საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანში სოფლის რწმუნებულმა მასთან დახმარების სათხოვნელად მისული მოქალაქე სცემა - ინციდენტის შემდეგ მურადოვს თანამდებობა დაატოვებინეს
გარდაბანში სოფლის რწმუნებულმა მასთან დახმარების სათხოვნელად მისული მოქალაქე სცემა - ინციდენტის შემდეგ მურადოვს თანამდებობა დაატოვებინეს

გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ლი­ნი­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი ილ­გარ მუ­რა­დო­ვი ად­გი­ლობ­რივ მო­ქა­ლა­ქეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წრო­და. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე აზერ ბა­ი­რა­მო­ვი 4 მცი­რე­წლო­ვან ძმის­შვილ­თან ერ­თად მას­თან და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვი­და.

ბა­ი­რა­მო­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას ჰყვე­ბა, რომ დახ­მა­რე­ბა რწმუ­ნე­ბულს მა­ნამ­დეს სთხო­ვა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა.

"ვუ­თხა­რი, ეს ბავ­შვე­ბი მშივ­რე­ბი არი­ან. რო­გო­რი მთავ­რო­ბა ხარ, მი­ხე­დეთ­ქო. მე, რო­გორც ბიძა ვერ ვეხ­მა­რე­ბი და თქვენ მი­ხე­დეთთ­ქო. გაბ­რაზ­და, მო­ვი­და, შენ სა­ჩხუბ­რად ხარ მო­სუ­ლიო და ხელი და­მარ­ტყა" - ამ­ბობს ბა­ი­რა­მო­ვი.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქემ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. რო­გორც ის ამ­ბობს, ილ­გარ მუ­რა­დო­ვის დას­ჯას ითხოვს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის გამო ცოტა ხნის წინ გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ლი­ნი­ნოს რწმუ­ნე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

გარდაბანში სოფლის რწმუნებულმა მასთან დახმარების სათხოვნელად მისული მოქალაქე სცემა - ინციდენტის შემდეგ მურადოვს თანამდებობა დაატოვებინეს

გარდაბანში სოფლის რწმუნებულმა მასთან დახმარების სათხოვნელად მისული მოქალაქე სცემა - ინციდენტის შემდეგ მურადოვს თანამდებობა დაატოვებინეს

გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს რწმუნებული ილგარ მურადოვი ადგილობრივ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწროდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქე აზერ ბაირამოვი 4 მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად მასთან დასახმარებლად მივიდა.

ბაირამოვი "მთავარ არხთან" საუბრისას ჰყვება, რომ დახმარება რწმუნებულს მანამდეს სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. მას დაზიანებები სხეულზე აღენიშნება.

"ვუთხარი, ეს ბავშვები მშივრები არიან. როგორი მთავრობა ხარ, მიხედეთქო. მე, როგორც ბიძა ვერ ვეხმარები და თქვენ მიხედეთთქო. გაბრაზდა, მოვიდა, შენ საჩხუბრად ხარ მოსულიო და ხელი დამარტყა" - ამბობს ბაირამოვი.

მომხდარის შემდეგ დაზარალებულმა მოქალაქემ პოლიციას მიმართა. როგორც ის ამბობს, ილგარ მურადოვის დასჯას ითხოვს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ინციდენტის გამო ცოტა ხნის წინ გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს რწმუნებული დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"სიმართლის დასადგენად ერთი აგური დაიდო, FBI-ს ვენდობი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი" - რა თქვეს ნინო ქადაგიძემ და გოგლა ჟვანიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

"ბატონ გოგი თოფაძეს პატივს ვცემ, თუმცა საუბარი იმაზე, რომ ვიღაც თავს იძვრენს, არ შეესაბამება სიმართლეს" - ბუსა ჟვანიას ადვოკატი