მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს
აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე ეკო­მიგ­რან­ტია, მთი­ა­ნი აჭა­რის ზვავ­სა­ში­ში ზო­ნი­დან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი წალ­კა­ში 2001 წელს გად­მო­სახ­ლდა. ოჯახს თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლი მოჰ­ყავ­და, მათ შო­რის: კარ­ტო­ფი­ლი, კომ­ბოს­ტო, კიტ­რი, პო­მი­დო­რი. 2017 წელს გი­ორ­გიმ და მის­მა ოჯახ­მა ბრო­კო­ლის წარ­მო­ე­ბას მიჰ­ყო ხელი. სხვა ბოსტნე­ულ­თან შე­და­რე­ბით, ბრო­კო­ლის ფასი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე მა­ღა­ლია და მას­ზე მო­თხოვ­ნა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს, თუმ­ცა დიდ­წი­ლად სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გიმ გა­და­წყვი­ტა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს დახ­მა­რე­ბით ბრო­კო­ლი უფრო დიდ ნაკ­ვეთ­ზე და­ე­თე­სა და ბოსტნე­უ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა გა­ე­ფარ­თო­ე­ბი­ნა.

ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბით და­ი­წყო, რომ­ლის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შრი­სა და FAO-ს ექ­სპერ­ტე­ბი აბუ­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს და­უ­კავ­შირ­დნენ, შე­ის­წავ­ლეს მათი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. შე­დე­გად, აგ­რო­ნო­მებ­მა ზრუნ­ველ­ჰყვეს სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თის სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბა, რა­შიც თა­ვად გი­ორ­გის გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­მო­ი­ყე­ნეს. სა­ბო­ლო­ოდ, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, 0.35 ჰექ­ტარ მი­წა­ზე ბრო­კო­ლის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბით წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც გი­ორ­გი ამ­ბობს, ამ ეტაპ­ზე მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ექ­მნა ბრო­კო­ლის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა პი­რო­ბა:

„აგ­რო­ნო­მე­ბის წყა­ლო­ბით შევ­ძე­ლი, რომ ამ კულ­ტუ­რის მოყ­ვა­ნის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა რე­სურ­სი ხელთ მქო­ნო­და, თა­ნაც გა­მე­ზარ­და ნაკ­ვე­თი და შე­სა­ბა­მი­სად მო­ვიყ­ვა­ნე უფრო მეტი ბრო­კო­ლი. ევ­რო­კავ­ში­რი და FAO და­მეხ­მა­რა არამ­ხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, არა­მედ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გავ­ცნო­ბო­დი სი­ახ­ლე­ებს და პრაქ­ტი­კა­ში და­მე­ნერ­გა უახ­ლე­სი მე­თო­დე­ბი“ - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი.FAO-ს აგ­რო­ნო­მი, დემ­ნა მარ­ცვა­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ ამ ეტაპ­ზე აბუ­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი გუნ­დის­გან თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას:

„ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს ფი­ნან­სე­ბით 3,500 კვად­რა­ტულ მეტრ ნაკ­ვეთ­ზე და­მონ­ტაჟ­და წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, შე­ვი­ძი­ნეთ ბრო­კო­ლის სა­თეს­ლე მა­სა­ლა, სა­ჩი­თი­ლე კა­სე­ტე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ე­თი­ლე­ნი მულ­ჩი­სათ­ვის, პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, სა­სუ­ქე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი, სარ­გა­ვი. ასე­ვე, ფერ­მერს გა­და­ვე­ცით მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბადე სათ­ბუ­რის­თვის, რო­მე­ლიც მას სახ­ლის ეზო­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი“.გი­ორ­გის ბრო­კო­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს და მო­სავ­ლის ზრდას ელის. რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ჯებს, ფერ­მერ­მა ამ კუ­თხით დიდი შე­ღა­ვა­თი მი­ი­ღო, რად­გან მისი ნაკ­ვე­თის მო­სა­წყო­ბად თით­ქმის ყვე­ლა ხარ­ჯი ევ­რო­კავ­შირ­მა და FAO-მ და­ა­ფი­ნან­სა. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი გა­დამ­ზად­და ჩი­თი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა­სა და მათ მოვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. ექ­სპერ­ტებ­მა მას მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია მთლი­ა­ნი ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მცე­ნა­რის მოვ­ლის სხვა­დას­ხვა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ.

უნდა ით­ქვას, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს მხარ­და­ჭე­რით, ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბი იღე­ბენ არამ­ხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას, არა­მედ ეც­ნო­ბი­ან და ნერ­გა­ვენ სი­ახ­ლე­ებს, რაც საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

„რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ მსოფ­ლი­ო­ში გა­მუდ­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გლო­ბა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­ახ­ლე­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის მორ­გე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან. პი­რო­ბი­თად, სხვა­დას­ხვა მავ­ნებ­ლებ­სა და და­ა­ვა­დე­ბებს რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბა აქვთ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მცე­ნა­რე­თა დაც­ვის მე­თო­დებ­ზე. ახლა კი, ისე რო­გორც არას­დროს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფეხი ავუ­წყოთ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას, რათა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მა­გა­ლი­თად, დავ­ნერ­გოთ წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, მულ­ჩი­რე­ბა, ბა­ზო­ებ­ზე თეს­ვა და სხვა.“ – ამ­ბობს დემ­ნა მარ­ცვა­ლა­ძე.რო­გორც ფერ­მე­რი გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, ეს მხო­ლოდ დიდი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­წყი­სი ეტა­პია. იგი ფიქ­რობს, რომ მო­სა­ვა­ლი მალე მკვეთ­რად გა­ეზ­რდე­ბა და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­ში რე­ა­ლი­ზე­ბა­საც შეძ­ლებს. ასე­ვე გეგ­მავს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრაქ­ტი­კით სხვა კულ­ტუ­რე­ბის მოყ­ვა­ნას, რა­შიც აგ­რო­ნომ­თა მხარ­და­ჭე­რის დიდი იმე­დი აქვს.

სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თე­ბი­სა და ფერ­მერ­თა სა­ვე­ლე სკო­ლე­ბის მო­წყო­ბა პრო­ექტ „ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რის“ ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს 6 სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში 19 სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თი მო­ე­წყო, ხოლო 11 სა­ხე­ო­ბის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბი სა­ერ­თო ჯამ­ში 18 ჰექ­ტა­რამ­დე ფარ­თობ­ზე და­ი­თე­სა.

ლარგო
0

წარმატებები... ხვავი... და ბარაქა..

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

აჭარელი ეკომიგრანტი წალკაში ბროკოლის წარმოებას აფართოებს

გიორგი აბულაძე ეკომიგრანტია, მთიანი აჭარის ზვავსაშიში ზონიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კი წალკაში 2001 წელს გადმოსახლდა. ოჯახს თავდაპირველად სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავდა, მათ შორის: კარტოფილი, კომბოსტო, კიტრი, პომიდორი. 2017 წელს გიორგიმ და მისმა ოჯახმა ბროკოლის წარმოებას მიჰყო ხელი. სხვა ბოსტნეულთან შედარებით, ბროკოლის ფასი ადგილობრივ ბაზარზე მაღალია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაში არსებობს, თუმცა დიდწილად საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, გიორგიმ გადაწყვიტა ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით ბროკოლი უფრო დიდ ნაკვეთზე დაეთესა და ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება გაეფართოებინა.

ყველაფერი განაცხადის შევსებით დაიწყო, რომლის შემდეგ ევროკავშრისა და FAO-ს ექსპერტები აბულაძეების ოჯახს დაუკავშირდნენ, შეისწავლეს მათი საჭიროებები და სამომავლო პერსპექტივები. შედეგად, აგრონომებმა ზრუნველჰყვეს სადემონსტრაციო ნაკვეთის სწორად დაგეგმარება, რაშიც თავად გიორგის გამოცდილებაც გამოიყენეს. საბოლოოდ, გაზიარებული ცოდნითა და გამოცდილებით, 0.35 ჰექტარ მიწაზე ბროკოლის მაღალი სტანდარტებით წარმოება დაიწყო.

როგორც გიორგი ამბობს, ამ ეტაპზე მისთვის შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებლად შეექმნა ბროკოლის წარმოებისთვის საჭირო ყველა პირობა:

„აგრონომების წყალობით შევძელი, რომ ამ კულტურის მოყვანისთვის საჭირო ყველა რესურსი ხელთ მქონოდა, თანაც გამეზარდა ნაკვეთი და შესაბამისად მოვიყვანე უფრო მეტი ბროკოლი. ევროკავშირი და FAO დამეხმარა არამხოლოდ მატერიალურად, არამედ მომცა შესაძლებლობა გავცნობოდი სიახლეებს და პრაქტიკაში დამენერგა უახლესი მეთოდები“ - აღნიშნავს გიორგი.FAO-ს აგრონომი, დემნა მარცვალაძე გვიყვება, რომ ამ ეტაპზე აბულაძეების ოჯახი გუნდისგან თითქმის ყოველდღიურად იღებს ტექნიკურ დახმარებას:

„ევროკავშირისა და FAO-ს ფინანსებით 3,500 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შევიძინეთ ბროკოლის სათესლე მასალა, საჩითილე კასეტები, სპეციალური პოლიეთილენი მულჩისათვის, პირადი დაცვის საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, სარგავი. ასევე, ფერმერს გადავეცით მწერების საწინააღმდეგო ბადე სათბურისთვის, რომელიც მას სახლის ეზოში აქვს გაკეთებული“.გიორგის ბროკოლის მოსავლის აღება ახალი დაწყებული აქვს და მოსავლის ზრდას ელის. რაც შეეხება ხარჯებს, ფერმერმა ამ კუთხით დიდი შეღავათი მიიღო, რადგან მისი ნაკვეთის მოსაწყობად თითქმის ყველა ხარჯი ევროკავშირმა და FAO-მ დააფინანსა. გარდა ამისა, გიორგი გადამზადდა ჩითილების წარმოებასა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებში. ექსპერტებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია მთლიანი ციკლის განმავლობაში მცენარის მოვლის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესახებ.

უნდა ითქვას, რომ ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ქართველი ფერმერები იღებენ არამხოლოდ მატერიალურ დახმარებას, არამედ ეცნობიან და ნერგავენ სიახლეებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„როგორც მოგეხსენებათ მსოფლიოში გამუდმებით მიმდინარეობს გლობალური ცვლილებები. აქედან გამომდინარე აუცილებელია სიახლეების გათვალისწინება და ამ ყველაფრის მორგება თანამედროვე სოფლის მეურნეობასთან. პირობითად, სხვადასხვა მავნებლებსა და დაავადებებს რეზისტენტულობა აქვთ გამომუშავებული კონსერვატიული მცენარეთა დაცვის მეთოდებზე. ახლა კი, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ განვითარებას, რათა გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა საქართველოში, მაგალითად, დავნერგოთ წვეთოვანი სარწყავი სისტემა, მულჩირება, ბაზოებზე თესვა და სხვა.“ – ამბობს დემნა მარცვალაძე.როგორც ფერმერი გიორგი აბულაძე ამბობს, ეს მხოლოდ დიდი თანამშრომლობის საწყისი ეტაპია. იგი ფიქრობს, რომ მოსავალი მალე მკვეთრად გაეზრდება და საკუთარი პროდუქციის ქსელურ მარკეტებში რეალიზებასაც შეძლებს. ასევე გეგმავს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით სხვა კულტურების მოყვანას, რაშიც აგრონომთა მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

სადემონსტრაციო ნაკვეთებისა და ფერმერთა საველე სკოლების მოწყობა პროექტ „ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დღემდე საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში 19 სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყო, ხოლო 11 სახეობის სასოფლო-სამეურნეო კულტურები საერთო ჯამში 18 ჰექტარამდე ფართობზე დაითესა.

ბოლნისში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული აგროცენტრი ადგილობრივებს წარმოების განვითარებაში ეხმარება

ბინები, კაფეები, ბარები, სამუშაო სივრცეები - ავლაბარში მულტიფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შენდება

ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო