ავტორი:

თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ში განუცხადეს, რექტორის არჩევნებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

გიორგი შარვაშიძემ საბჭოს 32 წევრის ხმა მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდადებს, ცირა ბარამიძეს მხარი ერთმა ადამიანმა დაუჭირა, საბჭოს ასევე ერთი წევრის მხარდაჭერა მოიპოვა გია ბარაბიძემაც, ხოლო, 3 საარჩევნო ბიულეტენი ბათილად ცნეს.

გიორგი შარვაშიძე უნივერსიტეტის რექტორის პოსტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

თბილისის რომელ უბნებში შეიზღუდება ელექტრომომარაგება 19 სექტემბერს?

„ცოდნის ბანკი“ - სტუდენტის ციფრული მეხსიერება - უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს