პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე - რა სკანდალურ ინციდენტთან იყო დაკავშირებული თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია წლების წინ
ახალი დეტალები ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე - რა სკანდალურ ინციდენტთან იყო დაკავშირებული თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია წლების წინ

ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბუსა ჟვა­ნი­აა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჟ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 აგ­ვის­ტოს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1998 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.თ.-ს, მის­სა­ვე სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

თო­ფა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან თო­ფა­ძეს ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ამ ეტაპ­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­თვის დაჭ­რის მო­ტი­ვი უც­ნო­ბია. გოგი თო­ფა­ძის თქმით, შემ­თხვე­ვა დი­ლით მოხ­და.

"დი­ლის 5:00 სა­ათ­ზე დაჭ­რეს, სახ­ლში შე­მო­უ­ვარ­დნენ, ჩემ­თან სახ­ლში მე-4 სარ­თულ­ზე, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ, გო­გო­ე­ბიც ჰყავ­დათ, ბი­ჭე­ბიც, ქე­ი­ფობ­დნენ, შე­მო­ვარ­და ის კაცი. მა­ნამ­დე და­უ­რე­კა ერთ-ერთს, ქალს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო, რა­ღაც აინ­ტე­რე­სებ­და ეტყო­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი დაჭ­რა, არ იყო სტუ­მა­რი. და­უ­რე­კა ერთ-ერთ სტუ­მარს, ეს არი­სო მან­დო? კი, ჩვენ ვარ­თო და გა­მო­ვარ­და, ეზო­დან შე­მო­ვი­და. ამ პი­როვ­ნე­ბას მგო­ნი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი შო­რი­დან იც­ნობ­და, მაგ­რამ იმას სხვა ქალ­ბა­ტო­ნი აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ გა­ა­კე­თა ეს ყვე­ლა­ფე­რი - არ ვიცი, ასე მე­უბ­ნე­ბი­ან მა­გის ნაც­ნო­ბე­ბი და მე­გობ­რე­ბი“ , - გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლის, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას სა­ხელ­მა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვას­თან გა­იჟ­ღე­რა. 2015 წელს მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბა­თუმ­ში, ბუსა ჟვა­ნია გია ბა­რა­მი­ძეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. ბა­რა­მი­ძე ბუ­სას ბა­თუ­მის ერთ-ერთი სას­ტუმ­როს ჰოლ­ში შეხ­ვედ­რია.

ამ­ბობ­დნენ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­რა­მი­ძე გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბია ბიჭს, უთ­ქვამს, რომ მა­მა­მი­სის­თვის არა­სო­დეს უღა­ლა­ტია. ბუსა გა­ცე­ცხლე­ბუ­ლა, თქვენ მამა მო­მი­კა­ლი­თო და ბა­რა­მი­ძეს ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბია. ბა­რა­მი­ძე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ბუ­სას­თან ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა უარ­ყო. "ზუ­რას ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა არას­დროს მქო­ნია და არც მექ­ნე­ბა“ - აცხა­დებ­და ბა­რა­მი­ძე.

მა­შინ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რის“ კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა - "ფაქტს ვერც უარ­ვყოფ და ვერც და­ვა­დას­ტუ­რებ. ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და".

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­გო­ბარ­მა, ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ამ.

"ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ზუ­რას ოჯახს და­ვუ­კავ­შირ­დი, თუმ­ცა, რად­გან მათ ამ ინ­ცი­დენტზე ღიად სა­უ­ბა­რი არ სურთ, მეც თავს შე­ვი­კა­ვებ. ვინ­მეს­თვის ფი­ზი­კუ­რად გას­წო­რე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს, თუმ­ცა მოთ­მი­ნე­ბა­საც სა­ზღვა­რი აქვს! ბა­რა­მი­ძეს ზუ­რას ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქო­ნია, არა­და, ზურა მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და ხე­ლის გამ­მარ­თა­ვი იყო, ნე­ბის­მი­ერ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბა­რა­მი­ძის გვერ­დით იდგა.

ზუ­რას ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბა­რა­მი­ძემ ხაზი გა­და­უს­ვა, მის ოჯახ­თან მი­სას­ვლე­ლი პირი აღარ ჰქონ­და. ბუსა 10 წლის იყო, რო­დე­საც ზურა და­ი­ღუ­პა და მას შემ­დეგ, ბა­რა­მი­ძე ბავ­შვთან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად არა­სო­დეს მი­სუ­ლა. ახლა კი, რო­დე­საც ბუსა უკვე თავ­მოყ­ვა­რე ვაჟ­კა­ცია და ცდი­ლობ, მა­მა­მის­თან მე­გობ­რო­ბა­ზე რა­ღა­ცე­ბი და­უმ­ტკი­ცო, სხვა რე­აქ­ცი­ას რა­ტომ ელო­დე­ბი?", - ამ­ბობ­და ხო­ფე­რია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
????
70

სააკაშვილის ბიჭები ინტელექტუალური პიროვნებები არიან, ეს კიდევ კრიმინალი გამოსულა, აფერუმ, დედიკო...,,მაგრად'' გაგიზრდია.

:)))
26

ციხეში ახასნა მოუწევს თუ რატომ დარტყა დანა კაცს მოსაკლავად 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ახალი დეტალები ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე - რა სკანდალურ ინციდენტთან იყო დაკავშირებული თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია წლების წინ

ახალი დეტალები ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე - რა სკანდალურ ინციდენტთან იყო დაკავშირებული თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია წლების წინ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვლილი ექსპრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთვის დაჭრის მოტივი უცნობია. გოგი თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა.

"დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ, ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი. დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას სხვა ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი - არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები“ , - განაცხადა გოგი თოფაძემ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სახელმა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევასთან გაიჟღერა. 2015 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ბუსა ჟვანია გია ბარამიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბარამიძე ბუსას ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში შეხვედრია.

ამბობდნენ, რომ თავდაპირველად ბარამიძე გამოლაპარაკებია ბიჭს, უთქვამს, რომ მამამისისთვის არასოდეს უღალატია. ბუსა გაცეცხლებულა, თქვენ მამა მომიკალითო და ბარამიძეს ფიზიკურად გასწორებია. ბარამიძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბუსასთან ფიზიკური დაპირისპირება უარყო. "ზურას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება“ - აცხადებდა ბარამიძე.

მაშინ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ "კვირის პალიტრის“ კითხვას ასე უპასუხა - "ფაქტს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ამ თემაზე საუბარი არ მინდა".

ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, ყოფილმა პარლამენტარმა ხათუნა ხოფერიამ.

"ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზურას ოჯახს დავუკავშირდი, თუმცა, რადგან მათ ამ ინციდენტზე ღიად საუბარი არ სურთ, მეც თავს შევიკავებ. ვინმესთვის ფიზიკურად გასწორება სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა მოთმინებასაც საზღვარი აქვს! ბარამიძეს ზურას ოჯახთან ურთიერთობა წლების განმავლობაში არ ჰქონია, არადა, ზურა მისი უახლოესი მეგობარი და ხელის გამმართავი იყო, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ბარამიძის გვერდით იდგა.

ზურას ასეთ დამოკიდებულებას ბარამიძემ ხაზი გადაუსვა, მის ოჯახთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა. ბუსა 10 წლის იყო, როდესაც ზურა დაიღუპა და მას შემდეგ, ბარამიძე ბავშვთან დასალაპარაკებლად არასოდეს მისულა. ახლა კი, როდესაც ბუსა უკვე თავმოყვარე ვაჟკაცია და ცდილობ, მამამისთან მეგობრობაზე რაღაცები დაუმტკიცო, სხვა რეაქციას რატომ ელოდები?", - ამბობდა ხოფერია.

"ეტყობა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ გამწარებული ნათესავები და დამნაშავეების ოჯახებზე შურისძიება ასე გადაწყვიტეს" - რა მოხდა 8 აგვისტოს ახალქალაქში?

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი