" თამაშობდნენ.

ცოტა ხნის წინ ბიჭების გარდაცვალების შესახებ კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე ინფორმაციაც გავრცელდა:

"სამწუხარო ინფორმაცია ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა რაგბი კლუბი ზუგდიდის ორი მოთამაშე იაკობ ოთხოზორია ლევან მაქაცარია . კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს , უფალმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე ჟამს" - წერია ინფორმაციაში.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბრისას სოფლის რწმუნებულმა ვალერ პერტაიამ განაცხადა, სამივე ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

"საშინელება მოხდა. ერთ-ერთი ჩემს თვალწინ გაზრდილი ბავშვია. რა ვთქვა არ ვიცი, საშინელებაა. სამივე კლასელები იყვნენ. წელს დაამთავრეს სკოლა. ზღვაზე იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. მეოთხეც იყო, მაგრამ ის გადარჩა და საავადმყოფოშია",- ამბობს ზუგდიდის სოფელ ორულუს რწმუნებული ვალერ პერტაია.

ავტოსაგზაო შემთხვევა განმუხური-ანაკლიის საზღვართან დღეს საღამოს მოხდა. მსუბუქ ავტომანქანა, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭადრის ხეს შეეჯახა. სამი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

მთავარი ფოტო: ლევან მაქაცარია და იაკობ ოთხოზორია

"ავტომობილში მომხვდა რაღაც ხელკეტი და ერთხელ დავარტყიო..." - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანია ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს

"მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის "ფეისბუქზე" შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - რა თქვა ადვოკატმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ