ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებულმა ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დანის რამდენიმე დარტყმით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა.
სახელმწიფო ბრალდება ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
"2 აგვისტოს, გამთენიისას, ბესარიონ ჟვანიამ ლევან თოფაძეს დანის რამდენჯერმე დარტყმით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა. სახეზეა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები", - განაცხადა პროკურორმა.
მისივე განმარტებით, ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ჟვანია არ მიუთითებს გარემოებების შესახებ.
პროკურორის თქმით, ბესარიონ ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის სატელეფონო კომუნიკაციის დროს შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, აღნიშნულიდან მალევე კი, ჟვანია თოფაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა.