საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს რეალურად დებატები, რაც საქართვლოში ჩხუბსა და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და რით განსხვავდება ის დემაგოგიისგან
რას ნიშნავს რეალურად დებატები, რაც საქართვლოში ჩხუბსა და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და რით განსხვავდება ის დემაგოგიისგან

ბოლო დროს ასეა, - სა­ტე­ლე­ვი­ზიო პო­ლი­ტი­კურ დე­ბა­ტებ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი აზრი, თუ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში და­წე­რი­ლი მო­საზ­რე­ბა, ხში­რად სიღ­რმეს მოკ­ლე­ბუ­ლი და ზე­და­პი­რუ­ლია. უმე­ტე­სად, ავ­ტო­რი სა­კი­თხში ვერ ერ­კვე­ვა, მაგ­რამ მის­მა შე­ფა­სე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, უცებ აუ­დი­ტო­რი­ის ნა­წილ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს - ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნოს, ან სა­შინ­ლად აღ­შფოთ­დეს და და­უ­პი­რის­პირ­დეს... ამ ზე­და­პი­რუ­ლო­ბა­ში კი მთავ­რი სათ­ქმე­ლი გვერ­დით რჩე­ბა, მას­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს, სა­კი­თხსაც არც არა­ვინ სწავ­ლობს და იკ­ვლევს. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს დღეს ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში დე­ბა­ტებს არ­ქმე­ვენ. ხოლო თუ რა არის სი­ნამ­დვი­ლე­ში დე­ბა­ტე­ბი და რო­გორ უნდა წა­რი­მარ­თოს ის, ამა­ზე ფსი­ქო­ლო­გი თი­ნა­თინ ცერ­ცვა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ბა­ტე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ინ­სტი­ტუტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს და დე­ბა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რია.

რა გან­სხვა­ვე­ბაა ფორ­მა­ლურ და არა­ფორ­მა­ლურ დე­ბა­ტებს შო­რის, რო­გორ ეს­მით ადა­მი­ა­ნებს ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­ტომ მსჯე­ლო­ბენ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უმე­ტე­სად სა­კი­თხში ჩა­უ­ხე­და­ვად, რო­გორ უნდა მი­ვაღ­წი­ოთ დე­ბა­ტე­ბი­სას იმას, რომ პი­როვ­ნუ­ლად არა­ვის და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. ამას შეს­წავ­ლა უნდა და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბო­ბენ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს ფუნ­და­მენ­ტუ­რად სწავ­ლო­ბენ.

"ფორ­მა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 20 წე­ლია ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, იმ დე­ბა­ტე­ბის­გან, რას­თა­ნაც ეს სი­ტყვა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასო­ცირ­დე­ბა, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა... რო­გორც ახალ­გაზ­რდებს, ასე­ვე ზრდას­რუ­ლებს ვას­წავ­ლით მხო­ლოდ იმას, რაც დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კას უკავ­შირ­დე­ბა. ამას დიდი შრო­მა და მომ­ზა­დე­ბა უნდა და ამი­ტო­მა­ცაა ის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმის­გან, რა­საც დღეს მე­დი­ა­სა თუ სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში ვხვდე­ბით. ამ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის გავ­ლა მო­ე­თხო­ვე­ბა არა თუ ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის მო­ქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ აშშ-ს ნე­ბის­მი­ერ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­საც კი, ანუ იქ, სა­დაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­შიც დევს დე­ბა­ტე­ბის ტექ­ნი­კის სწავ­ლე­ბა, ამ კურ­სის ცალ­კე გავ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია,“ - გვე­უბ­ნე­ბა თი­ნა­თინ ცერ­ცვა­ძე, რომ­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მსგავ­სი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლად ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მო­ერ­გო. ხოლო ეს სწავ­ლე­ბა ფსიქ­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ახალ­გაზ­რდებ­ზე რა გავ­ლე­ნას ახ­დენს, რო­გორ იც­ვლე­ბი­ან ისი­ნი, ამას სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვაც კი მი­უ­ძღვნა. ასე­ვე პირ­ვე­ლი იყო აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, ვინც 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო-სას­წავ­ლო 3-წლი­ა­ნი პროგ­რა­მა და­ნერ­გა.

- გა­მო­დის, თქვე­ნი დე­ბა­ტე­ბი იმ პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის­გან, რე­ა­ლუ­რად კი ჩხუ­ბის­გან, რო­მელ­საც ხში­რად ტე­ლე­ვი­ზი­ით თავლყურს ვა­დევ­ნებთ, სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა...

- სწო­რად აღ­ნიშ­ნეთ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია იმ ჩხუ­ბის­გან და პი­როვ­ნუ­ლი და­პი­რი­პი­რე­ბე­ბის­გან... რო­დე­საც ჩვენ მე­ცა­დი­ნე­ო­ბას ვი­წყებთ, - ვე­უბ­ნე­ბით, - ყვე­ლა­ფე­რი, რაც დე­ბა­ტე­ბის სა­ხით აქამ­დე გი­ნა­ხავთ, და­ი­ვი­წყეთ, ეს ის არ არის, რაც ჩვენ­თან უნდა ის­წავ­ლოთ.

- გან­სხვა­ვე­ბა რაში მდგო­მა­რე­ობს?

- დე­ბა­ტე­ბი ისეთ სა­ხის უნა­რებს ავი­თა­რებს, რო­გო­რი­ცაა - კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, არ­გუ­მე­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა, მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ანუ ფაქ­ტე­ბის, მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, მათი სწრა­ფად გა­და­მუ­შა­ვე­ბა, გუნ­დუ­რად მუ­შა­ო­ბა და დრო­ის მარ­თვა. მოკ­ლე დრო­ში ამომ­წუ­რა­ვი და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა უნდა მოხ­დეს. მო­დე­ბა­ტე რა დროს და­უთ­მობს ამას, რო­გორ და­ა­კავ­ში­რებს ფაქ­ტებს, სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა-მსჯე­ლო­ბა-არ­გუ­მენ­ტა­ცი­ას, რომ ლა­კო­ნუ­რი იყოს, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამით კი სწავ­ლობს მოს­მე­ნას და სა­ბო­ლო­ოდ ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით, აღ­წევს იმას, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სრულ­ფა­სო­ვან მომხსე­ნებ­ლად, ორა­ტო­რად.

- მო­უს­მი­ნო ოპო­ნენტს - მგო­ნი, ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ამის ახ­სნას რო­გორ ახერ­ხებთ?

- იმის გამო, რომ ჩვენს მომ­ზა­დე­ბულ მსმე­ნე­ლებს დე­ბა­ტე­ბი­სას ხან ერთ და ხან მე­ო­რე პო­ზცი­ა­ში უწევთ ყოფ­ნა. როცა სხვის ტყავ­ში ყოფ­ნას სწავ­ლო­ბენ, ზუს­ტად იცინ, რას ნიშ­ნავს და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მე­ლიც არა პი­როვ­ნულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, არა­მედ აზ­რთა ჭი­დილ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამი­ტომ პერ­სო­ნას კი არ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ ეხე­ბი­ან, რად­გან სულ არ­გუ­მენ­ტებ­ზე და მსჯე­ლო­ბა­ზე არი­ან დაყ­რდნო­ბი­ლე­ბი. იმი­ტომ, რომ ეს თა­მა­შია და ამ ყვე­ლა­ფერს თა­მაშ-თა­მა­შით სწავ­ლო­ბენ.

- ე.ი. ხდე­ბა არა პი­როვ­ნუ­ლი, არა­მედ აზ­რთა და­პი­რის­პი­რე­ბა...

- დიახ და ეს გვა­ყა­ლი­ბებს სრულ­ფა­სო­ვან ორა­ტო­რად, რო­მე­ლიც შორს არის დე­მა­გო­გი­ი­სა და პო­პუ­ლიზ­მის­გან, რაც ყვე­ლა­ზე სა­ხა­სი­ა­თოა ამ სწავ­ლე­ბის­თვის. მოს­წავ­ლე­ებს ვუხ­სნით, რომ რად­გან თა­მა­ში მუშ­კე­ტე­რე­ბის პრინ­ცი­პით - „ერთი ყვე­ლა­სათ­ვის და ყვე­ლა ერ­თის­თვის“ მიმ­დი­ნა­რე­ობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მხარ­და­ჭე­რა, ემო­ცი­ე­ბის მარ­თვა, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბის­თვის თა­მა­შობ და გინ­და, სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გქონ­დეს, ეს მომ­გე­ბი­ა­ნია. როცა სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, და­წყე­ბუ­ლი - ოპო­ნენ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ასე­თი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნით, იწა­ფე­ბი და იწ­ვრთნე­ბი. ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, - რო­გორ უხ­სნით იმას, რომ ოპო­ნენტს პა­ტი­ვი სცეს, ან არ და­იყ­ვი­როს, მსჯე­ლო­ბი­სას დროს არ გა­და­ა­ცი­ლოს? მათ იცი­ან, რომ შე­ფა­სე­ბი­სას გუნდს ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­თხო­ვე­ბა, ამი­ტომ, ამა­ზე უკვე იმ­დე­ნად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ეს მერე ძვალ­სა და რბილ­ში უჯ­დე­ბათ. ასე აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას და ყვე­ლა სა­ჭი­რო თვი­სე­ბას ამით ავი­თა­რე­ბენ.

- თქვე­ნი მო­წა­ფე­ე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში თუ მი­დი­ან? რო­გო­რია ამ მხრივ სტა­ტის­ტი­კა?

- სტა­ტის­ტი­კა ამ სფე­რო­ში და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით არის გა­მო­ხა­ტუ­ლი. ნაკ­ლე­ბად არი­ან პო­ლი­ტი­კა­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია, ვთქვათ, ბოლო წლე­ბია, ზრდას­რუ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გვა­კი­თხა­ვენ, მათ შო­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბი, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, გვქონ­და პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს ვამ­ზა­დებ­დით. ცხა­დია, ეს ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ რომ გა­უჩ­ნდათ ამის სურ­ვი­ლი, ამას მი­ვე­სალ­მე­ბით.

- ასე მცი­რე დრო­ში და ზე­და­პი­რუ­ლად რო­გორ ხერ­ხდე­ბა ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის ამ ყვე­ლაფ­რის ახ­სნა, როცა ბავ­შვებ­თან ამ სა­კი­თებ­ზე ხან­გრძლი­ვად და ფუნ­და­მენ­ტუ­რად მუ­შა­ობთ?

- მარ­თა­ლია, ასე­თი სწავ­ლე­ბა უმე­ტე­სად არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია ხოლ­მე, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, ასეთ დროს, ერთ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე ჩვუ­ტა­როთ ტრე­ნინ­გე­ბი, რაც სულ მცი­რე, მათ და­ა­ფიქ­რებს სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მოს­წავ­ლე­ებ­თან წარ­მა­ტე­ბის­თვის რომ მიგ­ვეღ­წია და მათ დე­ბა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „დე­ბა­ტე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“, რო­მე­ლიც „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დის“ მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და, მოს­წავ­ლე­ებ­მა თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე ეტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სი გა­ი­ა­რეს. სა­ბო­ლო­ოდ კი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ხუთ­მა სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ბა­ტემ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­ე­ბი და­ი­კა­ვეს და ხუთ სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის მოხ­ვდნენ. ბევ­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი გვყავს, ვისი მხარ­და­ჭე­რი­თაც ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ყო უკვე ნახ­სე­ნე­ბი „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვლის ფონ­დი“, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე არათ­ვალ­ში­სა­ცემ, მძი­მე, უხი­ლავ და რუ­ტი­ნულ შრო­მას და­უ­ჭი­რა მხა­რი და ვფიქ­როთ, რომ კმა­ყო­ფი­ლიც დარ­ჩა იმ მიღ­წე­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც ასე ხი­ლუ­ლად მი­ვი­ღეთ ჩვენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში. ასე­თი ფონ­დე­ბი, ასე­თი სწო­რი ხედ­ვით და თა­ნაც ქარ­თუ­ლი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის ღია არი­ან სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, იშ­ვი­ა­თია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ბა­ლი წარ­მოდ­გე­ნაა, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იძ­ლე­ბა იო­ტი­სო­დე­ნა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს წინ. ჩვენ, რო­გორც სა­გან­მამ­ნათ­ლებ­ლო დე­ბა­ტე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი, მიღ­წე­ვე­ბით თა­ნაბ­რად მო­ვი­აზ­რე­ბით ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით, რო­გო­რიც არის გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, აშშ. ყვე­ლა ჯერ­ზე, რო­დე­საც ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ებს ვაგ­ზავ­ნით, სა­დაც ად­გი­ლე­ბი ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი გვაქვს, რად­გა­ნაც იქ მსოფ­ლოს სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ბა­ტე­ე­ბი იყ­რი­ან თავს და დიდი კონ­კურ­სე­ბი ტარ­დე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს.

- 20 წე­ლია, ამ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბით. რო­გორ მიხ­ვდით, იმ რთულ პე­რი­ოდ­ში, როცა 90-ია­ნე­ბის შო­კი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­სუ­ლი ჯერ არც იყო, რომ ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე და­გე­წყოთ?

- რო­დე­საც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ასე გა­შიშ­ვლე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, მივ­ხვდით, რომ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და თუ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­კი­თხე­ბი­სად­მი ხედ­ვას არ შევ­ცვლი­დით, არ და­ვა­ნა­ხებ­დით, რომ ყვე­ლა მე­და­ლი­ონს ორი მხა­რე აქვს, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. გარ­შე­მო მხო­ლოდ შტამ­პე­ბი და შაბ­ლო­ნე­ბი არ­სე­ბობ­და, გარ­ღვე­ვა უნდა მოგ­ვეხ­დი­ნა და დაგ­ვე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ თუ მე­და­ლი­ო­ნი არ­სე­ბობს, მას მე­ო­რე მხა­რეც ექ­ნე­ბა.

- რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რი, ამ საქ­მის ექ­სპერ­ტი რას ურ­ჩევ­დით ადა­მი­ა­ნებს, თუნ­დაც დე­ბა­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მსჯე­ლო­ბამ გა­ი­ტა­ცა - ადა­მი­ა­ნე­ბი, იცი­ან თუ არა, ყვე­ლა სა­კი­თხში ერ­თვე­ბი­ან. თუკი ჩემ­მა ნათ­ქვამ­მა შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს ყუ­რადმდე მი­აღ­წი­ოს, ვი­სურ­ვებ­დი, კარ­გად გა­ი­გონ და იმ თვალ­საზ­რი­სით გა­ი­აზ­რონ, რომ სა­კითხს სა­ნამ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე არ შე­ის­წავ­ლი­ან, მას­ზე აზ­რის გა­მო­ხატ­ვა არ და­ი­წყონ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. იმ წამს ვი­ღა­ცა­ზე შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ, ტა­შიც კი და­უკ­რან, ანუ თავლში ნა­ცა­რი შე­ა­ყა­რონ, მაგ­რამ სა­კითხს თუ არ შე­ის­წავ­ლი­ან, ისე მჯე­ლო­ბას აზრი არ აქვს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­და­სუ­ლია სო­ცი­ა­ლი­უ­რი ქსე­ლე­ბის დო­ნე­ზე გვარ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­კო­მენ­ტა­რე­ბა­სა და გა­ზი­ა­რე­ბა­ზე. ეს დამ­ღუპ­ვე­ლია. საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­და­ვი ადა­მი­ა­ნი უც­ბად ისეთ ფრა­ზას და­წერს და ეს ფრა­ზა ისე­თი „შთამ­ბეჭ­და­ვი“ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ვინც ამას უს­მენს, უყუ­რებს, იბ­ნე­ვა, - მერე ან მიყ­ვე­ბა მას, ან უპი­რის­პირ­დე­ბა, თუმ­ცა პრობ­ლე­მა ზე­და­პირ­ზე რჩე­ბა. რად­გა­ნაც დის­კუ­სია და და­პი­რის­პი­რე­ბა სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლის არც მცოდ­ნე­ე­ბი და არც შემ­სწავ­ლე­ლე­ბი არ არი­ან, ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან ზე­და­პი­რულს და უსა­ფუძ­ვლოს ხდის. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ზე ზე­მო­დან მო­ტივ­ტი­ვე ნა­გავს ემ­სგავ­სე­ბა...

- რო­დე­საც ეკ­რან­ზე ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებთ - რა შე­ფა­სე­ბას აძ­ლევთ?

- თუკი რა­ი­მე დის­კუ­სი­ის ანდა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოს­ვლის ნი­შანს ატა­რებს, ხში­რად არის დე­მა­გო­გია. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მომხსე­ნე­ბე­ლი სა­უ­ბარს, ან და­პი­რის­პი­რე­ბას დაშ­ვე­ბით იწყებს, მერე თით­ქოს ლო­გი­კა, არ­გუ­მე­ტა­ცია, მტკი­ცე­ბულ­ბაც ჩნდე­ბა, მაგ­რამ ძირ­ში­ვე უტო­პი­უ­რია, რად­გან უკვე რა­ღაც და­უშ­ვა, თით­ქოს სპე­კუ­ლა­ცია მო­ახ­დი­ნა. ჩვენ ხში­რად გვეს­მის, „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ასეა“, - უკვე ყალ­ბია, - რას ნიშ­ნავს მო­გეხ­სე­ნე­ბათ? ვინ იცის რომ ეს ასეა? სა­ი­დან იცი? და­ამ­ტკი­ცე, რომ ასეა!.. ვი­მე­ო­რებ, დღეს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­თი მომხსე­ნე­ბე­ბის გა­მოს­ვლებ­მა გა­ი­ტა­ცა. ამი­ტომ, მჯი­ღის­ცე­მის, დე­მა­გო­გი­ის, პო­პუ­ლიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად შე­საც­ვლე­ლია ლო­გი­კუ­რი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბით. ეს და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და ყუ­რადსა­ღე­ბი თე­მაა, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

რას ნიშნავს რეალურად დებატები, რაც საქართვლოში ჩხუბსა და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და რით განსხვავდება ის დემაგოგიისგან

რას ნიშნავს რეალურად დებატები, რაც საქართვლოში ჩხუბსა და პიროვნულ შეურაცხყოფაში გადადის და რით განსხვავდება ის დემაგოგიისგან

ბოლო დროს ასეა, - სატელევიზიო პოლიტიკურ დებატებში გამოთქმული აზრი, თუ სოციალურ სივრცეში დაწერილი მოსაზრება, ხშირად სიღრმეს მოკლებული და ზედაპირულია. უმეტესად, ავტორი საკითხში ვერ ერკვევა, მაგრამ მისმა შეფასებამ შეიძლება, უცებ აუდიტორიის ნაწილზე გარკვეული გავლენა მოახდინოს - ვიღაცას ძალიან მოეწონოს, ან საშინლად აღშფოთდეს და დაუპირისპირდეს... ამ ზედაპირულობაში კი მთავრი სათქმელი გვერდით რჩება, მასზე არავინ საუბრობს, საკითხსაც არც არავინ სწავლობს და იკვლევს. თუმცა ამ ყველაფერს დღეს ჩვენს სინამდვილეში დებატებს არქმევენ. ხოლო თუ რა არის სინამდვილეში დებატები და როგორ უნდა წარიმართოს ის, ამაზე ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე გვესაუბრება, რომელიც წლებია, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს და დებატების საერთაშორისო ტრენერია.

რა განსხვავებაა ფორმალურ და არაფორმალურ დებატებს შორის, როგორ ესმით ადამიანებს ეს ყველაფერი, რატომ მსჯელობენ ჩვენს საზოგადოებაში უმეტესად საკითხში ჩაუხედავად, როგორ უნდა მივაღწიოთ დებატებისას იმას, რომ პიროვნულად არავის დავუპირისპირდეთ. ამას შესწავლა უნდა და ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ყველაფერს ფუნდამენტურად სწავლობენ.

"ფორმალური დებატები, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები 20 წელია ახორციელებენ, იმ დებატებისგან, რასთანაც ეს სიტყვა ქართულ საზოგადოებაში ასოცირდება, ძალიან განსხვავდება... როგორც ახალგაზრდებს, ასევე ზრდასრულებს ვასწავლით მხოლოდ იმას, რაც დებატების ტექნიკას უკავშირდება. ამას დიდი შრომა და მომზადება უნდა და ამიტომაცაა ის სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს მედიასა თუ საზოგადეობაში ვხვდებით. ამ სპეციალური პროგრამის გავლა მოეთხოვება არა თუ ჩვენნაირი ქვეყნის გამოცდილების მოქონე ადამიანებს, არამედ აშშ-ს ნებისმიერ პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი, ანუ იქ, სადაც საგანმანათლებლო სისტემაშიც დევს დებატების ტექნიკის სწავლება, ამ კურსის ცალკე გავლა აუცილებელია,“ - გვეუბნება თინათინ ცერცვაძე, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით მსგავსი სასწავლო პროგრამა ადაპტირებულად ქართულ რეალობას მოერგო. ხოლო ეს სწავლება ფსიქლოგიური თვალსაზრისით, ახალგაზრდებზე რა გავლენას ახდენს, როგორ იცვლებიან ისინი, ამას სადოქტორო კვლევაც კი მიუძღვნა. ასევე პირველი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც 2000-იანი წლების დასაწყისში, სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო-სასწავლო 3-წლიანი პროგრამა დანერგა.

- გამოდის, თქვენი დებატები იმ პოლიტიკური დებატებისგან, რეალურად კი ჩხუბისგან, რომელსაც ხშირად ტელევიზიით თავლყურს ვადევნებთ, სრულიად განსხვავდება...

- სწორად აღნიშნეთ, რადიკალურად განსხვავებულია იმ ჩხუბისგან და პიროვნული დაპირიპირებებისგან... როდესაც ჩვენ მეცადინეობას ვიწყებთ, - ვეუბნებით, - ყველაფერი, რაც დებატების სახით აქამდე გინახავთ, დაივიწყეთ, ეს ის არ არის, რაც ჩვენთან უნდა ისწავლოთ.

- განსხვავება რაში მდგომარეობს?

- დებატები ისეთ სახის უნარებს ავითარებს, როგორიცაა - კრიტიკული აზროვნება, არგუმეტირებული მსჯელობა, მოკვლევის ჩატარება ანუ ფაქტების, მასალების მოძიება, მათი სწრაფად გადამუშავება, გუნდურად მუშაობა და დროის მართვა. მოკლე დროში ამომწურავი და სტრუქტურირებული გამოსვლა უნდა მოხდეს. მოდებატე რა დროს დაუთმობს ამას, როგორ დააკავშირებს ფაქტებს, სხვადასხვა სტატისტიკას და მტკიცებულება-მსჯელობა-არგუმენტაციას, რომ ლაკონური იყოს, ეს მნიშვნელოვანია. ამით კი სწავლობს მოსმენას და საბოლოოდ ამ უნარების განვითარებით, აღწევს იმას, რომ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან მომხსენებლად, ორატორად.

- მოუსმინო ოპონენტს - მგონი, ეს ყველაზე რთულია. ამის ახსნას როგორ ახერხებთ?

- იმის გამო, რომ ჩვენს მომზადებულ მსმენელებს დებატებისას ხან ერთ და ხან მეორე პოზციაში უწევთ ყოფნა. როცა სხვის ტყავში ყოფნას სწავლობენ, ზუსტად იცინ, რას ნიშნავს დაპირისპირება, რომელიც არა პიროვნულ დაპირისპირებაში, არამედ აზრთა ჭიდილში გამოიხატება. ამიტომ პერსონას კი არ უპირისპირდებიან, უბრალოდ, ვეღარ ეხებიან, რადგან სულ არგუმენტებზე და მსჯელობაზე არიან დაყრდნობილები. იმიტომ, რომ ეს თამაშია და ამ ყველაფერს თამაშ-თამაშით სწავლობენ.

- ე.ი. ხდება არა პიროვნული, არამედ აზრთა დაპირისპირება...

- დიახ და ეს გვაყალიბებს სრულფასოვან ორატორად, რომელიც შორს არის დემაგოგიისა და პოპულიზმისგან, რაც ყველაზე სახასიათოა ამ სწავლებისთვის. მოსწავლეებს ვუხსნით, რომ რადგან თამაში მუშკეტერების პრინციპით - „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, მხარდაჭერა, ემოციების მართვა, ურთიერთთანამშრომლობა. როდესაც გამარჯვებისთვის თამაშობ და გინდა, საუკეთესო მაჩვენებელი გქონდეს, ეს მომგებიანია. როცა საუკეთესო მაჩვენებელი ამ ყველაფრის გამოხატულებაა, დაწყებული - ოპონენტის პატივისცემით, დამთავრებული ასეთი უნარების წარმოჩენით, იწაფები და იწვრთნები. ხშირად გვეკითხებიან, - როგორ უხსნით იმას, რომ ოპონენტს პატივი სცეს, ან არ დაიყვიროს, მსჯელობისას დროს არ გადააცილოს? მათ იციან, რომ შეფასებისას გუნდს ეს ყველაფერი მოეთხოვება, ამიტომ, ამაზე უკვე იმდენად ორიენტირებულები არიან, რომ ეს მერე ძვალსა და რბილში უჯდებათ. ასე აღწევენ წარმატებას და ყველა საჭირო თვისებას ამით ავითარებენ.

- თქვენი მოწაფეები პოლიტიკაში თუ მიდიან? როგორია ამ მხრივ სტატისტიკა?

- სტატისტიკა ამ სფეროში დაბალი მაჩვენებლით არის გამოხატული. ნაკლებად არიან პოლიტიკაში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ, ბოლო წლებია, ზრდასრულები აქტიურად გვაკითხავენ, მათ შორის, პოლიტიკოსები, დეპუტატები, საჯარო მოხელეები, გვქონდა პროექტები, რომლის ფარგლებშიც, საჯარო მოხელეებს ვამზადებდით. ცხადია, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა, მაგრამ საერთოდ რომ გაუჩნდათ ამის სურვილი, ამას მივესალმებით.

- ასე მცირე დროში და ზედაპირულად როგორ ხერხდება ზრდასრულებისთვის ამ ყველაფრის ახსნა, როცა ბავშვებთან ამ საკითებზე ხანგრძლივად და ფუნდამენტურად მუშაობთ?

- მართალია, ასეთი სწავლება უმეტესად არასრულფასოვანია ხოლმე, მაგრამ ვცდილობთ, ასეთ დროს, ერთ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე ჩვუტაროთ ტრენინგები, რაც სულ მცირე, მათ დააფიქრებს საკუთარი უნარების განვითარებაზე ამა თუ იმ მიმართულებით. მაგალითად, საერთაშორისო ასპარეზზე მოსწავლეებთან წარმატებისთვის რომ მიგვეღწია და მათ დებატების საერთაშორისო აკადემიაში მიეღოთ მონაწილეობა, პროექტის ფარგლებში „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა, მოსწავლეებმა თითქმის ერთწლიანი მომზადება და რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს. საბოლოოდ კი საქართველოს მასშტაბით ხუთმა საუკეთესო მოდებატემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აკადემიაში, სადაც საუკეთესო პოზიციები დაიკავეს და ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ბევრი დამფინანსებელი გვყავს, ვისი მხარდაჭერითაც ვმუშაობთ, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვყო უკვე ნახსენები „გუდავაძე-პატარკაციშვლის ფონდი“, რომელმაც ყველაზე არათვალშისაცემ, მძიმე, უხილავ და რუტინულ შრომას დაუჭირა მხარი და ვფიქროთ, რომ კმაყოფილიც დარჩა იმ მიღწევებით, რომლებიც ასე ხილულად მივიღეთ ჩვენ, განსაკუთრებით ყველაზე კრიზისულ, პანდემიის პერიოდში. ასეთი ფონდები, ასეთი სწორი ხედვით და თანაც ქართული, რომლებიც ყოველთვის ღია არიან საგანამანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად, იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებაში დაბალი წარმოდგენაა, ჩვენი ორგანიზაცია შეიძლება იოტისოდენა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ. ჩვენ, როგორც საგანმამნათლებლო დებატების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი, მიღწევებით თანაბრად მოვიაზრებით ისეთი განვითარებული ქვეყნების გვერდით, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, აშშ. ყველა ჯერზე, როდესაც ქართულ დელეგაციებს ვაგზავნით, სადაც ადგილები ძალიან შეზღუდული გვაქვს, რადგანაც იქ მსოფლოს საუკეთესო მოდებატეები იყრიან თავს და დიდი კონკურსები ტარდება, ძალიან კარგი მაჩვენებლები გვაქვს.

- 20 წელია, ამ საქმეს ემსახურებით. როგორ მიხვდით, იმ რთულ პერიოდში, როცა 90-იანების შოკიდან საზოგადოება გამოსული ჯერ არც იყო, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე დაგეწყოთ?

- როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ასე გაშიშვლებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მივხვდით, რომ კრიტიკული აზროვნების წახალისება უნდა მომხდარიყო და თუ სკოლის მასწავლებელბის და მოსწავლეების საკითხებისადმი ხედვას არ შევცვლიდით, არ დავანახებდით, რომ ყველა მედალიონს ორი მხარე აქვს, არაფერი გამოვიდოდა. გარშემო მხოლოდ შტამპები და შაბლონები არსებობდა, გარღვევა უნდა მოგვეხდინა და დაგვენახებინა, რომ თუ მედალიონი არსებობს, მას მეორე მხარეც ექნება.

- როგორც საერთაშორისო ტრენერი, ამ საქმის ექსპერტი რას ურჩევდით ადამიანებს, თუნდაც დებატების მიმართულებით?

- ბოლო დროს საზოგადოება მსჯელობამ გაიტაცა - ადამიანები, იციან თუ არა, ყველა საკითხში ერთვებიან. თუკი ჩემმა ნათქვამმა შეიძლება ვინმეს ყურადმდე მიაღწიოს, ვისურვებდი, კარგად გაიგონ და იმ თვალსაზრისით გაიაზრონ, რომ საკითხს სანამ თავიდან ბოლომდე არ შეისწავლიან, მასზე აზრის გამოხატვა არ დაიწყონ არავითარ შემთხვევაში. იმ წამს ვიღაცაზე შეიძლება გავლენა მოახდინონ, ტაშიც კი დაუკრან, ანუ თავლში ნაცარი შეაყარონ, მაგრამ საკითხს თუ არ შეისწავლიან, ისე მჯელობას აზრი არ აქვს. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი გადასულია სოციალიური ქსელების დონეზე გვარცელებული ინფორმაციების შესახებ დაკომენტარებასა და გაზიარებაზე. ეს დამღუპველია. საქმეში ჩაუხედავი ადამიანი უცბად ისეთ ფრაზას დაწერს და ეს ფრაზა ისეთი „შთამბეჭდავი“ აღმოჩნდება, რომ ვინც ამას უსმენს, უყურებს, იბნევა, - მერე ან მიყვება მას, ან უპირისპირდება, თუმცა პრობლემა ზედაპირზე რჩება. რადგანაც დისკუსია და დაპირისპირება საკითხებზე, რომლის არც მცოდნეები და არც შემსწავლელები არ არიან, ყველაფერს ძალიან ზედაპირულს და უსაფუძვლოს ხდის. შესაბამისად, ყველაფერი წყალზე ზემოდან მოტივტივე ნაგავს ემსგავსება...

- როდესაც ეკრანზე ამ ყველაფერს უყურებთ - რა შეფასებას აძლევთ?

- თუკი რაიმე დისკუსიის ანდა საინტერესო გამოსვლის ნიშანს ატარებს, ხშირად არის დემაგოგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხსენებელი საუბარს, ან დაპირისპირებას დაშვებით იწყებს, მერე თითქოს ლოგიკა, არგუმეტაცია, მტკიცებულბაც ჩნდება, მაგრამ ძირშივე უტოპიურია, რადგან უკვე რაღაც დაუშვა, თითქოს სპეკულაცია მოახდინა. ჩვენ ხშირად გვესმის, „მოგეხსენებათ, ეს ასეა“, - უკვე ყალბია, - რას ნიშნავს მოგეხსენებათ? ვინ იცის რომ ეს ასეა? საიდან იცი? დაამტკიცე, რომ ასეა!.. ვიმეორებ, დღეს ჩვენი საზოგადოება ასეთი მომხსენებების გამოსვლებმა გაიტაცა. ამიტომ, მჯიღისცემის, დემაგოგიის, პოპულიზმის მიმართულება აუცილებლად შესაცვლელია ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობით. ეს დასაფიქრებელი და ყურადსაღები თემაა, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს.

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა - "შტაბში ხალხი პანიკაშია"

"მისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს" - საპატრიარქო თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია