სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან
სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან

რა­ჭა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით 225 მო­ქა­ლა­ქე გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სამ ლო­კა­ცი­ა­ზე, ხი­დეშ­ლე­ბი-მა­ჟი­ე­თი, ჯინჭვი­სი-გომი და ჟა­მი­ე­რე­თის მო­ნაკ­ვე­თებ­ზე მო­ე­წყო სა­ბა­გი­რო მა­გის­ტრა­ლე­ბი. საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნამ­დე, სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სოფ­ლებ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბი­სა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის იმე­რე­თის და რაჭა-ლე­ჩხუ­მი ქვე­მო სვა­ნე­თის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბი.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი 12 სოფ­ლი­დან ამ დრო­ის­თვის პრობ­ლე­მურ ზო­ნად რჩე­ბა 5 სო­ფე­ლი, სა­დაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის.

რო­გორც ცქი­ტიშ­ვილ­მა ონში, სა­გან­გე­ბო შტა­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად შე­მოვ­ლი­თი გზა აღ­დგე­ნი­ლია 7 სო­ფელ­ში.

„5 სო­ფელ­თან მი­მარ­თე­ბით ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იყო ჩა­წყვე­ტი­ლი გზე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბი აღ­დგე­ნი­ლი­ყო. დი­ლი­დან და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. უკვე ეწყო­ბა გა­და­სას­ვლე­ლი ტექ­ნი­კის­თვის გზა და დღის ბო­ლომ­დე ვფიქ­რობთ, რომ ტექ­ნი­კის შემ­დგომ მო­ნაკ­ვე­თამ­დე გა­დას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ, არის ცხე­ლი ხაზი, რო­მელ­საც ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ტე­ბის და წამ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად უკავ­შირ­დე­ბი­ან. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სურ­სა­თი დი­ლი­დან და­რიგ­და სო­ფელ ხი­დეშ­ლებ­ში და მა­ჟი­ეთ­ში. ასე­ვე დი­ლი­დან გაფ­რინ­და ვერ­ტმფრე­ნი ღებ­ში, რომ­ლი­თაც ასე­ვე სურ­სა­თი ჩა­ი­ტა­ნეს.

გარ­და ამი­სა, ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, შედ­გე­ნი­ლია ვერ­ტმფრე­ნე­ბის გრა­ფი­კი. ორ­შა­ბა­თამ­დე გან­სა­ზღვრუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი სა­ა­თე­ბი და იმ ხუთ და­სახ­ლე­ბა­ში ვერ­ტმფრე­ნით რე­ი­სე­ბი შეს­რულ­დე­ბა. ხოლო ვინც სტი­ქი­ის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლის სურ­ვილს გა­მოთ­ქვამს, ვერ­ტმფრე­ნით წა­მო­იყ­ვა­ნენ.

გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმდნენ, რომ ამ ხუთ სო­ფელ­ში იქ­ნე­ბა ექი­მი, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის. ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ვიდ­რე კავ­ში­რი არ აღ­დგე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ნის მი­წო­დე­ბა გუ­შინ 10 სო­ფელ­ში აღ­დგა, დღეს კი უწე­რა­ში აღ­დგე­ბა. ამას გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი ჩა­სუ­ლია იმ პრობ­ლე­მურ 5 სო­ფელ­ში, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის აღ­დგე­ნა. ასე­ვე სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მხრივ.

მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვერ­ტმფრე­ნის მეშ­ვე­ო­ბით გე­ო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე შე­მოფ­რე­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ სტი­ქი­ის ზონა შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბის გა­მო­რი­ცხვის მიზ­ნით.

„მოგ­ვა­წო­დეს და­მამ­შვი­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ არ არის წყლის და­გუ­ბე­ბე­ბი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ შედ­გო­მი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ან წყალ­მო­ვარ­დნე­ბი ამ ეტაპ­ზე გა­მო­რი­ცხუ­ლია. ასე­ვე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად ჩანს, რომ არის ჩა­წყვე­ტი­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი. გარ­კვე­ულ და­სახ­ლე­ბებ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლს საფრ­თხე ექ­მნე­ბა, სა­დაც გა­სა­ტა­რე­ბე­ლია ნა­პირ­დაც­ვი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ან ზა­რა­ლის დად­გე­ნის კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გვექ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი ამ სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და ამი­სა საპ­რო­ექ­ტო ჯგუ­ფი დი­ლი­დან იმ­ყო­ფე­ბა დიდ და პა­ტა­რა ღებ­ში. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში დარ­ჩე­ბი­ან იმი­სათ­ვის, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­დეს დაპ­რო­ექ­ტე­ბა და შეს­წავ­ლა, რაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ნა­წილ­ში სა­მო­მავ­ლოდ არის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს - უახლესი ცნობები რაჭიდან

რაჭაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.

მათივე ცნობით, სამ ლოკაციაზე, ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

უწყების ინფორმაციით, პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 12 სოფლიდან ამ დროისთვის პრობლემურ ზონად რჩება 5 სოფელი, სადაც საავტომობილო მოძრაობა ჯერჯერობით არ არის.

როგორც ცქიტიშვილმა ონში, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინტენსიური მუშაობის შედეგად შემოვლითი გზა აღდგენილია 7 სოფელში.

„5 სოფელთან მიმართებით ჩვენი ამოცანა იყო ჩაწყვეტილი გზების მონაკვეთები აღდგენილიყო. დილიდან დავათვალიერეთ სამუშაო ადგილები. უკვე ეწყობა გადასასვლელი ტექნიკისთვის გზა და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ ტექნიკის შემდგომ მონაკვეთამდე გადასვლის საშუალება იქნება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვთ, არის ცხელი ხაზი, რომელსაც ისინი შესაბამისი პროდუქტების და წამლების მისაღებად უკავშირდებიან. მინისტრის ინფორმაციით, სურსათი დილიდან დარიგდა სოფელ ხიდეშლებში და მაჟიეთში. ასევე დილიდან გაფრინდა ვერტმფრენი ღებში, რომლითაც ასევე სურსათი ჩაიტანეს.

გარდა ამისა, ცქიტიშვილის განმარტებით, შედგენილია ვერტმფრენების გრაფიკი. ორშაბათამდე განსაზღვრულია კონკრეტული საათები და იმ ხუთ დასახლებაში ვერტმფრენით რეისები შესრულდება. ხოლო ვინც სტიქიის ზონიდან გამოსვლის სურვილს გამოთქვამს, ვერტმფრენით წამოიყვანენ.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდნენ, რომ ამ ხუთ სოფელში იქნება ექიმი, გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ცქიტიშვილის განმარტებით, ვიდრე კავშირი არ აღდგება, მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მინისტრის ინფორმაციით, დენის მიწოდება გუშინ 10 სოფელში აღდგა, დღეს კი უწერაში აღდგება. ამას გარდა, სპეციალური ჯგუფი ჩასულია იმ პრობლემურ 5 სოფელში, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა. ასევე სამუშაოები მიმდინარეობს წყალმომარაგების მხრივ.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვერტმფრენის მეშვეობით გეოლოგიურმა სამსახურმა რამდენიმე შემოფრენა განახორციელა, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სტიქიის ზონა შესაძლო საფრთხეების გამორიცხვის მიზნით.

„მოგვაწოდეს დამამშვიდებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არ არის წყლის დაგუბებები, რაც ნიშნავს იმას, რომ შედგომი მეწყრული პროცესები ან წყალმოვარდნები ამ ეტაპზე გამორიცხულია. ასევე დათვალიერების შედეგად ჩანს, რომ არის ჩაწყვეტილი მონაკვეთები. გარკვეულ დასახლებებში რამდენიმე სახლს საფრთხე ექმნება, სადაც გასატარებელია ნაპირდაცვითი ღონისძიებები ან ზარალის დადგენის კომისიის ფარგლებში გადაწყვეტილებები გვექნება მისაღები ამ სახლების დატოვებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა საპროექტო ჯგუფი დილიდან იმყოფება დიდ და პატარა ღებში. სპეციალისტები აღნიშნულ სოფლებში დარჩებიან იმისათვის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდეს დაპროექტება და შესწავლა, რაც რეაბილიტაციის ნაწილში სამომავლოდ არის განსახორციელებელი", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

"კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია" - ვინ არიან დანარჩენი ინფიცირებულები?

"ამ პრეპარატის ბავშვებზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია"  - ტილებთან ბრძოლისას ნუ დააზიანებთ შვილის ჯანმრთელობას

*303#-ით, სემეკის ახალი დისტანციური მომსახურებით 200 ათასზე მეტმა პირმა ისარგებლა