პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს
"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, იო­სებ ჭე­ლი­ძე და ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლენ­ჯერ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის, ილია ფილ­ფა­ნის მშობ­ლებს შეხ­ვდნენ. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

შსს-ს ცნობთ, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ებ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის მშობ­ლებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბის მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო ილია ფილ­ფა­ნის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 80 მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლი, პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფე­ბი, დრო­ნე­ბი, კა­ტე­რი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნი. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც სვა­ნეთ­ში, ასე­ვე შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე. ილია ფილ­ფა­ნის ფო­ტო­სუ­რა­თი დაგ­ზავ­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა და­ნა­ყოფ­ში.

სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მაშ­ვე­ლე­ბის მიერ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია: სო­ფელ ქაშ­ვე­თის ტე­რი­ტო­რია, მდი­ნა­რე მეს­ტი­ა­ჭა­ლის ნა­პი­რე­ბი და ე.წ მაშ­რი­ჭა­ლას ტყის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, სო­ფელ ბე­ჩო­დან ქა­ლაქ ზუგ­დი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის ნა­პი­რე­ბი, ფერ­დო­ბე­ბი და ხე­ვე­ბი, სო­ფელ ხო­კოს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი უმოქ­მე­დო, ძვე­ლი გვი­რა­ბე­ბი, სო­ფელ ლა­ტა­ლის, ლენ­ჯე­რის, ლა­ხა­მუ­რა­სა და ჯორ­კვა­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფერ­დო­ბე­ბი და ხე­ვე­ბი.

მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ასე­ვე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი: სოლი, კა­ე­რი, ლემ­სია, ქაშ­ვე­თი, ლაშთღვე­რი, ნეს­გუ­ნი,ქუ­რე­ლი, ფარი, ზემო და ქვე­მო ლუხა, ლა­ხა­მუ­ლა , ნო­და­ში , მა­გარ­დი , ლეზ­გა­რა , სვი­ფი, ღვე­ბალ­დი და იქ არ­სე­ბუ­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და კოშ­კე­ბი, ასე­ვე სო­ფელ ლენ­ჯე­რის N 1და N2 სა­ჯა­რო სკო­ლა და სა­ბავ­შვო ბაღი, მეს­ტი­ის, ლა­ტა­ლის და ლემ­სი­ის მთა, უბა­ნი მეგ­ვი­რი, სო­ფელ ლა­ღა­მი­დან სო­ფელ ლანჩვა­ლამ­დე, ლანჩვა­ლი­დან სო­კოს უბ­ნამ­დე და ლა­ტა­ლი­დან ბე­ჩოს მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია.

მაშ­ვე­ლებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სო­ფელ ხა­ი­ში­დან ზუგ­დი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ჭუ­ბე­რის მიმ­დე­ბა­რედ წყალ­სა­ცა­ვი­დან მდი­ნა­რე ენ­გუ­რის გა­ყო­ლე­ბა­ზე ნა­პი­რე­ბის და მეს­ტი­ის სა­ბა­გი­როს მიმ­დე­ბა­რედ ტყის მა­სი­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი. ასე­ვე მოხ­და „ენ­გურ­ჰე­სის“ წყალ­სა­ცა­ვის ზე­და­პი­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

მაშ­ვე­ლებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სო­ფელ ეცერ­ში შავი ღე­ლეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდი­ნა­რის ნა­პი­რე­ბი, მეს­ტი­ის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ი­დან სო­ფელ ლენ­ჯე­რამ­დე ტყის ფერ­დო­ბე­ბი და სო­ფელ ჰე­ბუ­თის და ჰაწ­ვა­ლის მთა­ზე ტყის მა­სი­ვი, ასე­ვე ამ ლო­კა­ცი­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მდი­ნა­რის ნა­პი­რე­ბამ­დე და ალ­პურ ზო­ნე­ბამ­დე.ასე­ვე შე­მოწ­მე­ბუ­ლია მთებ­ში, სა­ძოვ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სად­გო­მე­ბი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი და გვი­რა­ბე­ბი. სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე ენ­გურ­სა და ენ­გურ­ჰეს­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ სრუ­ლად არის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლი მეს­ტი­ი­დან ზუგ­დი­დამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის 136 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თი.

მო­ზარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ან მის შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფელს უკავ­შირ­დე­ბა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მოწ­მდე­ბა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

"საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურსა და ენგურჰესზეც" - რა ინფორმაცია მიაწოდეს შს მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

შსს-ს ცნობთ, მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო ილია ფილფანის საძიებო სამუშაოები, რომელშიც ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები.

მაშველების მიერ ასევე დათვალიერებულია სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი,ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა , ნოდაში , მაგარდი , ლეზგარა , სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N 1და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია.

მაშველებმა განახორციელეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი. ასევე მოხდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირული დათვალიერება.

მაშველებმა დაათვალიერეს სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე.ასევე შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს.

პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება" - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამ გამოიწვია რაჭაში სტიქიური მოვლენები?

"პლეხანოველი მარინა" თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა  - დედაქალაქის კოლორიტად ქცეული ქალის სევდიანი ამბავი

ხვალიდან 4 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 3 ბალიანი შტორმი - ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"