ავტორი:

"გეჩოქებით, კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკივილი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიმართვა აშშ-ის ელჩს

"გეჩოქებით, კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკივილი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიმართვა აშშ-ის ელჩს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მას უთხრეს, რომ ელჩი კელი დეგნანი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მათი მოთხოვნები აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია. როგორც საელჩოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიურო მაშინ ჩაერთვება, თუ ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება.

"მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. პასუხი მითხრეს, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოსო. დღეს არის გადამწყვეტი დღე, დაიდება მანქანისა და კომპიუტერის ექსპერტიზა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ოჯახის სამომავლო გეგმები ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ქმედებებზეა დამოკიდებული.

"მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და ჰყავს მასაც შვილები და გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი, დედის ტკივილი, რომლის შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით, მოკლეს, აწამეს და ისე მოკლეს. რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. გთხოვთ, კელი დეგნან, გემუდარებით, გეჩოქებით კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ, ამერიკის მთავრობავ, გთხოვ, აქ ვერ მივაღწიე მე სამართალს", - ამბობს თეონა თამაზაშვილი (ნახეთ ვიდეო).

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის