ავტორი:

მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?

მილიონერი ოქრიაშვილი  მაჟორიტარობას ამჯერად დამოუკიდებლად აპირებს - დმანისის მერია და საკრებულო  მხარს მას უჭერს და არა "ქართული ოცნების" კანდიდატს?

როგორც ირკვევა, დმანისისა და წალკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიზნესმენი კახაბერ ოქრიაშვილი მოახლოებულ არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად იყრის. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტის წევრი მოსახლეობასთან აქტიურ წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს.

ოქრიაშვილი ორ ათეულ წელზე მეტია პარლამენტარია. 2004- 2013 წლამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში იყო, ხოლო 2013 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში "გადაპორტირდა", თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროცესმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაყო მმართველი პარტიისა და ოქრიაშვილის გზები.

AMBEBI.GE - ს ინფორმაციით, მოახლოებულ არჩევნებში "ქართული ოცნება" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის, ახალი კანონმდებლობით გაერთიანებულ, მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად სწორედ კახაბერ ოქრიაშვილის წარდგენას გეგმავდა, თუმცა კოლეგებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.

ოქრიაშვილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, თავდაპირველად, სწორედ მას და სხვა მაჟორიტარ დეპუტატებს დაჰბრალდათ 2019 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, თუმცა უკვე 2020 წელს "ქართული ოცნება" იძულებული გახდა შეესრულებინა ე.წ. 8 მარტის ხელშეკრულება, მიეღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა ქვეყანაში 30-მდე შემცირდა. ოქრიაშვილი კი კვლავაც მოწინააღმდეგეთა უკიდურესად შემცირებულ რიგებში დარჩა, რითაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიის მესვეურები გაანაწყენა.

სწორედ ამ უთანხმოების გამო "ქართულმა ოცნებამ" ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი მეშველიანი წარადგინა.

თავად ოქრიაშვილი კი დამოუკიდებლად აპირებს ამავე ოლქში კენჭისყრას. ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე რამდენიმე დღეში ილაპარაკებს საკუთარ გეგმებზე.

AMBEBI.GE-სთვის კი ცნობილი გახდა, რომ დმანისის მერია, რომელიც მთლიანად ოქრიაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი კანდიდატის წინასაარჩევნო პიარში აქტიურად გეგმავს ჩართვას. მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ანუ გამოდის, რომ "ქართული ოცნება" ამ კონკრეტულ რაიონში დასაყრდენის გარეშე რჩება.

AMBEBI.GE პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის დაუკავშირდა, მისი განცხადებით, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრები ოქრიაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულნი არიან.

"კი ბატონო. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. მან გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. გარკვეული სხვაობები იყო ჩვენს პოზიციებს შორის. მტრულად არ ვართ განწყობილნი, მას თავისი გეგმა აქვს, თავისი ხედვები აქვს, მათ შორის საარჩევნო სისტემაშიც.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს. დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს“- განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დმანისის მერიის სრული შემადგენლობა მხარს კახაბერ ოქრიაშვილს უჭერს, მან ასე შეაფასა:

"მთავარია ვის დაუჭერენ მხარს ამომრჩევლები. მერია და საკრებულო ვის დაუჭერს მხარს, არ არის მთავარი", - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

თანაპარტიელის პოზიციას იზიარებს წალკის მერი ილია საბაძე. როგორც საბაძემ AMBEBI.GE - სთან საუბარში აღნიშნა, როგორც ადგილზე "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

"მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და შტაბის უფროსი, დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს ვერ დავუჭერ. დმანისის მერს თავისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მე - ჩემი", - განაცხადა ილია საბაძემ.

AMBEBI.GE დმანისის მერს გიორგი ტატუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს არ უჭერს მხარს, არც უარყო და არც დაადასტურა.

"ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ თავად კახაბერ ოქრიაშვილს ჰკითხეთ“, - განაცხადა ტატუაშვილმა.

კახაბერ ოქრიაშვილი წინასაარჩევნო მიმართვებს აქტიურად ავრცელებს და საზოგადოებას მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრება.

  • რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომლის ოჯახმაც სამეწარმეო საქმიანობიდან 1 წელში 9.9 მლნ-ზე მეტის შემოსავალი მიიღო

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა. მათ შორის არის კახაბერ ოქრიაშვილი, PSP-ს ერთ-ერთი მფლობელი. როგორც ოქრიაშვილის მიერ 2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მისმა ოჯახმა, გასული 1 წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან 9.9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება დეპუტატის ქონებას და ფინანსურ მდგომარეობას, 30 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 677,2 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს წავკისში; 250 კვ. მეტრის ნაგებობას დმანისში; ჯამში 3 859 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთს წავკისში; 4 499 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ განთიადში და დმანისში მდებარე ორ ბინას. მის საკუთრებაშია ასევე: 21 811 კვ. მეტრი ფართობის 3 მიწის ნაკვეთი წავკისში.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ოქრიაშვილის მფლობელობაშია, იარაღი - SAUER 202, რომელიც 4 500 ევროდ აქვს შეძენილი, ასევე მის საკუთრებაშია 3 მსუბუქი ავტომობილი - TOYOTA LAND CRUISER, TOYOTA HILUX და BMW X5 XDRIV. იხილეთ სრულად

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

"ოცნებაზე" განაწყენებული კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად (ფოტო)

როგორ ეხმაურება პრემიერი ექსპერტიზის დასკვნას, სადაც წერია, რომ ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე მისი თითის ანაბეჭდი არ არის

"ნუ ღელავთ, ივანიშვილი დიდი ხანია ჩართულია საარჩევნო კამპანიაში" - გიორგი გახარია ჟურნალისტებს