პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ
მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის და ამ დრო­ის­თვის ფარ­მა­კო­ლო­გებ­მა უკვე შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე ისე­თი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც იმე­დის­მომ­ცე­მად მი­იჩ­ნე­ვენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­დაჭ­რით ვერც ერთ მათ­გან­ზე ვერ ამ­ბო­ბენ, რომ COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნა თამ­ბა­ქოს ნერ­გე­ბის­გან შექ­მნეს და მისი კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ bloomber.com წერს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაქ­ცი­ნა­ზე BAT (British American Tobacoo) მუ­შა­ობს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა გან­ცხა­დე­ბით, თამ­ბა­ქოს ნერ­გი ვაქ­ცი­ნის სწრა­ფად შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. თუ ცდე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, თამ­ბა­ქოს ნერ­გზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს 2021 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ექ­ნე­ბა.

მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ვაქ­ცი­ნის ერთი დო­ზაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის ასა­რი­დე­ბე­ლი იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად. ამას­თა­ნა­ვე, ვი­ნა­ი­დან თამ­ბა­ქო არ შე­ი­ცავს პა­თო­გე­ნებს, ელი­ან, რომ არ ექ­ნე­ბა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი და არ გა­მო­იწ­ვევს გარ­თუ­ლე­ბებს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში, თუმ­ცა ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დით, Moderna-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნებს უყუ­რე­ბენ.

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა ვაქ­ცი­ნებ­მა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ა­მუ­შა­ვა. მეც­ნი­ერ­თა თქმით, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­რი­მარ­თა, რო­გორც გეგ­მა­ვენ, ვაქ­ცი­ნა წლის ბო­ლოს­თვის მზად იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა რუ­სეთ­შიც შექ­მნეს და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მისი სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტი 10 აგ­ვის­ტომ­დე ექ­ნე­ბათ. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ რუ­სულ ვაქ­ცი­ნას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი ეჭ­ვით უყუ­რე­ბენ. რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის არა­სა­თა­ნა­დო კვლე­ვე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი COVID-19, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­ი­და­ნაც მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 17.5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 677 454 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 10.9 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია - აშშ, ბრა­ზი­ლია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი, სამ­ხრეთ აფ­რი­კა, მექ­სი­კა, პერუ, ჩილე, ეს­პა­ნე­თი და ირა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ

მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგოდ თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებენ

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის და ამ დროისთვის ფარმაკოლოგებმა უკვე შექმნეს რამდენიმე ისეთი ვაქცინა, რომელსაც იმედისმომცემად მიიჩნევენ, თუმცა ჯერჯერობით, გადაჭრით ვერც ერთ მათგანზე ვერ ამბობენ, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

ვირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ექსპერიმენტული ვაქცინა თამბაქოს ნერგებისგან შექმნეს და მისი კლინიკური ცდები რამდენიმე კვირაში დაიწყება. ამის შესახებ bloomber.com წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინაზე BAT (British American Tobacoo) მუშაობს. სპეციალისტთა განცხადებით, თამბაქოს ნერგი ვაქცინის სწრაფად შექმნის შესაძლებლობას იძლევა. თუ ცდები წარმატებული აღმოჩნდება, თამბაქოს ნერგზე დამზადებული ვაქცინა მსოფლიოს 2021 წლის პირველ ნახევარში ექნება.

მკვლევართა აზრით, ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნება კორონავირუსით დაინფიცირებისგან თავის ასარიდებელი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. ამასთანავე, ვინაიდან თამბაქო არ შეიცავს პათოგენებს, ელიან, რომ არ ექნება გვერდითი მოვლენები და არ გამოიწვევს გართულებებს ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში, თუმცა ამის დასადასტურებლად საჭიროა შესაბამისი კვლევის ჩატარება.

ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები დამოუკიდებლად მუშაობენ. ყველაზე დიდი იმედით, Moderna-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შექმნილ ვაქცინებს უყურებენ.

კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნულმა ვაქცინებმა ადამიანის ორგანიზმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოამუშავა. მეცნიერთა თქმით, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც გეგმავენ, ვაქცინა წლის ბოლოსთვის მზად იქნება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთშიც შექმნეს და ოფიციალური პირების განცხადებით, მისი საბოლოო ვარიანტი 10 აგვისტომდე ექნებათ. საყურადღებოა, რომ რუსულ ვაქცინას მსოფლიოს მასშტაბით დარგის ექსპერტები ეჭვით უყურებენ. რადგანაც მიაჩნიათ, რომ ის არასათანადო კვლევების შედეგად შეიქმნა.

კორონავირუსის ახალი შტამი COVID-19, ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, ინფიცირებულია 17.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის, 677 454 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 10.9 მილიონი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი მსოფლიოს ქვეყნების ათეული ასეთია - აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, პერუ, ჩილე, ესპანეთი და ირანი.

უკრაინელი რეპერის ცხედარი ცოლმა დაანაწევრა და მაცივარში შეინახა - რუსეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"რეგულარულად დავდივარ ბელაქანში, ზაქათალასა და კახში" - ილჰამ ალიევი საინგილოში ჩავიდა

ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - რუსეთში 3 დას, მოძალადე მამის განზრახ მკვლელობისთვის, გაასამართლებენ