სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი
"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"იას უთხა­რით, ტურ­ფა­სა, მოვა და შეგ­ჭამს ჭიაო. მაგ­რე მოხ­დე­ნით, ლა­მა­ზო, თავი რომ აგი­ღი­აო! შენ თუ გგო­ნია სი­ცო­ცხლე სა­მო­თხის კარი ღიაო, ნუ მოხ­ვალ, მი­წას ეფა­რე, მოს­ვლა­ში არა ყრი­აო. ნუ ნა­ხავს მზე­სა, ინა­ნებს! განა სულ მუ­დამ მზე­აო! მი­წავ, შენ გე­ბა­რე­ბო­დეს ეს ჩემი ტურ­ფა იაო, შენ უპატ­რო­ნე, ემ­შობ­ლე, რო­გო­რაც შენი ზნე­აო", - ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქა­ლიშ­ვი­ლის, გულ­ქა­ნის მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პო­ეტ­მა ლექ­სით ამ ქვეყ­ნი­დან თა­ვი­სი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, კეკე გა­ა­ცი­ლა...

კე­კეს, ანუ ეკა­ტე­რი­ნეს გვა­რად დღემ­დე ნე­ბი­ე­რი­ძეა ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, არ­ჩილ ღიბ­რა­ძემ ახ­ლა­ხან სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ამ­ტკი­ცა, რომ კე­კეს გვა­რი არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლავთ.

არ­ჩილ ღიბ­რა­ძე, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვა­რი:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და ისი­ნიც, ვინც ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, ეკა­ტე­რი­ნეს გვა­რად ნე­ბი­ე­რი­ძეს ასა­ხე­ლე­ბენ. ეს გვა­რი არას­წო­რად პო­ე­ტის ცნო­ბი­ლი მკვლევ­რის, სო­ლო­მონ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის უნებ­ლიე შეც­დო­მის გამო გავ­რცელ­და, ვინც თა­ვის მხრივ, რო­გორც ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე გას­წია.

ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გად, სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ეკა­ტე­რი­ნე გვა­რად არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყო და დე­დის გვარ­ზე იწე­რე­ბო­და, რაც ცენ­ტრა­ლურ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის, ოთარ ამი­ლახ­ვრის სა­სახ­ლის, წმ. ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის 1865 წლის სა­ეკ­ლე­სიო წიგნ­ში და­ცუ­ლი ჩა­ნა­წე­რით დას­ტურ­დე­ბა.

ეკა­ტე­რი­ნეს დედა - ანა ნე­ბა­ლა­ძე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის გვა­რიც. ამ ცნო­ბას ადას­ტუ­რებს აგ­რეთ­ვე, ჩარ­გლის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის 1886 წლის ჩა­ნა­წე­რი ვა­ჟას უფ­რო­სი შვი­ლის, თა­მა­რის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. ჩარ­გლის ეკ­ლე­სი­ის ჩა­ნა­წერ­ში გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ერთ ასო­შია - ასო-ბგე­რა "ა" შეც­ვლი­ლია ასო-ბგე­რა - "ე"-თი.

1885 წლის შე­მოდ­გო­მით, ქარ­თლის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის დიდ­მა ფე­ო­დალ­მა, ოთარ ამი­ლახ­ვარ­მა ვაჟა-ფშა­ვე­ლა შინ თა­ვი­სი შვი­ლის, გი­ორ­გის მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. ამ ოჯახ­ში გა­იც­ნო ვა­ჟამ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე (კეკე).

ნა­ად­რე­ვად გა­თხო­ვილ­მა და დაქვრი­ვე­ბულ­მა კე­კემ თავი კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის სახ­ლს შე­ა­ფა­რა. მას­წავ­ლებ­ლად მი­სულ ვა­ჟას ქალი შე­უყ­ვარ­და და მისი შერ­თვა გა­და­წყვი­ტა.ოჯა­ხი ღა­რი­ბუ­ლად, თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. კეკე, რო­მელ­მაც ქვეყ­ნად ოთხი შვი­ლი (თა­მა­რი, მა­რი­ა­მი, გულ­ქა­ნი და ლე­ვა­ნი) მო­ავ­ლი­ნა, ყვე­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და.

ვა­ჟას ძმე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ საყ­ვა­რელ რძალს. ტა­ნად მომცროს, თურ­მე, ხელ­ში ბავ­შვი­ვით აიყ­ვან­დნენ და ასე ათა­მა­შებ­დნენ. ბო­ბო­ქა­რი, ფი­ცხი ხა­სი­ა­თის ვა­ჟას მე­უღ­ლე ირ­გვლივ მყოფთ სიმ­შვი­დით აო­ცებ­და. როცა ლუკა გა­ჯავ­რდე­ბო­და, ის უცებ გა­იქ­ცე­ო­და და ყელ­ზე ეხ­ვე­ო­და, რაც მა­შინ­ვე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და "აზ­ვირ­თე­ბულ" გე­ნი­ოს­ზე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"მასწავლებლად მისულ ვაჟას ამილახვრის უკანონო შვილი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა" - ვაჟა-ფშაველას პირველ მეუღლეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი

"იას უთხარით, ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო. მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო, ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავს მზესა, ინანებს! განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო", - ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის, გულქანის მოგონებების მიხედვით, პოეტმა ლექსით ამ ქვეყნიდან თავისი დიდი სიყვარული, კეკე გააცილა...

კეკეს, ანუ ეკატერინეს გვარად დღემდე ნებიერიძეა ცნობილი, თუმცა, პოეტის ბიოგრაფიის მკვლევარმა, არჩილ ღიბრაძემ ახლახან საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ კეკეს გვარი არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლავთ.

არჩილ ღიბრაძე, ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიის მკვლევარი:

- საქართველოში ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე და ისინიც, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ეკატერინეს გვარად ნებიერიძეს ასახელებენ. ეს გვარი არასწორად პოეტის ცნობილი მკვლევრის, სოლომონ ყუბანეიშვილის უნებლიე შეცდომის გამო გავრცელდა, ვინც თავის მხრივ, როგორც ვაჟას ბიოგრაფიის მკვლევარმა, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე გასწია.

ვაჟას ბიოგრაფიული მასალების მრავალწლიანი კვლევის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკატერინე გვარად არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლდათ. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის უკანონო შვილი იყო და დედის გვარზე იწერებოდა, რაც ცენტრალურ არქივში დაცული გორის რაიონის სოფელ ოთარაშენის, ოთარ ამილახვრის სასახლის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1865 წლის საეკლესიო წიგნში დაცული ჩანაწერით დასტურდება.

ეკატერინეს დედა - ანა ნებალაძე იყო. შესაბამისად, ნებალაძე გახლდათ მისი ქალიშვილის გვარიც. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის 1886 წლის ჩანაწერი ვაჟას უფროსი შვილის, თამარის დაბადების შესახებ. ჩარგლის ეკლესიის ჩანაწერში განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია - ასო-ბგერა "ა" შეცვლილია ასო-ბგერა - "ე"-თი.

1885 წლის შემოდგომით, ქართლის სოფელ ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა, ოთარ ამილახვარმა ვაჟა-ფშაველა შინ თავისი შვილის, გიორგის მასწავლებლად მიიწვია. ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე (კეკე).

ნაადრევად გათხოვილმა და დაქვრივებულმა კეკემ თავი კვლავ ამილახვრების სახლს შეაფარა. მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა.ოჯახი ღარიბულად, თუმცა, ბედნიერად ცხოვრობდა. კეკე, რომელმაც ქვეყნად ოთხი შვილი (თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი) მოავლინა, ყველას გამორჩეულად უყვარდა.

ვაჟას ძმები ეთაყვანებოდნენ საყვარელ რძალს. ტანად მომცროს, თურმე, ხელში ბავშვივით აიყვანდნენ და ასე ათამაშებდნენ. ბობოქარი, ფიცხი ხასიათის ვაჟას მეუღლე ირგვლივ მყოფთ სიმშვიდით აოცებდა. როცა ლუკა გაჯავრდებოდა, ის უცებ გაიქცეოდა და ყელზე ეხვეოდა, რაც მაშინვე დამამშვიდებლად მოქმედებდა "აზვირთებულ" გენიოსზე...წაიკითხეთ სრულად

"3 ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია და სამივე სატვირთოს მძღოლია" - მარინა ეზუგბაია ახალ ინფიცირებულებზე

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 კი გამოჯანმრთელდა - Stopcov.ge-ს ახალი მონაცემები

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ