ავტორი:

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ოქტომბერში გეგმავს, - ამის შესახებ BBC წერს. აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, "კოვიდ 19“-ზე, პირველ რიგში, მედპერსონალი და პედაგოგები აიცრებიან.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია გეგმავს, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას დაამტკიცებს. როგორც რუსეთის ოფიციალურმა პირებმა CNN-თან განაცხადეს, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ვაქცინა მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე დამტკიცდეს.

"ეს არის "სპუტნიკის“ მომენტი", - ამბობს რუსეთის ეროვნული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი, რომელიც ვაქცინასთან დაკავშირებულ კვლევას აფინანსებს და ამ ფრაზით ხაზს უსვამს 1957 წლის წარმატებას, როდესაც საბჭოთა კავშირმა კოსმოსში მსოფლიოს პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა.

"ამერიკელები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც თანამგზავრის გაშვების შესახებ გაიგეს. ვაქცინასთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება. ვაქცინა პირველად რუსეთს ექნება“, - ამბობს კირილ დმიტრიევი.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ