საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს
"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე ბნელ მხა­რეს გა­და­ვი­და.

ამის შე­სა­ხებ სა­ა­კაშ­ვილ­მა "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში, ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და.

"ფაქ­ტია, რომ გა­და­ვი­და ბნელ მხა­რეს, არას­წორ მხა­რეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთ­რი, ნა­თე­ლი და სიბ­ნე­ლე. ადა­მი­ა­ნი თუ გა­და­დის ბნელ მხა­რეს, ის გა­და­დის ბნელ მხა­რეს. არ ვიცი, ჩხარ­ტიშ­ვილ­მა გა­და­ათ­რია, ვინ გა­და­ათ­რია.

ყო­ველ­თვის მომ­წონ­და გი­ორ­გი ვა­შა­ძე, შანსს ვაძ­ლევ­დი. ზოგი ამარ­თლებს ამ შანსს, ზოგი არ ამარ­თლებს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­რა­ვის ვერ ვათ­რევ ხე­ლით. ერთ მხა­რეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია, მე­ო­რე მხა­რეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად ვარ მე და ყვე­ლას ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს, ოღონდ არა იმ საქ­მე­ში, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლოს. თუ ეს არის ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე მეტი ოც­ნე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ნა­მა­ში ითა­მა­შოს, ვერ ითა­მა­შებს ვერც ეს და ვერც ვე­რა­ვინ, რად­გან მე ვარ ამ კამ­პა­ნი­ა­ში ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ის ჯგუ­ფი და ის ძალა, რო­მე­ლიც და­ა­მარ­ცხებს ივა­ნიშ­ვილს. და და­ი­წყებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლახ­ლა აღმშე­ნებ­ლო­ბას“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი (ნა­ხეთ ვი­დეო).

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ლი­დე­რი, გი­ორ­გი ვა­შა­ძე. ვა­შა­ძემ "ფე­ი­სუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც ის სუ­პერ­გმი­რის ფორ­მა­შია.

"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გა­ი­მარ­ჯვებს ბნელ მხა­რე­ზე!“ - წერს ვა­შა­ძე ფო­ტოს აღ­წე­რა­ში.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიგა
143

ესეიგი თუ ვინმეს საკუთარი აზროვნება აქვს ყველა ბნელი და მოღალატეა?

დათო
71

"მთავარი არხის" ერთადერთი მიზანია,დააბრუნოს სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში და ვინც ამ იდეას არ ეთანხმება ყველა "ჯვარზე უნდა გააკრან".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

"ბნელ მხარეს გადავიდა... მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ" - მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე და ვაშაძის პასუხი ექსპრეზიდენტს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.

ამის შესახებ სააკაშვილმა "მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია.

ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს, ზოგი არ ამართლებს. მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ ხელით. ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილია, მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი. ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ყველაზე მეტი ოცნება, რომ ივანიშვილის თანამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეს და ვერც ვერავინ, რადგან მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული.

"ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. და დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას“, - აცხადებს სააკაშვილი (ნახეთ ვიდეო).

ექსპრეზიდენტის ამგვარ განცხადებას გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე. ვაშაძემ "ფეისუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის სუპერგმირის ფორმაშია.

"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!“ - წერს ვაშაძე ფოტოს აღწერაში.

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე