პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - რუსეთში 3 დას, მოძალადე მამის განზრახ მკვლელობისთვის, გაასამართლებენ
ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - რუსეთში 3 დას,  მოძალადე მამის განზრახ მკვლელობისთვის, გაასამართლებენ

2018 წელს მოს­კოვ­ში მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ანს, რო­მე­ლიც ქა­ლიშ­ვი­ლებ­მა მოკ­ლეს. ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნის ცხე­და­რი მოს­კოვ­ში, სა­კუ­თარ აპარ­ტა­მენ­ტში, კი­ბე­ზე იპო­ვეს, მას გულ­მკერ­დი­სა და კის­რის არე­ში და­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ათო­ბით ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და.

მას შემ­დეგ, რო­გორც სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ, "ხან­გრძლი­ვი, რთუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლი“ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დებ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებ­ზე მამა გა­მუდ­მე­ბით ძა­ლა­დობ­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ად­გი­ლი ჰქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს და ამი­ტო­მაც, გო­გო­ნებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ თავ­დაც­ვი­თი რე­აქ­ცია. პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­თხოვ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს ისი­ნი არა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, არა­მედ თავ­დაც­ვის მიზ­ნით მკვლე­ლო­ბის­თვის გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნა, თუმ­ცა მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და და სამ ახალ­გაზ­რდა ქალს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი სახ­ლში ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კი­დან დაბ­რუნ­და, ქა­ლიშ­ვი­ლებს წი­წა­კის სპრეი შე­ას­ხა და მათ­ზე იძა­ლა­და. გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთს, კრეს­ტი­ნას ას­თმა აქვს და ყო­ვე­ლი­ვეს გამო, გო­ნე­ბა და­კარ­გა.

რო­გორც CNN წერს, დებ­მა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებ­მა, 19 წლის კრეს­ტი­ნამ, 18 წლის ან­გე­ლი­ნამ და 17 წლის მა­რი­ამ, სწო­რედ იმ ღა­მეს გა­და­წყვი­ტეს მა­მის მოკ­ვლა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი მა­მას თავს და­ესხნენ ჩა­ჩუ­ქით, და­ნით და წი­წა­კის იმა­ვე სპრე­ით, რო­მე­ლიც მა­მა­კაც­მა შვი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნა და მას მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

და­კი­თხვის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ერთ-ერთი და ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, სცა­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ჭრი­ლო­ბე­ბი და ისე გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ ეს ჭრი­ლო­ბე­ბი მათ მა­მამ მი­ა­ყე­ნა.

რო­დე­საც გო­გო­ნე­ბი და­ა­კა­ვეს, მათ აღი­ა­რეს მკვლე­ლო­ბა. დე­ბის თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი მა­მის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი, ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი იყ­ვნენ. გა­სულ ზა­ფხულს გო­გო­ნებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, რა­მაც რუს აქ­ტი­ვის­ტთა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გო­გო­ნე­ბი თავს იცავ­დნენ და მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად, სხვა გზა აღარ ჰქონ­დათ.

"ვფიქ­რობთ, მათ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­დათ. მა­მამ შვი­ლე­ბი სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა და მათი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი იყო. გო­გო­ნებს სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დათ, პოსტტრავ­მუ­ლი სტრე­სუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა, ეს და­დას­ტურ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბით“, - ამ­ბობს გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ალექ­სეი პარ­სი­ნი.

"ის ძა­ლი­ან გვძულ­და და მხო­ლოდ ერთი რამ გვინ­დო­და - და­კარ­გუ­ლი­ყო, თით­ქოს მას არა­სო­დეს ვიც­ნობ­დით. გვსურ­და ერთხე­ლაც წა­სუ­ლი­ყო და სახ­ლში აღა­რა­სო­დეს დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო,“ - გა­ნუ­ცხა­და გა­მო­ძი­ე­ბას ან­გე­ლი­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ან­მა.

გო­გო­ნე­ბის თქმით, მი­ხა­ილ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. მზრუნ­ვე­ლი მამა მონ­სტრად იქცა, რო­მე­ლიც სცემ­და შვი­ლებს. გო­გო­ნე­ბის დაც­ვა არც დე­დას შე­ეძ­ლო, რად­გან ოჯა­ხი მან დიდი ხნის წინ მი­ა­ტო­ვა.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალი უბ­რა­ლოდ გა­იქ­ცა, გო­გო­ნე­ბი კი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მი­ხა­ილ­მა მათი დედა სახ­ლი­დან გა­აგ­დო. ან­გე­ლი­ნას, კრეს­ტი­ნას და მა­რი­ას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხა­ჩი­კი, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. ის დიდი ხა­ნია, ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სხვა სახ­ლში ცხოვ­რობს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხა­ილ­მა დე­რე­ფან­ში და­ა­ყე­ნა კა­მე­რე­ბი და მიკრო­ფო­ნე­ბი, რათა შვი­ლე­ბის­თვის ეთ­ვალ­თვა­ლა. შე­ში­ნე­ბულ გო­გო­ნებს არ შე­ეძ­ლოთ, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­სუ­ლიყ­ვნენ სახ­ლი­დან, ან დედა მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნათ. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო მი­ხა­ი­ლის შვილ­მა თა­ვის მოკ­ვლაც სცა­და და ბევ­რი აბი მი­ი­ღო. ექი­მებს მა­მამ გა­ნუ­ცხა­და, რომ გო­გო­ნას წამ­ლე­ბი აე­რია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
inga
2

მამა საერთოდ არ მეცოდება. არაადამიანი და სადისტი იყო. თუმცა დიდი ღვთისმოსავივით სახლი ხატებით ჰქონდა გამოტენილი და კისერზე დიდი ჯვარიც ეკიდა.

კოტე
9

რა გააჩმახეთ საქმე ასეთი ისტორიებით, მათთან ერთად ,თქვენც სულ დაკარგეთ სინდის-ნამუსი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - რუსეთში 3 დას, მოძალადე მამის განზრახ მკვლელობისთვის, გაასამართლებენ

ხაჩატურიანების სკანდალური საქმის ახალი დეტალები - რუსეთში 3 დას,  მოძალადე მამის განზრახ მკვლელობისთვის, გაასამართლებენ

2018 წელს მოსკოვში მომხდარმა მკვლელობამ მსოფლიო აალაპარაკა. საქმე შეეხება მიხაილ ხაჩატურიანს, რომელიც ქალიშვილებმა მოკლეს. ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ აპარტამენტში, კიბეზე იპოვეს, მას გულმკერდისა და კისრის არეში დანით მიყენებული ათობით ჭრილობა ჰქონდა.

მას შემდეგ, როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, "ხანგრძლივი, რთული და ჩახლართული“ საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს.

მოსკოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დებ ხაჩატურიანებზე მამა გამუდმებით ძალადობდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ადგილი ჰქონდა სექსუალური ძალადობის შემთხვევებს და ამიტომაც, გოგონებს განუვითარდათ თავდაცვითი რეაქცია. პროკურატურა მოითხოვდა, რომ სასამართლოს ისინი არა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, არამედ თავდაცვის მიზნით მკვლელობისთვის გაესამართლებინა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სამ ახალგაზრდა ქალს განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მიხაილ ხაჩატურიანი სახლში ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა, ქალიშვილებს წიწაკის სპრეი შეასხა და მათზე იძალადა. გოგონებიდან ერთ-ერთს, კრესტინას ასთმა აქვს და ყოველივეს გამო, გონება დაკარგა.

როგორც CNN წერს, დებმა ხაჩატურიანებმა, 19 წლის კრესტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ, სწორედ იმ ღამეს გადაწყვიტეს მამის მოკვლა. გამოძიების ინფორმაციით, გოგონები მამას თავს დაესხნენ ჩაჩუქით, დანით და წიწაკის იმავე სპრეით, რომელიც მამაკაცმა შვილების წინააღმდეგ გამოიყენა და მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დაკითხვის ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი და ამბობს, რომ თავდაპირველად, სცადეს საკუთარი თავისთვის მიეყენებინათ ჭრილობები და ისე გამოჩენილიყო, რომ ეს ჭრილობები მათ მამამ მიაყენა.

როდესაც გოგონები დააკავეს, მათ აღიარეს მკვლელობა. დების თქმით, წლების განმავლობაში ისინი მამის მხრიდან სექსუალური, ფიზიკური და ემოციური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. გასულ ზაფხულს გოგონებს ბრალი წაუყენეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, რამაც რუს აქტივისტთა აღშფოთება გამოიწვია.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფლებადამცვლები აცხადებენ, რომ გოგონები თავს იცავდნენ და მოძალადისგან თავის დასაცავად, სხვა გზა აღარ ჰქონდათ.

"ვფიქრობთ, მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. მამამ შვილები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთური იყო. გოგონებს სერიოზული ფსიქიკური დაავადებები განუვითარდათ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ეს დადასტურდა შესაბამისი კვლევებით“, - ამბობს გოგონების უფლებადამცველი ალექსეი პარსინი.

"ის ძალიან გვძულდა და მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა - დაკარგულიყო, თითქოს მას არასოდეს ვიცნობდით. გვსურდა ერთხელაც წასულიყო და სახლში აღარასოდეს დაბრუნებულიყო,“ - განუცხადა გამოძიებას ანგელინა ხაჩატურიანმა.

გოგონების თქმით, მიხაილმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაიწყო და სრულიად შეიცვალა. მზრუნველი მამა მონსტრად იქცა, რომელიც სცემდა შვილებს. გოგონების დაცვა არც დედას შეეძლო, რადგან ოჯახი მან დიდი ხნის წინ მიატოვა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ქალი უბრალოდ გაიქცა, გოგონები კი ამტკიცებენ, რომ მიხაილმა მათი დედა სახლიდან გააგდო. ანგელინას, კრესტინას და მარიას ძმაც ჰყავთ, 20 წლის ხაჩიკი, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ის დიდი ხანია, ოჯახისგან დამოუკიდებლად სხვა სახლში ცხოვრობს.

როგორც ცნობილია, მიხაილმა დერეფანში დააყენა კამერები და მიკროფონები, რათა შვილებისთვის ეთვალთვალა. შეშინებულ გოგონებს არ შეეძლოთ, მისი ნებართვის გარეშე გასულიყვნენ სახლიდან, ან დედა მოენახულებინათ. სექსუალური ძალადობის გამო მიხაილის შვილმა თავის მოკვლაც სცადა და ბევრი აბი მიიღო. ექიმებს მამამ განუცხადა, რომ გოგონას წამლები აერია.

ელენ დეჯენერესს თანამშრომლები დამცირებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ -  "ელენის შოუ" შესაძლოა დაიხუროს

"არ არსებობს  საშუალება, რომელიც კორონავირუსის პრობლემას გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ფოტოები კალიფორნიიდან, სადაც მასიურ ტყის ხანძარს ებრძვიან - 8 000-მდე ადამიანი ევაკუირებულია