პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ატყდა იქ მთელი ამბავი... კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“ - გოგი თოფაძე იხსენებს დეტალებს დაპირისპირებაზე, რა დროსაც მისი შვილიშვილი დაჭრეს
"ატყდა იქ მთელი ამბავი... კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“ - გოგი თოფაძე იხსენებს დეტალებს დაპირისპირებაზე, რა დროსაც მისი შვილიშვილი დაჭრეს

ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­ა­ფხიზ­ლეს, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ალ­ბათ, გა­დარ­ჩე­ბა , - ამის შე­სა­ხებ გოგი თო­ფა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მის შვი­ლიშ­ვილ­თან, ლე­ვან თო­ფა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც დღეს დაჭ­რეს. გოგი თო­ფა­ძე დაჭ­რის დე­ტა­ლებს იხ­სნებს.

"მე, ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი და სახ­ლში ვართ, და­ვი­ძი­ნეთ, ამ დროს ატყდა იქ მთე­ლი ამ­ბა­ვი, სა­ნამ ავე­დი, ჩემი მე­უღ­ლე პირ­ვე­ლი გა­ვი­და, ნახა იქ, არ­ტყამ­და ვი­ღა­ცას, ჩა­ე­ხუ­ტა ამ კაცს, კი­ნა­ღამ მე­უღ­ლე­საც დანა მოხ­ვდა“, - ამ­ბობს თო­ფა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, კაცი, რო­მელ­მაც მისი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, იქ მყო­ფი ქა­ლის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი.

"მე არ ვიცი, მაგ­რამ რაც მი­თხრეს, ეს ქალ­ბა­ტო­ნი და ეს ვაჟ­კა­ცი ვინც იყო, რა­მო­დე­ნი­მე წელი იყ­ვნენ ერ­თად, მერე თურ­მე, ერ­თმა­ნეთს გა­ცილ­დნენ“, - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

მისი თქმით, მომ­ხდარს მისი შვი­ლიშ­ვი­ლის სამი მე­გო­ბა­რი შე­ეს­წრო.

"ერთ-ერთს სამი ბი­ჭი­დან ვი­ღა­ცამ და­უ­რე­კა, ეს ჩა­მო­ვი­და ქვე­ვით. შე­მო­ვი­და ქუ­ჩი­დან სხვა კაცი - უც­ნო­ბი, ამო­ვი­და ზე­ვით ამას­თან ერ­თად. რა­ტომ­ღაც ქა­ლის მი­მართ იყო ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლი, ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა და­ა­წყნა­რა, ამო­ი­ღო დანა, და­არ­ტყა. ვინ იყო არ ვიცი, მთე­ლი დღე ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და ვარ პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­ა­ში თქვეს, ვინც გა­ა­კე­თა და­ვა­კა­ვე­თო“, - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ნამ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მისი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, წა­სუ­ლი იყო. თო­ფა­ძე ამ­ბობს, რომ დღეს პო­ლი­ცი­ა­ში ღა­მის სა­ა­თებ­ში გეგ­მავს მის­ვლას.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ბუსა ჟვა­ნია.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ლე­ვან თო­ფა­ძეს მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ატყდა იქ მთელი ამბავი... კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“ - გოგი თოფაძე იხსენებს დეტალებს დაპირისპირებაზე, რა დროსაც მისი შვილიშვილი დაჭრეს

"ატყდა იქ მთელი ამბავი... კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“ - გოგი თოფაძე იხსენებს დეტალებს დაპირისპირებაზე, რა დროსაც მისი შვილიშვილი დაჭრეს

ჯერ კიდევ ვერ გამოაფხიზლეს, მაგრამ მეუბნებიან, რომ ალბათ, გადარჩება , - ამის შესახებ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს მის შვილიშვილთან, ლევან თოფაძესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც დღეს დაჭრეს. გოგი თოფაძე დაჭრის დეტალებს იხსნებს.

"მე, ჩემი მეუღლე და ჩემი და სახლში ვართ, დავიძინეთ, ამ დროს ატყდა იქ მთელი ამბავი, სანამ ავედი, ჩემი მეუღლე პირველი გავიდა, ნახა იქ, არტყამდა ვიღაცას, ჩაეხუტა ამ კაცს, კინაღამ მეუღლესაც დანა მოხვდა“, - ამბობს თოფაძე.

მისივე თქმით, კაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, იქ მყოფი ქალის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

"მე არ ვიცი, მაგრამ რაც მითხრეს, ეს ქალბატონი და ეს ვაჟკაცი ვინც იყო, რამოდენიმე წელი იყვნენ ერთად, მერე თურმე, ერთმანეთს გაცილდნენ“, - განაცხადა თოფაძემ.

მისი თქმით, მომხდარს მისი შვილიშვილის სამი მეგობარი შეესწრო.

"ერთ-ერთს სამი ბიჭიდან ვიღაცამ დაურეკა, ეს ჩამოვიდა ქვევით. შემოვიდა ქუჩიდან სხვა კაცი - უცნობი, ამოვიდა ზევით ამასთან ერთად. რატომღაც ქალის მიმართ იყო ცოტა აღელვებული, ჩემმა შვილიშვილმა დააწყნარა, ამოიღო დანა, დაარტყა. ვინ იყო არ ვიცი, მთელი დღე ვარ საავადმყოფოში და ვარ პოლიციაში. პოლიციაში თქვეს, ვინც გააკეთა დავაკავეთო“, - განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, სანამ შემთხვევის ადგილზე გავიდა, მამაკაცი, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, წასული იყო. თოფაძე ამბობს, რომ დღეს პოლიციაში ღამის საათებში გეგმავს მისვლას.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ლისზე ყოფნისას მითხრა, მომწყინდა დაბადების დღის შინ აღნიშვნაო" - რას ყვება ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია?

"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"შეიძლება ჩემზე "საქმეს კერავენ" - ბიჭი, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შვედეთისთვის თავშესაფრის თხოვნას გეგმავს