მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები
ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

AMBEBI.GE -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, ორი ოპე­რა­ცია კლი­ნი­კის ექი­მებ­მა ჩა­უ­ტა­რეს და 20 თვეა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, 25 წლის ნა­თია ცი­რე­კი­ძეა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, გო­გო­ნა ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მებს უჩი­ო­და, რის გა­მოც 2018 წელს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა. მას ერთი თვის შუ­ა­ლე­დით ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გან­მე­ო­რე­ბი­თი ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვი­სას პა­ცი­ენ­ტი კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

ნა­თია ცი­რე­კი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნი AMBEBI.GE -სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ პა­ცი­ენტს უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

"უსის­ხლო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ­მა ანეს­თე­ზია არას­წო­რად გა­უ­კე­თა. შე­დე­გად, მას ჟანგბა­დი 13-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­წო­დე­ბო­და, ბავ­შვი გა­ი­თი­შა და დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ე.წ კუნ­თის მო­დუ­ნე­ბის ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. არ მინ­და, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და­ვარ­ღვიო, მაგ­რამ რომ აცხა­დებს ზო­გი­ერ­თი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ა­ნო, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დო­კუ­მენტზე რას იტყვი­ან?!

ასევე დაგაინტერესებთ
16:41 / 04-08-2020

"ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა" - რას ამბობენ საავადმყოფოს იურისტები

17:01 / 04-08-2020

"25 წლის გოგო ექიმების გულგრილობითა და თაღლითობით, 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია" - ადვოკატი

21:24 / 04-08-2020

ვინ არიან პროკურატურის მიერ დაკავებული ექიმები?

14:39 / 05-08-2020

ვინ არის ანესთეზიოლოგი, რომელსაც პროკურატურამ ექიმებთან ერთად ბრალი წარუდგინა და რა განცხადებას ავრცელებს ის

20:17 / 08-08-2020

"მცირე შანსიც რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს" - დაკავებული ექიმი

15:30 / 11-08-2020

"დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა" - რას ყვება კომაში მყოფი, 25 წლის გოგონას მამა?

21:16 / 13-08-2020

"ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია! " - რას წერს დაკავებული ექიმის მამა?

ხომ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არ ჰქონ­დათ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. თქვენ რომ ჟურ­ნა­ლის­ტმა ჩა­ა­ტა­როთ ოპე­რა­ცია, არ და­ის­ჯე­ბით?! 20 თვეა ან­გე­ლო­ზი­ვით გოგო კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. წევს თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნაა. წი­თელ დიპ­ლომ­ზე აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი.

ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობ­და. ხერ­ხე­მალ­მა შე­ა­წუ­ხა და მი­მარ­თა ამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ფაქ­ტია, რომ არას­წო­რად ჩა­უ­ტა­რეს ოპე­რა­ცია, რად­გან ეს გო­გო­ნა კო­მა­შია ახ­ლაც. ნუ გა­და­იყ­ვა­ნენ ოჯახს ჭკუ­ი­დან, ყვე­ლა­ფერს აქვს ზღავ­რი. ისე­დაც 20 თვეა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უყუ­რე­ბენ ამ გო­გო­ნას" - გვე­უბ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტი.

იმას, რომ ბრალ­დე­ბულ პი­რებს ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდათ, AMBEBI.GE -სთან ადას­ტუ­რებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ინგა პა­ი­ჭა­ძე.

"სა­კი­თხის შეს­წავ­ლა და­ვი­წყეთ პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლის მომ­რთვის სა­ფუძ­ველ­ზე, 2018 წლის აპ­რილ­ში, საქ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე შე­მო­ვი­და მო­მარ­თვა პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან. სა­კი­თხის შეს­წავ­ლი­სას გა­მოვ­ლინ­და შემ­დე­გი დარ­ღვე­ვე­ბი: პა­ცი­ენტს გა­ე­წია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა ორ­ჯერ. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენტს ქი­რურ­გი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე პი­რის მიერ, რო­მე­ლიც არ ფლობს შე­სა­ბა­მის სერ­თი­ფი­კატს ქი­რურ­გი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

სა­ა­გენ­ტოს მიერ კომ­პა­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შედ­გა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი, სა­ერ­თო სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე და ოქმი გა­იგ­ზავ­ნა სა­სამ­რთლო­ში. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და­უ­წე­სა ჯა­რი­მა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის სუ­ბი­ექ­ტებს, მათ არ ჰქონ­დათ სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტი სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში "ორ­თო­პე­დია-ტრავ­მა­ტო­ლო­გია", რის გა­მოც სა­ა­გენ­ტოს მიერ და­ის­ვა ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი" - გა­ნუ­ცხა­და ინგა პა­ი­ჭა­ძემ AMBEBI.GE

რო­გორც ნა­თია ცი­რე­კი­ძის მე­გო­ბა­რი ნი­ნუ­ცა ბრა­ჭუ­ლი ამ­ბობს, გო­გო­ნას ოპე­რა­ცი­ამ­დე ხერ­ხემ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებ­და.

"ნა­თია ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით ბან­კში. უნი­ვერ­სა­ლუ­რი ბან­კი­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. უნი­ჭი­ე­რე­სი გო­გოა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ და შემ­დეგ სამ­სა­ხურ­შიც ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით.

ხერ­ხე­მალ­ზე ჰქონ­და ტკი­ვი­ლე­ბი და ლა­ზე­რით უნდა მო­ეწ­ვათ, რაც სექ­ტემ­ბერ­ში უკვე გა­უ­კე­თეს და გან­მე­ო­რე­ბი­თი მოწ­ვა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ დე­კემ­ბერ­ში, რის შემ­დე­გაც კო­მა­ში ჩა­აგ­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შოკი მქონ­და, რომ და­მი­რე­კეს და შე­მა­ტყო­ბი­ნეს კო­მა­ში ჩა­უ­ვარ­და­თო, როცა ოპე­რა­ცია მაქ­სი­მუმ 1 სა­ათს უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო და ვე­ლო­დე­ბო­დი ზარს მის­გან, რომ და­მი­რე­კავ­და და მე­ტყო­და ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რაო“ - ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტის მე­გო­ბა­რი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, "თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს" დი­რექ­ტო­რი გ.ლ. და ამა­ვე კლი­ნი­კის ექი­მი ვ.ყ. და­ა­კა­ვეს, ხოლო უკა­ნო­ნო სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე მ.ხ.-ს მი­მართ და­უს­წრებ­ლად იქნა გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში“ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია იტა­ლი­ი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის ნაც­ვლად, შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე პი­რებ­მა გა­უ­კე­თეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
განეშა
124

იქნებ ექიმებიც ისე გადაიმტეროს ამ მთავრობამ რომ ხმის მიმცემი აღარ დარჩეთ არჩევნებზე, ან კორონამ წაგვლეკოს შემდეგ, დაანებეთ თავი ექიმებს ეს ცუდათ შემოგიბრუნდებათ, ან ქირურგი რა შუაშია თუ ანესტეზიოლოგმა დაუშვა შეცდომა, ქირურგს რატომ იჭერთ? ლიცენზია რომ არ ქონოდა ამდენი წელი ოპერაციებს როგორ ჩაატარებდა? სხვათაშორის სახელმწიფო აფინანსებდა ამ ქირურგთან ოპერაციებს და თუ ლიცენზია არ ქონდა რატომ უფინანსებდა პაციენტებს მასთან ოპერაციებს? 

იმედია დამოუკიდებელ სასამართლოდ წოდებული ჩვენი სასამართლო არ ჩასვამს ციხეში ქირურგს

დათო
10

ვერ გავიგე ადამიანი ვირთხაა ანესთეზიას როგორ აკეთებდა თუ ლიცენზია არ ქონდა? ვერ გავიგე როგორ გაბედა ...რა გვეშველება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

ვინ არის 25 წლის გოგო, რომელიც შეცდომით ჩატარებული ოპერაციის გამო 20 თვე კომაშია - ექიმების სკანდალური დაკავების ახალი დეტალები

AMBEBI.GE -ს ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც "თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" იტალიიდან ჩამოსული ექიმების ნაცვლად, ორი ოპერაცია კლინიკის ექიმებმა ჩაუტარეს და 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია, 25 წლის ნათია ცირეკიძეა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გოგონა ხერხემლის პრობლემებს უჩიოდა, რის გამოც 2018 წელს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. მას ერთი თვის შუალედით ორი ოპერაცია ჩაუტარდა. განმეორებითი ქირურგიული ჩარევისას პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ პაციენტს უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა.

"უსისხლო ოპერაცია ჩაუტარდა, ანესთეზიოლოგმა ანესთეზია არასწორად გაუკეთა. შედეგად, მას ჟანგბადი 13-15 წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, ბავშვი გაითიშა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. ე.წ კუნთის მოდუნების ოპერაცია ჩატარდა. არ მინდა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიო, მაგრამ რომ აცხადებს ზოგიერთი უდანაშაულოები არიანო, რეგულირების სააგენტოს დოკუმენტზე რას იტყვიან?!

ხომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება. თქვენ რომ ჟურნალისტმა ჩაატაროთ ოპერაცია, არ დაისჯებით?! 20 თვეა ანგელოზივით გოგო კომატოზურ მდგომარეობაშია. წევს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. საოცარი გოგონაა. წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებული ყველაფერი.

ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ხერხემალმა შეაწუხა და მიმართა ამ სამედიცინო დაწესებულებას. ფაქტია, რომ არასწორად ჩაუტარეს ოპერაცია, რადგან ეს გოგონა კომაშია ახლაც. ნუ გადაიყვანენ ოჯახს ჭკუიდან, ყველაფერს აქვს ზღავრი. ისედაც 20 თვეა ასეთ მდგომარეობაში უყურებენ ამ გოგონას" - გვეუბნება ადვოკატი.

იმას, რომ ბრალდებულ პირებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლება არ გააჩნდათ, AMBEBI.GE -სთან ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ინგა პაიჭაძე.

"საკითხის შესწავლა დავიწყეთ პაციენტის მშობლის მომრთვის საფუძველზე, 2018 წლის აპრილში, საქმის მიმდინარეობის პროცესში ასევე შემოვიდა მომართვა პროკურატურისგან. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: პაციენტს გაეწია სამედიცინო მომსახურება ორჯერ. ორივე შემთხვევაში პაციენტს ქირურგიული დახმარება გაეწია უცხოეთის მოქალაქე პირის მიერ, რომელიც არ ფლობს შესაბამის სერთიფიკატს ქირურგიულ საქმიანობაში.

სააგენტოს მიერ კომპატენციის ფარგლებში შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საერთო სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე და ოქმი გაიგზავნა სასამრთლოში. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლომ სამედიცინო დაწესებულებას დაუწესა ჯარიმა. რაც შეეხება საექიმო საქმიანობის სუბიექტებს, მათ არ ჰქონდათ სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობაში "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", რის გამოც სააგენტოს მიერ დაისვა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი" - განუცხადა ინგა პაიჭაძემ AMBEBI.GE

როგორც ნათია ცირეკიძის მეგობარი ნინუცა ბრაჭული ამბობს, გოგონას ოპერაციამდე ხერხემლის ტკივილები აწუხებდა.

"ნათია ჩემი თანამშრომელი იყო, ერთად ვმუშაობდით ბანკში. უნივერსალური ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა. უნიჭიერესი გოგოა. უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ და შემდეგ სამსახურშიც ერთად აღმოვჩნდით.

ხერხემალზე ჰქონდა ტკივილები და ლაზერით უნდა მოეწვათ, რაც სექტემბერში უკვე გაუკეთეს და განმეორებითი მოწვა უნდა გაეკეთებინათ დეკემბერში, რის შემდეგაც კომაში ჩააგდეს. ჩვეულებრივი შოკი მქონდა, რომ დამირეკეს და შემატყობინეს კომაში ჩაუვარდათო, როცა ოპერაცია მაქსიმუმ 1 საათს უნდა გაგრძელებულიყო და ველოდებოდი ზარს მისგან, რომ დამირეკავდა და მეტყოდა ყველაფერმა კარგად ჩაიარაო“ - ამბობს პაციენტის მეგობარი ჩვენთან საუბარში.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

"ერთმა მძღოლს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, მეორემ - შებოჭა" - თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ლაგოდეხის პოლიციამ დააკავა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიმალვა სცადა

ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულ ექიმს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - რა შეთანხმება შედგა კომაში მყოფი გოგონას ოჯახთან?