სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?
"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?

23 წლის პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბის გახ­სნაა. კერ­ძოდ, რო­გორც "ფორ­მუ­ლა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას გახ­სნა სა­ი­დუმ­ლო ფა­ი­ლე­ბი, ლა­პა­რა­კია ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, კერ­ძოდ, სამი ადა­მი­ა­ნის კომ­პრო­მატ­ზე. რა ში­ნა­არ­სის იყო ეს კომ­პრო­მა­ტე­ბი, უც­ნო­ბია. ასე­ვე "ფორ­მუ­ლას" ცნო­ბით, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის დღეს, გო­გო­ნას "ვოთ­საპ­ში" გა­უგ­ზავ­ნეს ლო­კა­ცია, სა­დაც ის უნდა მი­სუ­ლი­ყო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი გა­და­ე­ცა. ამ ვერ­სი­ის ირ­გვლივ ambebi.ge-ს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას უზი­ა­რებს ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში და­ვით კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი:

- ყვე­ლა ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა... რად­გან ამა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, შე­საძ­ლოა რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლიც ჰქონ­დეს. შე­საძ­ლოა ეს იყოს მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე. არც ის მგო­ნია, გო­გო­ნას მარ­ტო სამი ადა­მი­ა­ნის სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ზე ჰქო­ნო­და წვდო­მა.

ზო­გა­დად შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ, რომ მას ჰქონ­და წვდო­მა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე - ისი­ნი შე­საძ­ლოა ყო­ფი­ლიყ­ვნენ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ა.შ. შე­საძ­ლოა აქ ლა­პა­რა­კი იყოს ისეთ მა­სა­ლებ­ზე, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რებს, ფი­ნან­სურ ან კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს, რათა გარ­კვე­უ­ლი ზე­გავ­ლე­ნა იქო­ნი­ონ თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ყვე­ლა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში შეგ­ვაქვს, ან იქე­დან ვი­ღებთ, მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის, ვი­საც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს­თან წვდო­მა აქვს. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბას რა ჩა­ნა­წე­რე­ბიც სჭირ­დე­ბა, ყვე­ლაფ­რის მო­პო­ვე­ბა უცხო ქვეყ­ნებ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მო­წე­რე­ბით ხდე­ბა. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ინ­ტერ­ნე­ტი ეს არის დაზ­ვერ­ვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი წყა­რო. რაც უნდა მყა­რი სის­ტე­მე­ბი შევ­ქმნათ, ვე­რა­ნა­ი­რად ვიქ­ნე­ბით და­ცუ­ლი, ამი­ტომ ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ.

არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი ფიქ­სი­რე­ბის გა­რე­შე შე­აღ­წი­ონ ინ­ტერ­ნეტ­ში და მი­ი­ღონ სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­შიც არი­ან მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კონ­ტრო­ლონ ჩვე­ნი მი­მო­წე­რა, მა­გა­ლი­თად, "ფე­ის­ბუქ­ში" და ა.შ. კომ­პრო­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მარ­ტო სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი კი არ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არა­მედ ფი­ნან­სუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი წრე­ე­ბიც. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მათ გა­მო­ყე­ნე­ბას უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ. რა­ი­მე ისე­თით თუ ვსარ­გებ­ლობთ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ის­თვის და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი და ვე­რი­დე­ბით რა­ღა­ცე­ე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბას, უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი დგე­ბა, ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა აი­ღონ ის, რომ რო­მე­ლი­მე ჩვენ­გა­ნი არის პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი და შე­იძ­ლე­ბა ეს შემ­დგომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის­თვის.

- რაზე მი­ა­ნიშ­ნებთ?

- 2018 წლის ფო­რუმ­ზე იძებ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია კომ­პა­ნია ZAG-ის მიერ პორ­ნო სა­ი­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­სა და გარ­კვე­უ­ლი სტა­ტის­ტი­კის მომ­ზა­დე­ბა­ზე. ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ რა­ღაც კავ­შირ­შია ამ კომ­პა­ნი­ას­თან, ვფიქ­რობ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

პორ­ნ­ჰაბ­მა 2018 წელს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით პორ­ნოგ­რა­ფი­ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა კვლე­ვე­ბი ჩა­ა­ტა­რა და ამ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ორი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, IT მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, ფო­რუმ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ კომ­პა­ნი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ... ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა ორი კომ­პა­ნია ZAG. ერთი 2015 წელ­საა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და და მე­ო­რეა 2019 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ელექტროს­კუ­ტე­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ამ ორ პი­როვ­ნე­ბას შო­რის 2018 წელ­საა ლა­პა­რა­კი (ანუ 2019 წელს და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ას არ უნდა გუ­ლის­ხმობ­დნენ) და ისი­ნი წე­რენ, რომ კომ­პა­ნია ZAG-ი და­კა­ვე­ბუ­ლია პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის კე­თე­ბით და სა­იტ­ზე შე­სულ­თა სტა­ტის­ტი­კის კვლე­ვით. დას­კვნას ზუს­ტად ვერ ვა­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან არ გვაქვს სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ეს გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ყუ­რა­დღე­ბო უნდა იყოს. უნდა და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, სა­დაც ბევ­რი რამ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და გამ­ჟღავ­ნდე­ბა. რა­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ვუს­მი­ნე, ეს შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად სარ­წმუ­ნოდ ჩავ­თვა­ლოთ და არა სარ­წმუ­ნოდ. არა მგო­ნია, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ძი­ე­ბი­დან გა­მო­ე­ჟო­ნა. ზო­გა­დად, ის მა­სა­ლე­ბი სა­ჯა­როვ­დე­ბა ხოლ­მე, რაც ად­ვო­კა­ტებს უვარ­დე­ბათ ხელ­ში. ისი­ნი თა­ვის პი­არ­ზე მუ­შა­ო­ბენ, რათა ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ზე, ისე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში არის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მათ­ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლია. ვინ­მე ძა­ლი­ან გიჟი უნდა იყოს, აი­ღოს მა­სა­ლა და გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნოს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა წვდო­მა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, სის­ტე­მა­შიც იყ­ვნენ უცხო ქვეყ­ნის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

- საით იხ­რე­ბა თქვე­ნი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ვერ­სია?

- ვი­ზი­ა­რებ ვერ­სი­ას, რომ ეს ამ­ბა­ვი უკავ­შირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. არ ვამ­ბობ, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ZAg-ს, მაგ­რამ გო­გო­ნა სხვა­გა­ნაც ას­რუ­ლებ­და მო­ვა­ლე­ო­ბას და შე­საძ­ლე­ბე­ლია ფი­ნან­სურ წრე­ებ­ზე, ან კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე, ან სუ­ლაც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შეკ­ვე­თებ­ზეც მუ­შა­ობ­და - ამის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს სიღ­რმი­სე­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გვიჩ­ვე­ნებს. რა დო­ნის წაშ­ლაც არ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ყვე­ლა არ­ხის აღ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, გო­გო­ნა მარ­თლაც შე­ვი­და, და­ფიქ­სირ­და და ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და თუნ­დაც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი, ან ისე­თი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ან თუნ­დაც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს დას­ჭირ­და და ა.შ. შე­საძ­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლა­დაც იყოს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი ბევრ რა­მეს მოჰ­ფენს ნა­თელს.

ambebi.ge კომ­პა­ნია ZAG-ის ად­ვო­კატს ქე­თე­ვან მი­რი­ა­ნაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც კომ­პა­ნი­ის მიერ პორ­ნო­სა­ი­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო:

- ჩემ­თვის უც­ნო­ბია და ეს პირ­ვე­ლად მეს­მის. სა­ერ­თო­დაც, ფო­რუმ­ზე და კო­მენ­ტა­რებ­ში ვინც რას და­წერს, ამა­ზეა აგე­ბუ­ლი ეს რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა, კი­თხვე­ბი და სა­კი­თხე­ბი. ამ კი­თხვებს რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს, უნდა გა­იხ­სნას და გა­ი­შიფ­როს კომ­პი­უ­ტე­რი. ამა­ზე კო­მენ­ტარ­საც ვერ გა­ვა­კე­თებ. ზოგი რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ზე ლა­პა­რა­კობს, ზოგი კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ზე, ზო­გიც - სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლებ­ზე... და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
31

ადვილია გაუბედურებული ადამიანი ესეთი ემოციის ფონზე მართო. ოპოზიციას როგორც სვავებსაც სხვა რა დარჩენიათ სარალიძე, შაქარაშვილი, ლუკა სირაძე, ბაჩალიაშვილი ყველა ეს გაუბედურებული მართლაც რომ მთელი ქვეყანა უთანაგრძნობს და გვერდში უდგას ოპოზიციამ გამოიყენა ქულების დასაწერად რეიტინგის გამო ჭირისუფალს გაასწრეს დარდში და გლოვაში მაგრამ უკუღმა შემოუბრუნდებათ ხალხი ყველაფერს ხედავს.

გოგა
20

ფორმულას "სცოდნია " ყველაფერი და რატომ არ სთხოვს ოჯახი წყაროს დასახელებას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?

"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სავარაუდო მოტივი საიდუმლო ფაილების გახსნაა. კერძოდ, როგორც "ფორმულა" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ბაჩალიაშვილმა, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გახსნა საიდუმლო ფაილები, ლაპარაკია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, სამი ადამიანის კომპრომატზე. რა შინაარსის იყო ეს კომპრომატები, უცნობია. ასევე "ფორმულას" ცნობით, გაუჩინარების დღეს, გოგონას "ვოთსაპში" გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის აღნიშნული საიდუმლო მასალები გადაეცა. ამ ვერსიის ირგვლივ ambebi.ge-ს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი:

- ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება... რადგან ამაზე ლაპარაკობენ, შესაძლოა რაღაც საფუძველიც ჰქონდეს. შესაძლოა ეს იყოს მაკომპრომეტირებელი მასალები კონკრეტულ პირებზე. არც ის მგონია, გოგონას მარტო სამი ადამიანის საიდუმლო მასალებზე ჰქონოდა წვდომა.

ზოგადად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ მას ჰქონდა წვდომა კონკრეტული პირების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციებზე - ისინი შესაძლოა ყოფილიყვნენ მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები და ა.შ. შესაძლოა აქ ლაპარაკი იყოს ისეთ მასალებზე, რომელთა გამოყენება ყოველთვის შეუძლია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს, ფინანსურ ან კრიმინალურ სამყაროს, რათა გარკვეული ზეგავლენა იქონიონ თავიანთი პოზიციების გასამყარებლად. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში შეგვაქვს, ან იქედან ვიღებთ, მარტივად კონტროლირებადია იმ სახელმწიფოებისთვის, ვისაც ინტერნეტსივრცესთან წვდომა აქვს. თუ დააკვირდებით, ბოლო დროს საქართველოში გამოძიებას რა ჩანაწერებიც სჭირდება, ყველაფრის მოპოვება უცხო ქვეყნებთან ოფიციალური მიმოწერებით ხდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ინტერნეტი ეს არის დაზვერვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსაყენებელი წყარო. რაც უნდა მყარი სისტემები შევქმნათ, ვერანაირად ვიქნებით დაცული, ამიტომ ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ საშუალება ყოველგვარი ფიქსირების გარეშე შეაღწიონ ინტერნეტში და მიიღონ სასურველი ინფორმაცია. საქართველოშიც არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ გააკონტროლონ ჩვენი მიმოწერა, მაგალითად, "ფეისბუქში" და ა.შ. კომპრომენტაციის პროცესში მარტო სპეცსამსახურები კი არ არიან დაინტერესებული, არამედ ფინანსური და კრიმინალური წრეებიც. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამოყენებას უცხოური სპეცსამსახურები ცდილობდნენ. რაიმე ისეთით თუ ვსარგებლობთ, რომელიც ჩვენი ტრადიციისთვის და ურთიერთობებისთვის არის მიუღებელი და ვერიდებით რაღაცეების გამჟღავნებას, უცხო სახელმწიფოები ამ მიმართულებით მუშაობენ. ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც ფსიქოლოგიური პორტრეტი დგება, ერთ მიმართულებად შეიძლება აიღონ ის, რომ რომელიმე ჩვენგანი არის პორნოსაიტების მომხმარებელი და შეიძლება ეს შემდგომ გამოყენებულ იქნას გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენისთვის.

- რაზე მიანიშნებთ?

- 2018 წლის ფორუმზე იძებნება გარკვეული ინფორმაცია, რომელშიც ლაპარაკია კომპანია ZAG-ის მიერ პორნო საიტების დამზადებასა და გარკვეული სტატისტიკის მომზადებაზე. ეს ინფორმაცია თუ რაღაც კავშირშია ამ კომპანიასთან, ვფიქრობ, ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის.

პორნჰაბმა 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით პორნოგრაფიის მომხმარებელთა კვლევები ჩაატარა და ამ კვლევების მიხედვით, ორი პიროვნება, რომლებიც მაღალი ალბათობით, IT მიმართულების სპეციალისტები არიან, ფორუმზე, სავარაუდოდ, ამ კომპანიაზე საუბრობენ... ინტერნეტში იძებნება ორი კომპანია ZAG. ერთი 2015 წელსაა დაფუძნებული, რომელშიც ბაჩალიაშვილი მუშაობდა და მეორეა 2019 წელს დარეგისტრირებული, რომელიც ელექტროსკუტერების შემოყვანითაა დაკავებული. ამ ორ პიროვნებას შორის 2018 წელსაა ლაპარაკი (ანუ 2019 წელს დარეგისტრირებულ კომპანიას არ უნდა გულისხმობდნენ) და ისინი წერენ, რომ კომპანია ZAG-ი დაკავებულია პორნოსაიტების კეთებით და საიტზე შესულთა სტატისტიკის კვლევით. დასკვნას ზუსტად ვერ ვაკეთებ, ვინაიდან არ გვაქვს საიდენტიფიკაციო მონაცემები, მაგრამ ვფიქრობ, ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ბევრი რამ გამოიკვეთება და გამჟღავნდება. რასაც ტელევიზიით ვუსმინე, ეს შეიძლება ნაკლებად სარწმუნოდ ჩავთვალოთ და არა სარწმუნოდ. არა მგონია, ამ ინფორმაციას გამოძიებიდან გამოეჟონა. ზოგადად, ის მასალები საჯაროვდება ხოლმე, რაც ადვოკატებს უვარდებათ ხელში. ისინი თავის პიარზე მუშაობენ, რათა ზეგავლენა მოახდინონ როგორც საგამოძიებო პროცესზე, ისე სხვა მიმართულებით.

რამდენადაც ვიცი, ამ საგამოძიებო მასალებში არის პერსონალური მონაცემები და მათზე წვდომა შეზღუდულია. ვინმე ძალიან გიჟი უნდა იყოს, აიღოს მასალა და გარეთ გამოიტანოს, ვინაიდან ყველა წვდომა დაფიქსირებულია. იმასაც არ გამოვრიცხავ, სისტემაშიც იყვნენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლები.

- საით იხრება თქვენი, როგორც პროფესიონალის ვერსია?

- ვიზიარებ ვერსიას, რომ ეს ამბავი უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ZAg-ს, მაგრამ გოგონა სხვაგანაც ასრულებდა მოვალეობას და შესაძლებელია ფინანსურ წრეებზე, ან კონკრეტულ პირებზე, ან სულაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების შეკვეთებზეც მუშაობდა - ამის გამორიცხვაც არ შეიძლება. ყველაფერს სიღრმისეული ექსპერტიზა გვიჩვენებს. რა დონის წაშლაც არ უნდა განხორციელდეს, ყველა არხის აღდგენა შეიძლება. შესაძლოა, გოგონა მართლაც შევიდა, დაფიქსირდა და ხელში ჩაუვარდა თუნდაც ფულის გათეთრების ფაქტები, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ან ისეთი პერსონალური მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ან თუნდაც კრიმინალურ სამყაროს დასჭირდა და ა.შ. შესაძლოა ეს ყველაფერი კომბინირებულადაც იყოს. ექსპერტიზის დასკვნები ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

ambebi.ge კომპანია ZAG-ის ადვოკატს ქეთევან მირიანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც კომპანიის მიერ პორნოსაიტების დამზადება-კვლევასთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო:

- ჩემთვის უცნობია და ეს პირველად მესმის. საერთოდაც, ფორუმზე და კომენტარებში ვინც რას დაწერს, ამაზეა აგებული ეს რაღაც გაუგებრობა, კითხვები და საკითხები. ამ კითხვებს რომ პასუხი გაეცეს, უნდა გაიხსნას და გაიშიფროს კომპიუტერი. ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ზოგი რუსულ სპეცსამსახურებზე ლაპარაკობს, ზოგი კიბერდანაშაულზე, ზოგიც - საიდუმლო მასალებზე... დაველოდოთ ექსპერტიზის და გამოძიების შედეგებს და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.

"ცდილობენ იყოს განწყობა, თითქოს, თამუნა კი არ მოუკლავთ, არამედ თავი მოიკლა" - რა მოთხოვნა აქვთ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ადვოკატს შსს-სთან

"თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა გოგონას ლიკვიდაცია, შესაძლოა თვითმკვლელობის ვერსიის  დადგმაზე წინასწარ იზრუნეს" - უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებზე

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს