ცნობილ ექიმებს ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ. ბაია კუზანოვა ბიჭის დედა გახდა. მან გაგუას კლინიკაში იმშობიარა. ახლობლებსა და გულშემატკივრებს ნინომ ახალი ამბავი "ფეისბუქის " საშუალებით შეატყობინა. "დაიბადა ჩემი ღრიალა ლომუნია ბიჭი, ბებია ვარ" - წერდა ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.
ამჯერად ის შვილიშვილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოსაც აქვეყნებს და უამრავ მილოცვასაც იღებს.
ბაია კუზანოვა გასული წლის ივლისში დაქორწინდა. მისი რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ.
ბაიამ და გიორგიმ ქორწილიც ვიწრო წრეში გადაიხადეს. თუ სხვები საკუთარ დაქორწინებას ძვირადღირებულ რესტორნებში იხდიან და ასეულობით ადამიანს ეპატიჟებიან, ისინი ამ მხრივაც გამორჩეულად მოკრძალებულები აღმოჩნდნენ და ქორწილი კუზანოვების ფეშენებელური სახლის ეზოში, ვიწრო წრეში გადაიხადეს.