პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროდუქტები, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში 10-30%-ით გაძვირდა - საქსტატის უახლესი მონაცემები
პროდუქტები, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში 10-30%-ით გაძვირდა - საქსტატის უახლესი მონაცემები

საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხილი 32%-ით, რძის პრო­დუქ­ტე­ბი 14.6%-ით, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 11.5%-ით, პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი კი 9.4%-ით გაძ­ვირ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ­მა სამ­სა­ხურ­მა ივ­ლი­სის ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ივ­ლის­ში წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის დო­ნემ 5.7 პრო­ცენ­ტი შე­ად­გი­ნა.

წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა­ზე ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბამ შემ­დეგ ჯგუ­ფებ­ზე:

  • სურ­სა­თის და უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბის ჯგუფ­ში ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და 11.5 პრო­ცენ­ტით.

ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ ქვეჯ­გუ­ფებ­ზე:

  • ხილი და ყუ­რძე­ნი (32 პრო­ცენ­ტი), ყავა, ჩაი და კა­კაო (17.4 პრო­ცენ­ტი)
  • რძე, ყვე­ლი და კვერ­ცხი (14.6 პრო­ცენ­ტი)
  • თევ­ზე­უ­ლი (14.3 პრო­ცენ­ტი)
  • ზეთი და ცხი­მი (12.6 პრო­ცენ­ტი)
  • ხორ­ცი და ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი (11.5 პრო­ცენ­ტი)
  • მი­ნე­რა­ლუ­რი და წყა­როს წყა­ლი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნე­ბი (10.2 პრო­ცენ­ტი)
  • პური და პურპრო­დუქ­ტე­ბი (9.4 პრო­ცენ­ტი)
  • შა­ქა­რი, ჯემი და სხვა ტკბი­ლე­უ­ლი (5.1 პრო­ცენ­ტი);

ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის და თამ­ბა­ქოს ჯგუფ­ში და­ფიქ­სირ­და ფა­სე­ბის 9 პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა. ფა­სე­ბი გა­ი­ზარ­და რო­გორც თამ­ბა­ქოს ნა­წარმ­ზე (12.7 პრო­ცენ­ტი), ასე­ვე ალ­კოჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე (5.9 პრო­ცენ­ტი).

ტრან­სპორ­ტის ჯგუფ­ში მო­ცე­მულ პე­რი­ოდ­ში ფა­სე­ბი შემ­ცირ­და 9.3 პრო­ცენ­ტით. ფა­სე­ბის კლე­ბა და­ფიქ­სირ­და პი­რა­დი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ზე (-11.9 პრო­ცენ­ტი) და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე (-7.1 პრო­ცენ­ტი).

ავტორი:

პროდუქტები, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში 10-30%-ით გაძვირდა - საქსტატის უახლესი მონაცემები

პროდუქტები, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში 10-30%-ით გაძვირდა - საქსტატის უახლესი მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით, ხორცპროდუქტები 11.5%-ით, პური და პურპროდუქტები კი 9.4%-ით გაძვირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი (32 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 პროცენტი)
  • რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი)
  • თევზეული (14.3 პროცენტი)
  • ზეთი და ცხიმი (12.6 პროცენტი)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 პროცენტი)
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი)
  • პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 პროცენტი).

"წლის ბოლომდე გვექნება ახალი ავტობუსების პარკი და ეს ყვითელი ჯართი ქალაქში აღარ ივლის" - მერი

ათენიდან სპეციალური რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

ვის და რატომ უჩივის ბიძინა ივანიშვილი - რას წერს Bloomberg-ი?