სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე
"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე

თო­ფა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან თო­ფა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, რის გა­მოც ამ ეტა­პის­თვის რა­ი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვამ­დე მო­ტი­ვებ­ზე სა­უ­ბარს სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია.

"მე რო­გორც ვიცი, ჟვა­ნი­ა­საც აქვს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ თვი­თონ მი­ი­ყე­ნა, თუ სხვა პირ­მა მი­ა­ყე­ნა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, ლე­ვანს არა­ვის­თვის არ მი­უ­ყე­ნე­ბია ჭრი­ლო­ბა. ამ მო­მენ­ტის­თვის ლე­ვა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი, მძი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, თუმ­ცა მისი გა­მო­კი­თხვა ჯერ არ იგეგ­მე­ბა, რად­გან ამ მო­მენ­ტის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რად რა­ი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ჩა­ტარ­დეს, მათ შო­რის გა­მო­კი­თხვა. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჟვა­ნი­აც არ გა­მო­კი­თხუ­ლა. ამ ეტაპ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ უნდა დად­გინ­დეს მო­ტი­ვი, მი­ზა­ნი რაც შე­იძ­ლე­ბა ამ ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან ბევ­რი ვერ­სია გავ­რცელ­და მო­ტივ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ამას ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ აქვს, სა­ნამ თა­ვად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ გა­მო­ი­კი­თხე­ბა და არ გა­მო­ი­კი­თხე­ბი­ან სხვა პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი ბუსა ჟვა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დაჭ­რი­ლია თა­ვად ჟვა­ნი­აც.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გოჩა
0

რომელი ჯობია არ ვიცი, მაგრამ მგონი არსებობს ასე

ტი მუხლიც განზრახ მკვლელობის მცდელობა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე

"მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება" - რას ამბობს თოფაძეების ოჯახის ადვოკატი დაპირისპირების მოტივზე

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია.

ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მოტივებზე საუბარს საფუძველი არ გააჩნია.

"მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა. ამ მომენტისთვის ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა მისი გამოკითხვა ჯერ არ იგეგმება, რადგან ამ მომენტისთვის შეუძლებელია ფიზიკურად რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს, მათ შორის გამოკითხვა. ჩემი ინფორმაციით, ჟვანიაც არ გამოკითხულა. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დადგინდეს მოტივი, მიზანი რაც შეიძლება ამ ინციდენტის მიზეზი ყოფილიყო. ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა მოტივთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ აქვს, სანამ თავად დაზარალებული არ გამოიკითხება და არ გამოიკითხებიან სხვა პირები, რომლებიც იქ იყვნენ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?