ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1182 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 962 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7007 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280.

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემოტანილია, ერთის წყაროს ძიება კი გრძელდება.

„სამი ახალი შემთხვევიდან, 2 შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია. ხოლო ერთ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების ეპიდკვლევა წყაროს მოძიების მიმართულებით. ამ დროისთვის 241 კოვიდ დადასტურებული პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კვლავ 81%-ზე მეტია და სიკვდილობის მაჩვენებელი უცვლელია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მონაცემები უცვლელია და კვლავ 37 პაციენტი რჩება, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კვლავ რჩებიან ინფიცირებულები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ არიან, თუმცა სხვა ცენტრებში იმყოფებიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, ჟანგბადდამოკიდებულები არიან. ვერ ვიტყვით კატეგორიულად, რომ დაავადება შემსუბუქდა. ეს დაავადება გართულებებს არა მარტო მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში ტოვებს. შეიძლება დაავადება მსუბუქი იყოს, მაგრამ პნევმონიის მიმდინარეობაში იყოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ფილტვის ფიბროზი, რაც არასასურველია არცერთ შემთხვევაში, ახალგაზრდა იქნება თუ ასაკოვანი. კიდევ განვმეორდები, დავიცვათ ერთმანეთი, დისტანცირება, პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და რეგულაციების დაცვა აუცილებელია. რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

რა შედეგი აჩვენა ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობების კვლევამ კორონავირუსზე - ამირან გამყრელიძის კომენტარი

"ხიდის მოაჯირზე იჯდა და გადავარდა" - ფოთში, მდინარე რიონში 20 წლამდე გოგოს ეძებენ

სოფელ შავშვებთან ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 ბავშვია