საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს
"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

6 თვეა უშე­დე­გოდ ეძე­ბენ ფოთ­ში და­კარ­გულ 32 წლის ირაკ­ლი ჯა­ბუ­ას. იგი გა­დამ­ზი­და­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. 31 იან­ვარს, მო­რი­გი რე­ი­სის შე­სას­რუ­ლებ­ლად სახ­ლი­დან დი­ლით ადრე გა­ვი­და, თუმ­ცა მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ქა­ლა­ქის გა­სას­ვლელ­ში, მდი­ნა­რე რი­ო­ნის ხიდ­თან, მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს. მას მერე სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე რი­ონ­ში თით­ქმის 2 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი, სპე­ცტექ­ნი­კა, ასე­ვე კა­ტე­რი, რო­მე­ლიც ფსკერს ას­კა­ნე­რებს. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თბი­ლი­სი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბიც ჩა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ვერ­სად მი­აგ­დეს კვალს. შს სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, 6 თვის თავ­ზეც არ არის ცნო­ბი­ლი, სად გა­უ­ჩი­ნარ­და ირაკ­ლი ჯა­ბუა. ოჯა­ხი ისევ იმედს ებღა­უ­ჭე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა და ნა­თე­სა­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ის ცო­ცხა­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ისევ თხო­ვენ.

ირაკ­ლი ჯა­ბუ­ას და, სოფო ჯა­ბუა:

"ირაკ­ლი 31 იან­ვარს, დი­ლით, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან. ის გა­დამ­ზი­დი მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. იმ დი­ლი­თაც თბი­ლის­ში მან­ქა­ნე­ბი ჰყავ­და გა­და­საყ­ვა­ნი. ჩვენ სამ­სა­ხურ­ში გვე­გო­ნა, დე­დამ სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე და­უ­რე­კა და ტე­ლე­ფონს რომ არ პა­სუ­ხობ­და, შე­შინ­და, მერე მან­ქა­ნის პატ­რონ­მა მო­ი­ძია მისი მან­ქა­ნა და ფო­თის გა­სას­ვლელ­თან, რი­ო­ნის ხიდ­თან, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის წინ და­ყე­ნე­ბუ­ლი იპო­ვეს მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ევა­კუ­ა­ტო­რი. ირაკ­ლი კი არ­სად ჩან­და. თა­ვი­დან არ შეგ­ვში­ნე­ბია, ვი­ფიქ­რეთ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ამ ფაქ­ტამ­დე ორ­ჯერ მო­იქ­ცა ასე, ერთხელ ერთი დღით და­ი­კარ­გა, მე­ო­რედ - 3 დღის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, სა­კუ­თა­რი დე­დის და დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბი­საც კი ერი­დე­ბა. ვი­ფიქ­რეთ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, შევ­შინ­დით, ტე­ლე­ფონ­ზე ზარი მე­ო­რე დღე­საც შუ­ა­დღემ­დე გა­დი­ო­და. ტე­ლე­ფო­ნით წყალ­ში რომ შე­სუ­ლი­ყო, ხომ გა­ი­თი­შე­ბო­და.

პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ით მი­დის, მაგ­რამ 6 თვეა ვერც მკვდა­რი ვი­პო­ვეთ და ვერც ცო­ცხა­ლი. მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ შო­რის წყალ­ში ბევ­რი და­იხ­რჩო, მაგ­რამ ყვე­ლას ცხე­და­რი იპო­ვეს, ჩემი ძმის კვალს კი ვერ ვაგ­ნებთ. პო­ლი­ცია ახ­ლაც გვე­უბ­ნე­ბა ვე­ძებ­თო, ზეგ ვართ ისევ და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ არც ერთ მის­ვლა­ზე სი­ახ­ლე არ გვხვდე­ბა. სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ, თუ გარ­დაც­ვლი­ლია, სად­მე გა­მო­რი­ყავ­და ცხე­დარს, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, იქ­ნებ სად­მე არის, ცო­ცხა­ლია და იმა­ლე­ბა. იმ­დე­ნად მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, შე­იძ­ლე­ბა რცხვე­ნია ახლა უკვე გა­მო­ჩე­ნის, რად­გან პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა.

- რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მას?

- ირაკ­ლის მტე­რი არ ჰყავ­და, მისი პრობ­ლე­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იყო. დიდი მო­თა­მა­შე არ იყო, მაგ­რამ 100 და 200 ლარს რომ წა­ა­გებ­და, ეს მის­თვის დიდი ტრა­გე­დია იყო. მერე ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რცხვე­ნო­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მშობ­ლე­ბის, იმ დღეს მან­ქა­ნა­ში დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ჩა­სას­ხმე­ლი ფული 200 ლარი ჰქონ­და ჯი­ბე­ში და თა­ვი­სი 50 ლარი. ირ­კვე­ვა, ვიდ­რე რე­ის­ზე წა­ვი­დო­და იმ ღა­მით ეს თან­ხა წა­ა­გო, მერე მან­ქა­ნა­ში რომ ჩა­ეს­ხა საწ­ვა­ვი, ეტყო­ბა ამის ფული არ ჰქონ­და. მას შე­ეძ­ლო ნი­სი­ა­დაც ჩა­ეს­ხა საწ­ვა­ვი, მაგ­რამ ეს რა­ტომ არ გა­ა­კე­თა. ან მო­ე­რი­და დე­და­ჩე­მის, ან მან­ქა­ნის მე­პატ­რო­ნის. მას შემ­დეგ სად გა­უ­ჩი­ნარ­და, არ ვი­ცით. ამი­ტომ პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, ამი­ტომ ეძებ­დნენ წყალ­ში. ირაკ­ლი 32 წლის არის, ოჯა­ხი არ ჰქონ­და შექ­მნი­ლი, მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. ადრე თურ­ქეთ­შიც იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ ახლა არც სა­ზღვა­რი აქვს გა­დაკ­ვე­თი­ლი.

ბოლო ერთი თვე ყო­ველ დი­ლით გამ­თე­ნი­ას გა­დი­ო­და სახ­ლი­დან. მის ტე­ლე­ფონს ინ­ტერ­ნე­ტი არ ჰქონ­და, იმ ღა­მით დე­და­ჩე­მის ტე­ლე­ფო­ნით აქვს ნა­თა­მა­შე­ვი 250 ლარი. სხვა თან­ხა არ აქვს წა­გე­ბუ­ლი. იქ­ნებ ერი­დე­ბა ახლა გა­მო­ჩე­ნა და სად­მე იმა­ლე­ბა. ვთხოვთ ყვე­ლას, თუ ვინ­მემ სად­მე ნახა ჩემი ძმა, მის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­როს. ძა­ლი­ან და­აკ­ვირ­დით მის ფო­ტოს, იქ­ნებ სად­მე შეგ­ხვდათ.

მივ­მარ­თავ ირაკ­ლის, - თუ სად­მე ხარ, გა­მოჩ­ნდი. ჩვენ მო­უთ­მენ­ლად გე­ლო­დე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მისი ძებ­ნა წყალ­ში მი­ა­ტო­ვეს, პო­ლი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, მა­ინც ვე­ძებ­თო, მაგ­რამ არამ­გო­ნია ეძებ­დნენ, ისიც არ ვიცი კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ყველ­გან ამო­ი­ღეს თუ არა, არა­ფე­რია სი­ახ­ლე, ყო­ვე­ლი ახა­ლი თვის და­სა­წყის­ში ვა­ახ­ლებთ საქ­მე­სო. არა­სო­დეს უთ­ქვამს თავს რომ მო­იკ­ლავ­და. დიდი თან­ხე­ბი არა­სო­დეს უთა­მა­შია. 20 ლარს თუ ითა­მა­შებ­და, ყვე­ლა­ზე დიდი 200 ლარი აქვს წა­გე­ბუ­ლი. ამ­ბობ­და, მე მო­ვე­რე­ვი ამ პრობ­ლე­მა­სო, მაგ­რამ თა­მა­ში მო­ე­რია ჩემს ძმას". იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

6 თვეა უშედეგოდ ეძებენ ფოთში დაკარგულ 32 წლის ირაკლი ჯაბუას. იგი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. 31 იანვარს, მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან დილით ადრე გავიდა, თუმცა მანქანებით დატვირთული ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონის ხიდთან, მიტოვებული იპოვეს. მას მერე საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში თითქმის 2 თვე მიმდინარეობდა, ჩართული იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებიც ჩაიყვანეს, მაგრამ ვერსად მიაგდეს კვალს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 6 თვის თავზეც არ არის ცნობილი, სად გაუჩინარდა ირაკლი ჯაბუა. ოჯახი ისევ იმედს ებღაუჭება. განადგურებული დედა და ნათესავები ფიქრობენ, რომ ის ცოცხალია და სამართალდამცავებს დაკარგულის პოვნაში დახმარებას ისევ თხოვენ.

ირაკლი ჯაბუას და, სოფო ჯაბუა:

"ირაკლი 31 იანვარს, დილით, 7-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან. ის გადამზიდი მანქანის მძღოლად მუშაობდა. იმ დილითაც თბილისში მანქანები ჰყავდა გადასაყვანი. ჩვენ სამსახურში გვეგონა, დედამ საღამოს 9 საათზე დაურეკა და ტელეფონს რომ არ პასუხობდა, შეშინდა, მერე მანქანის პატრონმა მოიძია მისი მანქანა და ფოთის გასასვლელთან, რიონის ხიდთან, სათვალთვალო კამერების წინ დაყენებული იპოვეს მანქანებით დატვირთული ევაკუატორი. ირაკლი კი არსად ჩანდა. თავიდან არ შეგვშინებია, ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, ამ ფაქტამდე ორჯერ მოიქცა ასე, ერთხელ ერთი დღით დაიკარგა, მეორედ - 3 დღის შემდეგ გამოჩნდა. ძალიან მორიდებული ადამიანია, საკუთარი დედის და დედ-მამიშვილებისაც კი ერიდება. ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, შევშინდით, ტელეფონზე ზარი მეორე დღესაც შუადღემდე გადიოდა. ტელეფონით წყალში რომ შესულიყო, ხომ გაითიშებოდა.

პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიით მიდის, მაგრამ 6 თვეა ვერც მკვდარი ვიპოვეთ და ვერც ცოცხალი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის წყალში ბევრი დაიხრჩო, მაგრამ ყველას ცხედარი იპოვეს, ჩემი ძმის კვალს კი ვერ ვაგნებთ. პოლიცია ახლაც გვეუბნება ვეძებთო, ზეგ ვართ ისევ დაბარებულები, მაგრამ არც ერთ მისვლაზე სიახლე არ გვხვდება. სრულ გაურკვევლობაში ვართ, თუ გარდაცვლილია, სადმე გამორიყავდა ცხედარს, ამიტომ ვფიქრობთ, იქნებ სადმე არის, ცოცხალია და იმალება. იმდენად მორიდებული ადამიანია, შეიძლება რცხვენია ახლა უკვე გამოჩენის, რადგან პოლიცია ჩაერთო და ამხელა ამბავი ატყდა.

- რა პრობლემები ჰქონდა მას?

- ირაკლის მტერი არ ჰყავდა, მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო. დიდი მოთამაშე არ იყო, მაგრამ 100 და 200 ლარს რომ წააგებდა, ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მერე ძალიან განიცდიდა, რცხვენოდა ოჯახის წევრების, მშობლების, იმ დღეს მანქანაში დიზელის საწვავის ჩასასხმელი ფული 200 ლარი ჰქონდა ჯიბეში და თავისი 50 ლარი. ირკვევა, ვიდრე რეისზე წავიდოდა იმ ღამით ეს თანხა წააგო, მერე მანქანაში რომ ჩაესხა საწვავი, ეტყობა ამის ფული არ ჰქონდა. მას შეეძლო ნისიადაც ჩაესხა საწვავი, მაგრამ ეს რატომ არ გააკეთა. ან მოერიდა დედაჩემის, ან მანქანის მეპატრონის. მას შემდეგ სად გაუჩინარდა, არ ვიცით. ამიტომ პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ამიტომ ეძებდნენ წყალში. ირაკლი 32 წლის არის, ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი, მშრომელი ბიჭი იყო. ადრე თურქეთშიც იყო წასული სამუშაოდ, მაგრამ ახლა არც საზღვარი აქვს გადაკვეთილი.

ბოლო ერთი თვე ყოველ დილით გამთენიას გადიოდა სახლიდან. მის ტელეფონს ინტერნეტი არ ჰქონდა, იმ ღამით დედაჩემის ტელეფონით აქვს ნათამაშევი 250 ლარი. სხვა თანხა არ აქვს წაგებული. იქნებ ერიდება ახლა გამოჩენა და სადმე იმალება. ვთხოვთ ყველას, თუ ვინმემ სადმე ნახა ჩემი ძმა, მის პოვნაში დაგვეხმაროს. ძალიან დააკვირდით მის ფოტოს, იქნებ სადმე შეგხვდათ.

მივმართავ ირაკლის, - თუ სადმე ხარ, გამოჩნდი. ჩვენ მოუთმენლად გელოდებით და ყველაფერი კარგად იქნება. მისი ძებნა წყალში მიატოვეს, პოლიციაში ამბობენ, მაინც ვეძებთო, მაგრამ არამგონია ეძებდნენ, ისიც არ ვიცი კამერების ჩანაწერები ყველგან ამოიღეს თუ არა, არაფერია სიახლე, ყოველი ახალი თვის დასაწყისში ვაახლებთ საქმესო. არასოდეს უთქვამს თავს რომ მოიკლავდა. დიდი თანხები არასოდეს უთამაშია. 20 ლარს თუ ითამაშებდა, ყველაზე დიდი 200 ლარი აქვს წაგებული. ამბობდა, მე მოვერევი ამ პრობლემასო, მაგრამ თამაში მოერია ჩემს ძმას". იხილეთ სრულად

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ

თბილისში მორიგ ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა - ბიჭი სკუტერით გადაადგილდებოდა