სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს
ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნია, რო­მელ­საც გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს. ადა­მი­ა­ნებს ელე­ნი იმი­ტომ უყ­ვართ, რომ ის გა­მო­ირ­ჩე­ვა გულ­წრფე­ლო­ბით, მხი­ა­რუ­ლე­ბით, კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, ეკ­რა­ნი­დან ჩანს, რომ უყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ.

თუმ­ცა, რო­გორ მისი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს მხო­ლოდ ნი­ღა­ბია და რო­დე­საც კა­მე­რა გა­მორ­თუ­ლია, ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი სულ სხვა­ნა­ი­რი ხდე­ბა. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა ხელ­ქვე­ი­თე­ბი­სად­მი უხე­ში, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკვე ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რო­ბენ, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბაც და სკან­დალ­ში გახ­ვე­უ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის კა­რი­ე­რა საფრ­თხე­შია. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა იმის შე­სა­ხებ, რომ "ელე­ნის შოუს“ და­ხურ­ვა ემუქ­რე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი 2020 წლის მარ­ტში და­ი­წყო, რო­დე­საც კო­მი­კოს­მა კე­ვინ თი პორ­ტერ­მაTwitter-ის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, რო­მელ­შიც მიმ­დევ­რებს სთხოვ­და, და­ე­წე­რათ ელენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის რე­ა­ლურ ხა­სი­ათს გა­უს­ვამ­და ხაზს.

კე­ვი­ნის პოსტს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კო­მენ­ტა­რებ­ში ელე­ნის შოუს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შოუს ერთხელ მა­ინც მა­ყუ­რებ­ლის რან­გში დას­წრე­ბი­ან, ელენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ არა­ერთ უსი­ა­მოვ­ნო ფაქტს იხ­სე­ნებ­დნენ.

კო­მენ­ტა­რებს ამ­ჟა­მინ­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც წერ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე მათ არ იცოდ­ნენ რა ელო­დათ, მი­ი­ღებ­დნენ თუ არა ანა­ზღა­უ­რე­ბას, გა­აგ­რძე­ლებ­დნენ თუ არა მუ­შა­ო­ბას. მათი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ ესა­უბ­რე­ბო­და და სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ.

ასე­ვე, ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ მათ სა­ში­ნელ გა­რე­მო­ში უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა. ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის თა­ნამ­შრომ­ლებს ცუ­დად ექ­ცე­ოდ­ნენ. ყო­ფი­ლი თა­ნაშმ­რომ­ლე­ბი ელენს დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ ქმე­დე­ბებ­ში ამ­ხე­ლენ.

გარ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა, ელენს მა­ყუ­რებ­ლე­ბიც აუ­ჯანყდნენ. პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც მან სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა გა­და­ცე­მა, სახ­ლში ყოფ­ნა ცი­ხე­ში ყოფ­ნას შე­ა­და­რა, რის გა­მოც მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წილ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა და ელე­ნის ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბა შე­უ­ფე­რე­ბელ ხუმ­რო­ბად მი­იჩ­ნი­ეს, რად­გა­ნაც, რე­ა­ლუ­რად ის მდიდ­რულ ვი­ლა­ში ცხოვ­რობ­და, ცი­ხე­ში კი ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ.

ელე­ნის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას რა­სის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და, ხოლო მა­ყუ­რე­ბელ­თა აზ­რით, მისი შო­უ­ე­ბი სავ­სე იყო დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ხუმ­რო­ბე­ბით სხვა­დას­ხვა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ.

  • ზარი სტივ ჯობსთან

ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ელე­ნი ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თა­ვი­სი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და ამის მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავთ ამ­ბა­ვი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ერთხელ მან სტივ ჯობსს და­უ­რე­კა და უსაყ­ვე­დუ­რა "აი­ფო­ნის“ გამო.

Insider.com-ის მი­ხედ­ვით, ელე­ნის შოუს ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი იხ­სე­ნებს, რომ ერთხელ ელენ­მა სტივ ჯობსს და­უ­რე­კა იმის გამო, რომ თა­ვის "აი­ფონ­ზე" შე­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ვერ კი­თხუ­ლობ­და. სტივს კი საყ­ვე­დუ­რის სათ­ქმე­ლად და­უ­რე­კა.

"მან შე­წყვი­ტა ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე და სტივს და­უ­რე­კა საყ­ვე­დუ­რის სათ­ქმე­ლად“, -იხ­სე­ნებს პრო­დი­უ­სე­რი, თუმ­ცა არ იცის, რა რე­აქ­ცია ჰქონ­და თა­ვად სტივს ამა­ზე.

ის ასე­თია, თა­ვის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში ცხოვ­რობს და არ იცის რე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო რო­გო­რია - ამ­ბობს პრო­დი­უ­სე­რი.

"გგო­ნი­ათ, ის ისე­თი­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნია, რო­გორც ეკ­რან­ზე? - არა. მა­ღი­ზი­ა­ნებს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას ტკბილ, მხი­ა­რულ ადა­მი­ა­ნად ხე­დავს, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სულ სხვაა“, - ამ­ბობს ელე­ნის კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ასე­ვე, ელენს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ ის უხე­შია ხელ­ქვე­ი­თებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს. ელე­ნის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი, ტომ მა­ჯერ­ჩა­კი კი იხ­სე­ნებს, რომ მას ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­მარ­ჯო­ბა­საც კი არას­დროს ეუბ­ნე­ბო­და. "მე მას ვი­ცავ­დი, ყველ­გან თან დავ­ყვე­ბო­დი, ვზრუ­ნავ­დი მის ოჯახ­ზე, თუმ­ცა არას­დროს უთ­ქვამს ჩემ­თვის გა­მარ­ჯო­ბაც კი“, - ამ­ბობს ტომი.

მსგავ­სი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ელენ დე­ჯე­ნე­რეს­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მომ­ხდარს "სამ­წუ­ხა­რო“ უწო­და და გან­მარ­ტა, რომ მას თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო სა­მუ­შაო გა­რე­მოს შექ­მნა სურ­და. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა შე­ის­წავ­ლის, ჰქონ­და თუ არა ელენს დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხელ­ქვე­ი­თებ­თან.

ორი დღის წინ "ელე­ნის შო­უს­თან" და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერთი სენ­სა­ცი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. გა­მო­ცე­მა The Sun-ის ცნო­ბით, ელე­ნი აღარ იქ­ნე­ბა შოუს წამ­ყვა­ნი და მას არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ჯე­იმს გორ­დო­ნი ჩა­ა­ნაც­ვლებს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო შოუს პრო­დი­უ­სერ­მა, რო­მე­ლიც ასე­ვე უარ­ყოფს ცნო­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ელე­ნის შოუს და­ხურ­ვა იგეგ­მე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
6

ეტყობა რომ ეგეთია, საუბარზე, მიმიკებზე, მიმოხვრაზე და ზოგადად ყველაფერზე!

1

გაიჯეჯილა.რატომ მეტი არ გაგიკეთათ ამერიკელებო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

ელენ დეჯენერესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეწამყვანია, რომელსაც გლობალური მასშტაბით, მილიონობით მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს. ადამიანებს ელენი იმიტომ უყვართ, რომ ის გამოირჩევა გულწრფელობით, მხიარულებით, კარგი დამოკიდებულებით, ეკრანიდან ჩანს, რომ უყვარს ადამიანები და კეთილგანწყობილია გარშემო მყოფთა მიმართ.

თუმცა, როგორ მისი ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლები ამბობენ, ეს მხოლოდ ნიღაბია და როდესაც კამერა გამორთულია, ელენ დეჯენერესი სულ სხვანაირი ხდება. ის გამოირჩევა ხელქვეითებისადმი უხეში, დამამცირებელი და დისკრიმინაციული დამოკიდებულებით.

აღნიშნულის შესახებ უკვე ხმამაღლა საუბრობენ, დაწყებულია გამოძიებაც და სკანდალში გახვეული ტელეწამყვანის კარიერა საფრთხეშია. დასავლურ მედიაში უკვე არაერთი სტატია დაიწერა იმის შესახებ, რომ "ელენის შოუს“ დახურვა ემუქრება.

ყველაფერი 2020 წლის მარტში დაიწყო, როდესაც კომიკოსმა კევინ თი პორტერმაTwitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც მიმდევრებს სთხოვდა, დაეწერათ ელენთან დაკავშირებული ის ისტორიები, რომლებიც ტელეწამყვანის რეალურ ხასიათს გაუსვამდა ხაზს.

კევინის პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა. კომენტარებში ელენის შოუს ყოფილი თანამშრომლები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც შოუს ერთხელ მაინც მაყურებლის რანგში დასწრებიან, ელენთან დაკავშირებულ არაერთ უსიამოვნო ფაქტს იხსენებდნენ.

კომენტარებს ამჟამინდელი თანამშრომლებიც წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე მათ არ იცოდნენ რა ელოდათ, მიიღებდნენ თუ არა ანაზღაურებას, გააგრძელებდნენ თუ არა მუშაობას. მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ არავინ ესაუბრებოდა და სრულ გაურკვევლობაში იყვნენ.

ასევე, ყოფილი თანამშრომლები წერდნენ, რომ მათ საშინელ გარემოში უწევდათ მუშაობა. ხელმძღვანელი პირები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებს ცუდად ექცეოდნენ. ყოფილი თანაშმრომლები ელენს დისკრიმინაციულ ქმედებებში ამხელენ.

გარდა თანამშრომლებისა და ყოფილი თანამშრომლებისა, ელენს მაყურებლებიც აუჯანყდნენ. პანდემიის დროს, როდესაც მან სახლიდან წაიყვანა გადაცემა, სახლში ყოფნა ციხეში ყოფნას შეადარა, რის გამოც მაყურებელთა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა და ელენის ამგვარი განცხადება შეუფერებელ ხუმრობად მიიჩნიეს, რადგანაც, რეალურად ის მდიდრულ ვილაში ცხოვრობდა, ციხეში კი ადამიანები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

ელენის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას რასისტული დამოკიდებულებები ჰქონდა, ხოლო მაყურებელთა აზრით, მისი შოუები სავსე იყო დისკრიმინაციული ხუმრობებით სხვადასხვა უმცირესობების მიმართ.

  • ზარი სტივ ჯობსთან

ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ელენი ყოველთვის ცდილობს თავისი პრივილეგიების გამოყენებას და ამის მაგალითად მოჰყავთ ამბავი, რომლის მიხედვითაც, ერთხელ მან სტივ ჯობსს დაურეკა და უსაყვედურა "აიფონის“ გამო.

Insider.com-ის მიხედვით, ელენის შოუს ყოფილი პროდიუსერი იხსენებს, რომ ერთხელ ელენმა სტივ ჯობსს დაურეკა იმის გამო, რომ თავის "აიფონზე" შესულ შეტყობინებებს ვერ კითხულობდა. სტივს კი საყვედურის სათქმელად დაურეკა.

"მან შეწყვიტა ყველანაირი საქმე და სტივს დაურეკა საყვედურის სათქმელად“, -იხსენებს პროდიუსერი, თუმცა არ იცის, რა რეაქცია ჰქონდა თავად სტივს ამაზე.

ის ასეთია, თავის პრივილეგირებულ ჩარჩოებში ცხოვრობს და არ იცის რეალური სამყარო როგორია - ამბობს პროდიუსერი.

"გგონიათ, ის ისეთივე სასიამოვნო ადამიანია, როგორც ეკრანზე? - არა. მაღიზიანებს, რომ საზოგადოება მას ტკბილ, მხიარულ ადამიანად ხედავს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა“, - ამბობს ელენის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი.

ასევე, ელენს ადანაშაულებენ, რომ ის უხეშია ხელქვეითებთან ურთიერთობის დროს. ელენის დაცვის ყოფილი წევრი, ტომ მაჯერჩაკი კი იხსენებს, რომ მას ტელეწამყვანი გამარჯობასაც კი არასდროს ეუბნებოდა. "მე მას ვიცავდი, ყველგან თან დავყვებოდი, ვზრუნავდი მის ოჯახზე, თუმცა არასდროს უთქვამს ჩემთვის გამარჯობაც კი“, - ამბობს ტომი.

მსგავსი სკანდალური განცხადებების შემდეგ, ელენ დეჯენერესმა ბოდიში მოიხადა და განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს "სამწუხარო“ უწოდა და განმარტა, რომ მას თანამშრომლებისთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა სურდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისი უწყება შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ელენს დისკრიმინაციული დამოკიდებულება ხელქვეითებთან.

ორი დღის წინ "ელენის შოუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა The Sun-ის ცნობით, ელენი აღარ იქნება შოუს წამყვანი და მას არანაკლებ წარმატებული და პოპულარული ტელეწამყვანი, ჯეიმს გორდონი ჩაანაცვლებს, თუმცა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო შოუს პროდიუსერმა, რომელიც ასევე უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ ელენის შოუს დახურვა იგეგმება.

ნეთანიაჰუს გაფრთხილება: "ვთქვი, რომ "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ჯგუფებს დარტყმას მივაყენებდით და ასეც ვიქცევით, ეს ჯერ არ მორჩენილა"

პანდემიის მეორე წელს უფრო მაღალი იქნება კორონავირუსით სიკვდილიანობა, ვიდრე პირველ წელს იყო - ჯანმო-ს შემაშფოთებელი პროგნოზი

ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა