მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები
"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

რუს­თავ­ში, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუს­თავ­ში მოღ­ვა­წე ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს, შან­ტა­ჟის გზით, თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.

კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რდა ქალი ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­თი აშან­ტა­ჟებ­და, რო­მე­ლიც მის­მა ე.წ. ქმარ­მა ე.ნ-მ გა­და­ი­ღო. ე.ნ-ს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თ.ე-ს მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლის, შან­ტა­ჟის, მუ­ქა­რი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია და მისი წყა­ლო­ბით ის ცი­ხე­ში ერთხელ უკვე მოხ­ვდა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო და ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა. მას, იმ დრო­ის­თვის ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და და მე­უღ­ლე მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რდა ქალი ე.ნ-ს მე­უღ­ლეს­თან მი­ვი­და, უამ­ბო მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა.

მე­უღ­ლემ ე.ნ. მი­ა­ტო­ვა, მე­ო­რე ბავ­შვზე მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ორ თვე­ში კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ე.ნ. ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობ­და და თ.ე-მ მისი და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა და მა­მა­კა­ცი და­ა­ჭე­რი­ნა. ქალ­მა შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­ა­კი­თხა და უთხრა, რომ მის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კვლავ თ.ე-თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ქა­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რის გა­მოც, ახლა უკვე მან უჩივ­ლა.

ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე ქალ­მა მი­ა­კი­თხა და პი­რი­ქით, კაცს დას­დო ბრა­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში, ამას­თა­ნა­ვე მო­ი­თხო­ვა ბავ­შვის­თვის ალი­მენ­ტის გა­დახ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან ერ­თად თ.მ. ე.ნ-ს რკი­ნის ხელ­კე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რუს­თავ­ში თოდ­რი­ას ქუ­ჩა­ზე კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უმტვრია. ე.ნ-მ მისი ქმე­დე­ბა მო­ბი­ლუ­რით გა­და­ი­ღო, თან მოწ­მეც ჰყავ­და, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე მა­მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და“, - აცხა­დებს ანი კე­კე­ნა­ძე.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის სქე­მა, სწო­რედ ქა­ლის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ე.ნ. მან, მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა ვი­დეო გა­და­ე­ღო. რო­გორც ის ამ­ბობს, 23 წლის გო­გო­ნა მე­გო­ბარ მა­მა­კაცს ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ მის ნათ­ქვამს არ შე­ას­რუ­ლებ­და, შვილს მო­უკ­ლავ­და.

გო­გო­ნა ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს, ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ქალი, მა­მა­კაცს და­უ­ახ­ლოვ­და და ერთ სა­ღა­მოს, მას­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გან­მარ­ტოვ­და. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან ქალს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ქალ­მა უარი უთხრა და სთხო­ვა იაღ­ლუ­ჯის მთა­ზე ასუ­ლი­ყო მან­ქა­ნით, სიბ­ნე­ლე­ში გა­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე და­ად­გათ, ყვი­რო­და, ჩხუ­ბობ­და, კაცს ხელი ჰკრა, თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს უღებ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას ქალი და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მას "ქმა­რი სცემ­და და ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბით იმუქ­რე­ბო­და", თუ ბიზ­ნეს­მე­ნი, თან­ხას არ გა­და­უხ­დი­და, თან ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ვი­დეო ჩა­უგ­დო, სა­დაც თით­ქოს­და თვა­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი. მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩან­და, თით­ქოს მუც­ლის არე­ში ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ქმარ­მა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მან თვა­ლებ­ზე მუქი ფე­რის ტონი წა­ის­ვა, თით­ქოს სი­ლურ­ჯე­ე­ბი აქვს, მუ­ცელ­ზე კი წი­თე­ლი პო­მა­და წა­ის­ვა და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის ბინ­ტით გა­და­იხ­ვია.

ბუ­ნებ­რი­ვია ბიზ­ნეს­მე­ნი შე­შინ­და, მას მე­უღ­ლე ჰყავს და თან კო­ლე­გებ­თან ამ ამ­ბის და ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ვი­დე­ოს გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ სურ­და, სწო­რედ ამი­ტომ ქალს 15 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და, თუმ­ცა შან­ტა­ჟი მისი მხრი­დან არ შე­წყდა და ბიზ­ნეს­მენ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის უკვე პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა. ქალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით და კი­დევ იმ მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით, რო­მე­ლიც მან ე.ნ-ს გა­მოს­ძა­ლა, ბინა შე­ი­ძი­ნა და ე.წ. ქმარ­თან კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა. ე.წ. ქმარს იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ისი­ნი არ არი­ან.

საქ­მე­ში არის ვი­დეო და აუ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუ რო­გორ ესა­უბ­რე­ბა ქალი თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით, ჩი­ნელ მა­მა­კაცს და რო­გორ ეუბ­ნე­ბა, რომ ამას ქმა­რი აი­ძუ­ლებს, ტი­რის და ასე ცდი­ლობს მას­ზე ზე­წო­ლას, თან სთა­ვა­ზობს თუ არ გჯე­რა ბავ­შვს და­ვი­ტო­ვებ, მო­მე­ცი თან­ხა, წა­ვუ­ღებ ჩემს ქმარს, ვი­დე­ოს გა­და­ვი­ღებ, რომ მარ­თლა მას მი­ვუ­ტა­ნეო და მერე მო­მე­ცი ბავ­შვი. ამ ყვე­ლა­ფერს მა­შინ ეუბ­ნე­ბა, რო­დე­საც ბიზ­ნეს­მენს ეჭვი შე­აქვს, რომ ქა­ლიც გა­რე­უ­ლია ამ საქ­მე­ში და მხო­ლოდ კაცი არ აშან­ტა­ჟებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა ბრალს აღი­ა­რებს, ხოლო მა­მა­კა­ცი - არა. მომ­ხდარ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ ძი­ე­ბა სამი მუხ­ლით და­ი­წყო, ესე­ნია სსკ-ის 126-ე მუხ­ლი (ძა­ლა­დო­ბა), 157-ე მუხ­ლი (ან­გა­რე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­ყო­ფა) და 181-ე მუხ­ლი (გა­მო­ძალ­ვა).

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცნაურია
48

მეგონა ტელესერიალის სცენარს ვკითხულობდი. ნუთუ ასეთები მართლა არსებობენ. ღმერთო გვიშველე და დაგვიფარე. ჯოჯიხეთის კარი დარჩათ ღია თუ რა ხდება ამ ბოლო დროს.

Dato
31

ადვოკატო, ეგ ზღაპრები ბებიაშენს მოუყევი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

"23 წლის გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - რუსთავში მომხდარი სკანდალური ფაქტის დეტალები

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა წყვილის საქმესთან დაკავშირებით AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩვენი ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით ახალგაზრდა წყვილმა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუსთავში მოღვაწე ჩინელ ბიზნესმენს, შანტაჟის გზით, თანხა გამოსძალეს.

კერძოდ, ახალგაზრდა ქალი ჩინელ ბიზნესმენს იმ სექსუალური შინაარსის ვიდეოთი აშანტაჟებდა, რომელიც მისმა ე.წ. ქმარმა ე.ნ-მ გადაიღო. ე.ნ-ს ადვოკატი ანი კეკენაძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალის თ.ე-ს მხრიდან წლების განმავლობაში ზეწოლის, შანტაჟის, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მისი წყალობით ის ციხეში ერთხელ უკვე მოხვდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სოციალური ქსელით გაიცნო და ურთიერთობა დაამყარა. მას, იმ დროისთვის ცოლ-შვილი ჰყავდა და მეუღლე მეორე ბავშვს ელოდებოდა. ახალგაზრდა ქალი ე.ნ-ს მეუღლესთან მივიდა, უამბო მათი ურთიერთობის შესახებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სექსუალური შინაარსის ხმოვანი შეტყობინებები და ფოტოები აჩვენა.

მეუღლემ ე.ნ. მიატოვა, მეორე ბავშვზე მშობიარობის შემდეგ, ორ თვეში კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ე.ნ. ძვირადღირებულ ავტომანქანას ფლობდა და თ.ე-მ მისი დაუფლების მიზნით, ოჯახური ძალადობის სცენა გაითამაშა და მამაკაცი დააჭერინა. ქალმა შემდეგ ციხეში მიაკითხა და უთხრა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთწლიანი სასჯელი მოიხადა და გათავისუფლების შემდეგ, კვლავ თ.ე-თან ერთად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ქალის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, ახლა უკვე მან უჩივლა.

ჩვენი სარჩელის შეტანის შემდეგ, სამართალდამცავებს უკვე ქალმა მიაკითხა და პირიქით, კაცს დასდო ბრალი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, ამასთანავე მოითხოვა ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა. სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან ერთად თ.მ. ე.ნ-ს რკინის ხელკეტის მეშვეობით, რუსთავში თოდრიას ქუჩაზე კუთვნილი ავტომობილი დაუმტვრია. ე.ნ-მ მისი ქმედება მობილურით გადაიღო, თან მოწმეც ჰყავდა, ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაზე მამასთან ერთად იმყოფებოდა“, - აცხადებს ანი კეკენაძე.

ადვოკატის მტკიცებით, ჩინელი ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვის სქემა, სწორედ ქალის მიერაა შემუშავებული და ე.ნ. მან, მუქარით აიძულა ვიდეო გადაეღო. როგორც ის ამბობს, 23 წლის გოგონა მეგობარ მამაკაცს ემუქრებოდა, რომ თუ მის ნათქვამს არ შეასრულებდა, შვილს მოუკლავდა.

გოგონა ყოფილი სპორტსმენია, ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი აღნაგობა აქვს, ის ოჯახის წევრებთან ერთად რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში მუშაობდა, რომლის თანამფლობელიც ჩინელი ბიზნესმენი იყო. ქალი, მამაკაცს დაუახლოვდა და ერთ საღამოს, მასთან ერთად ავტომანქანაში განმარტოვდა. საქმის მასალებში დევს დაზარალებული ბიზნესმენის გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მან ქალს სასტუმროში წასვლა შესთავაზა, თუმცა ქალმა უარი უთხრა და სთხოვა იაღლუჯის მთაზე ასულიყო მანქანით, სიბნელეში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მათ თავზე დაადგათ, ყვიროდა, ჩხუბობდა, კაცს ხელი ჰკრა, თან მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდა.

მოგვიანებით, მას ქალი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას "ქმარი სცემდა და ინტიმური ვიდეოს გასაჯაროებით იმუქრებოდა", თუ ბიზნესმენი, თანხას არ გადაუხდიდა, თან ამის დასამტკიცებლად ვიდეო ჩაუგდო, სადაც თითქოსდა თვალები ჰქონდა ჩალურჯებული. მეორე ვიდეოც გაუგზავნა, სადაც ჩანდა, თითქოს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა ქმარმა, სინამდვილეში მან თვალებზე მუქი ფერის ტონი წაისვა, თითქოს სილურჯეები აქვს, მუცელზე კი წითელი პომადა წაისვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ბინტით გადაიხვია.

ბუნებრივია ბიზნესმენი შეშინდა, მას მეუღლე ჰყავს და თან კოლეგებთან ამ ამბის და ინტიმური ხასიათის ვიდეოს გასაჯაროება არ სურდა, სწორედ ამიტომ ქალს 15 ათასი დოლარი გადაუხადა, თუმცა შანტაჟი მისი მხრიდან არ შეწყდა და ბიზნესმენმა დახმარებისთვის უკვე პოლიციას მიმართა. ქალმა აღნიშნული თანხით და კიდევ იმ მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით, რომელიც მან ე.ნ-ს გამოსძალა, ბინა შეიძინა და ე.წ. ქმართან კონტაქტი გაწყვიტა. ე.წ. ქმარს იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალურ ქორწინებაში ისინი არ არიან.

საქმეში არის ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ როგორ ესაუბრება ქალი თანხის გამოძალვის მიზნით, ჩინელ მამაკაცს და როგორ ეუბნება, რომ ამას ქმარი აიძულებს, ტირის და ასე ცდილობს მასზე ზეწოლას, თან სთავაზობს თუ არ გჯერა ბავშვს დავიტოვებ, მომეცი თანხა, წავუღებ ჩემს ქმარს, ვიდეოს გადავიღებ, რომ მართლა მას მივუტანეო და მერე მომეცი ბავშვი. ამ ყველაფერს მაშინ ეუბნება, როდესაც ბიზნესმენს ეჭვი შეაქვს, რომ ქალიც გარეულია ამ საქმეში და მხოლოდ კაცი არ აშანტაჟებს“, - აცხადებს ადვოკატი ანი კეკენაძე.

როგორც ცნობილია, დაკავებული გოგონა ბრალს აღიარებს, ხოლო მამაკაცი - არა. მომხდარ საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ძიება სამი მუხლით დაიწყო, ესენია სსკ-ის 126-ე მუხლი (ძალადობა), 157-ე მუხლი (ანგარებით პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა) და 181-ე მუხლი (გამოძალვა).

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

პოლიციამ ქვემო ქართლში 2 კილომდე ჰეროინი ამოიღო - დაკავებული მარნეული-თბილისის გზაზე საკუთარი "მარშრუტკით" გადაადგილდებოდა

"4 საათსა და 45 წუთზე ვეკონტაქტე გიდს სერგოს... მან მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო" - რას იხსენებს traveler.ge-ს დამფუძნებლი ტრაგედიის დღიდან