საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ
სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ

2020 წელს, 1-ლი იან­ვრი­დან 30 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 54 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა. მათ­გან 34 -ს მი­აგ­ნეს, სამ­წუ­ხა­როდ, 8 გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მოჩ­ნდა, და­ნარ­ჩენ 20 ადა­მი­ანს კი დღემ­დე ეძე­ბენ, მათ შო­რის 3 არას­რულ­წლო­ვანს.

ამ სტა­ტის­ტი­კა­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და სვა­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი 13 წლის მო­ზარ­დი, რად­გან სტა­ტის­ტი­კა 30 ივ­ნისს არის შედ­გე­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ამ ეტაპ­ზე უკვე 4 არას­რულ­წლო­ვანს ეძე­ბენ.

მძი­მეა გა­სუ­ლი წლის სტა­ტის­ტი­კაც, 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 195 ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ შო­რის თბი­ლის­ში 59 ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, და­კარ­გუ­ლი 195 პი­რი­დან, 123 იპო­ვეს, მათ შო­რის 10 გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, გა­სულ წელს და­კარ­გულ 62 ადა­მი­ანს კი კვლავ ეძე­ბენ.

შსს-ის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 1973 წლი­დან 2020 წლის 30 ივ­ნი­სამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ და­ი­კარ­გა 6025 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 5039 ადა­მი­ა­ნის კვალს მი­აგ­ნეს. ამ დრომ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა 986 ადა­მი­ა­ნი. სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 34% ქა­ლია, მათ­გან 204 ქა­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია, ხოლო და­კარ­გულ­თა 66% კი მა­მა­კა­ცია. სულ კი 782 მა­მა­კა­ცი ით­ვლე­ბა უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად.

1973 წლი­დან 2020 წლის ივ­ნი­სამ­დე 31 არას­რულ­წლო­ვა­ნია და­კარ­გუ­ლი, ვისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნაც ვერ ხერ­ხდე­ბა.

პი­რის უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს გზით ხდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუ პი­რის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას, სა­სა­მარ­თლო მას უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლის სტა­ტუსს ანი­ჭებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი პირი დაბ­რუნ­და ან მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის აღ­მო­ჩე­ნა მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უქ­მდე­ბა.

მძი­მეა იმ ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხის წევ­რებს ეძე­ბენ.

  • სად გაქ­რა ილია ფილ­ფა­ნი?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 12 დღეა ეძე­ბენ სვა­ნეთ­ში და­კარ­გულ 13 წლის მო­ზარდს, ილია ფილ­ფანს. ბავ­შვი 18 ივ­ლისს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ვი­და და მას მერე მისი კვა­ლი სო­ფელ ლენ­ჯე­რი­დან ქრე­ბა. ბიჭს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის არ უთ­ქვამს, თუ სად მი­დი­ო­და.

ილი­ას მუქი ფე­რის ტან­საც­მე­ლი ეცვა და თავ­ზე კეპი ეხუ­რა. ძებ­ნა მა­მამ მა­ლე­ვე და­ი­წყო, მთე­ლი სო­ფე­ლი მო­ი­ა­რა, მაგ­რამ შვი­ლის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნო. სა­ეჭ­ვო მხო­ლოდ ერთი გა­რე­მო­ე­ბა იყო, მა­მამ სახ­ლი­დან ერთ კი­ლო­მეტრში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რი­დან 50 მეტრში, ვე­ლო­სი­პე­დის კვა­ლი ნახა, ის კვალს გაყ­ვა და შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად ტყე­ში შე­ვი­და, იქ ვე­რა­ვინ რომ ვერ ნახა, მა­ლე­ვე უკან გა­მობ­რუნ­და. მა­შინ შე­ნიშ­ნა, რომ ამ­ჯე­რად ვე­ლო­სი­პე­დის ნაკ­ვა­ლე­ვი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩან­და, ამი­ტომ ახ­ლობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ბიჭი მა­მას და­ე­მა­ლა. თუმ­ცა ეს იყო თუ არა რე­ა­ლუ­რად ილია ფილ­ფა­ნის ვე­ლო­სი­პე­დის ნაკ­ვა­ლე­ვი, ზუს­ტად არა­ვინ იცის. მა­მამ იმა­ვე სა­ღა­მოს, 11 სა­ათ­ზე, 112-ში და­რე­კა და დახ­მა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს სთხო­ვა. მას მერე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად, 80-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი ჩა­ერ­თო და და­კარ­გულს ყველ­გან ეძე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით სვა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მათ შო­რის ბავ­შვს ეძე­ბენ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზეც, თბი­ლის­შიც. პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­ან­თი გზე­ბით ეძებს მო­ზარდს სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და ნა­თე­სა­ვე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს, არა­ვინ იცის სად გა­უ­ჩი­ნარ­და ბავ­შვი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ილია ფილ­ფა­ნი მეს­ტი­ი­სა და სო­ფელ ლენ­ჯე­რის შე­მო­გა­რენ­ში მთე­ბი­დან ვე­ლო­სი­პე­დით ხში­რად ეშ­ვე­ბო­და. ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაც, თუმ­ცა ოჯა­ხი იმედს არ კარ­გავს, რომ მათი შვი­ლი ცო­ცხა­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა საქ­მე­ზე 143-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს. ცნო­ბი­ლია, რომ ბავ­შვმა ქარ­თუ­ლი არ იცის. ის ბე­ბი­ას­თან სტუმ­რად იყო ჩა­მო­სუ­ლი. თუ ვინ­მემ რამე იცის ილია ფილ­ფა­ნის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ, გთხოვთ დარ­ე­კოთ 112-ში, ან და­უ­კავ­შირ­დეთ მის ახ­ლობ­ლებს ამ ნომ­რებ­ზე: 595 40 96 84; 591 54 26 53.

  • "ირაკ­ლი, გა­მოჩ­ნდი!"

6 თვეა ასე­ვე უშე­დე­გოდ ეძე­ბენ ფოთ­ში და­კარ­გულ 32 წლის ირაკ­ლი ჯა­ბუ­ას. იგი გა­დამ­ზი­და­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. 31 იან­ვარს, მო­რი­გი რე­ი­სის შე­სას­რუ­ლებ­ლად სახ­ლი­დან დი­ლით ადრე გა­ვი­და, თუმ­ცა მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ქა­ლა­ქის გა­სას­ვლელ­ში, მდი­ნა­რე რი­ო­ნის ხიდ­თან მი­ტო­ვე­ბუ­ლი იპო­ვეს. მას მერე სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე რი­ონ­ში თით­ქმის 2 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ მყვინ­თა­ვე­ბი, სპე­ცტექ­ნი­კა, ასე­ვე კა­ტე­რი, რო­მე­ლიც ფსკერს ას­კა­ნე­რებს. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თბი­ლი­სი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლე­ბიც ჩა­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ვერ­სად მი­აგ­დეს კვალს. შს სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს, 6 თვის თავ­ზეც არ არის ცნო­ბი­ლი სად გა­უ­ჩი­ნარ­და ირაკ­ლი ჯა­ბუა. ოჯა­ხი ისევ იმედს ებღა­უ­ჭე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა და ნა­თე­სა­ვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ის ცო­ცხა­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­კარ­გუ­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ისევ თხო­ვენ.

ირაკ­ლი ჯა­ბუ­ას და, სოფო ჯა­ბუა:

"ირაკ­ლი 31 იან­ვარს, დი­ლით, 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან. ის გა­დამ­ზი­დი მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. იმ დი­ლი­თაც თბი­ლის­ში მან­ქა­ნე­ბი ჰყავ­და გა­და­საყ­ვა­ნი. ჩვენ სამ­სა­ხურ­ში გვე­გო­ნა, დე­დამ სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე და­უ­რე­კა და ტე­ლე­ფონს რომ არ პა­სუ­ხობ­და, შე­შინ­და, მერე მან­ქა­ნის პატ­რონ­მა მო­ი­ძია მისი მან­ქა­ნა და ფო­თის გა­სას­ვლელ­თან, რი­ო­ნის ხიდ­თან, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის წინ და­ყე­ნე­ბუ­ლი იპო­ვეს მან­ქა­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ევა­კუ­ა­ტო­რი. ირაკ­ლი კი არ­სად ჩან­და. თა­ვი­დან არ შეგ­ვში­ნე­ბია, ვი­ფიქ­რეთ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ამ ფაქ­ტამ­დე ორ­ჯერ მო­იქ­ცა ასე, ერთხელ ერთი დღით და­ი­კარ­გა, მე­ო­რედ - 3 დღის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, სა­კუ­თა­რი დე­დის და დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბი­საც კი ერი­დე­ბა. ვი­ფიქ­რეთ გა­მოჩ­ნდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ო­რე დღე­საც რომ არ გა­მოჩ­ნდა, შევ­შინ­დით, ტე­ლე­ფონ­ზე ზარი მე­ო­რე დღე­საც შუა დღემ­დე გა­დი­ო­და. ტე­ლე­ფო­ნით წყალ­ში რომ შე­სუ­ლი­ყო, ხომ გა­ი­თი­შე­ბო­და.

პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ით მი­დის, მაგ­რამ 6 თვეა ვერც მკვდა­რი ვი­პო­ვეთ და ვერც ცო­ცხა­ლი. მას შემ­დეგ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­კარ­გა, მათ შო­რის წყალ­ში ბევ­რი და­იხ­რჩო, მაგ­რამ ყვე­ლას ცხე­და­რი იპო­ვეს, ჩემი ძმის კვალს კი ვერ ვაგ­ნებთ. პო­ლი­ცია ახ­ლაც გვე­უბ­ნე­ბა, ვე­ძებ­თო, ზეგ ვართ ისევ და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ არც ერთ მის­ვლა­ზე სი­ახ­ლე არ გვხვდე­ბა. სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ, თუ გარ­დაც­ვლი­ლია სად­მე, გა­მო­რი­ყავ­და ცხე­დარს, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, იქ­ნებ სად­მე არის, ცო­ცხა­ლია და იმა­ლე­ბა. იმ­დე­ნად მო­რი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, შე­იძ­ლე­ბა რცხვე­ნია ახლა უკვე გა­მო­ჩე­ნის, რად­გან პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი ატყდა.

- რა პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და მას?

- ირაკ­ლის მტე­რი არ ჰყავ­და, მისი პრობ­ლე­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იყო. დიდი მო­თა­მა­შე არ იყო, მაგ­რამ 100 და 200 ლარს რომ წა­ა­გებ­და, ეს მის­თვის დიდი ტრა­გე­დია იყო. მერე ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რცხვე­ნო­და ოჯა­ხის წევ­რე­ბის, მშობ­ლე­ბის, იმ დღეს მან­ქა­ნა­ში დი­ზე­ლის საწ­ვა­ვის ჩა­სას­ხმე­ლი ფული 200 ლარი ჰქონ­და ჯი­ბე­ში და თა­ვი­სი 50 ლარი. ირ­კვე­ვა, ვიდ­რე რე­ის­ზე წა­ვი­დო­და, იმ ღა­მით ეს თან­ხა წა­ა­გო, მერე მან­ქა­ნა­ში რომ ჩა­ეს­ხა საწ­ვა­ვი, ეტყო­ბა ამის ფული არ ჰქონ­და. მას შე­ეძ­ლო ნი­სი­ა­დაც ჩა­ეს­ხა საწ­ვა­ვი, მაგ­რამ ეს რა­ტომ არ გა­ა­კე­თა. ან მო­ე­რი­და დე­და­ჩე­მის, ან მან­ქა­ნის მე­პატ­რო­ნის. მას შემ­დეგ სად გა­უ­ჩი­ნარ­და, არ ვი­ცით. ამი­ტომ პო­ლი­ცია თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლავს, ამი­ტომ ეძებ­დნენ წყალ­ში. ირაკ­ლი 32 წლის არის, ოჯა­ხი არ ჰქონ­და შექ­მნი­ლი, მშრო­მე­ლი ბიჭი იყო. ადრე თურ­ქეთ­შიც იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ ახლა არც სა­ზღვა­რი აქვს გა­დაკ­ვე­თი­ლი.

ბოლო ერთი თვე ყო­ველ დი­ლით გამ­თე­ნი­ას გა­დი­ო­და სახ­ლი­დან. არ ვიცი რა ვი­ფიქ­რო, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი იყო, თო­რემ 100 და 200 ლა­რის­თვის თავს ვინ იკ­ლავს. მის ტე­ლე­ფონს ინ­ტერ­ნე­ტი არ ჰქონ­და, იმ ღა­მით დე­და­ჩე­მის ტე­ლე­ფო­ნით აქვს ნა­თა­მა­შე­ვი 250 ლარი. სხვა თან­ხა არ აქვს წა­გე­ბუ­ლი. იქ­ნებ ერი­დე­ბა ახლა გა­მო­ჩე­ნა და სად­მე იმა­ლე­ბა. ვთხოვთ ყვე­ლას, თუ ვინ­მემ სად­მე ნახა ჩემი ძმა, მის პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­როს. ძა­ლი­ან და­აკ­ვირ­დით მის ფო­ტოს, იქ­ნებ სად­მე შეგ­ხვდათ.

მივ­მარ­თავ ირაკ­ლის, - თუ სად­მე ხარ, გა­მოჩ­ნდი. ჩვენ მო­უთ­მენ­ლად გე­ლო­დე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მისი ძებ­ნა წყალ­ში მი­ა­ტო­ვეს, პო­ლი­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, მა­ინც ვე­ძებ­თო, მაგ­რამ არა მგო­ნია ეძებ­დნენ, ისიც არ ვიცი კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ყველ­გან ამო­ი­ღეს თუ არა, არა­ფე­რია სი­ახ­ლე, ყო­ვე­ლი ახა­ლი თვის და­სა­წყის­ში ვა­ახ­ლებთ საქ­მე­სო. არა­სო­დეს უთ­ქვამს თავს რომ მო­იკ­ლავ­და. დიდი თან­ხე­ბი არა­სო­დეს უთა­მა­შია. 20 ლარს თუ ითა­მა­შებ­და, ყვე­ლა­ზე დიდი 200 ლარი აქვს წა­გე­ბუ­ლი. ამ­ბობ­და, მე მო­ვე­რე­ვი ამ პრობ­ლე­მა­სო, მაგ­რამ თა­მა­ში მო­ე­რია ჩემს ძმას".

  • "ვერ გა­ვი­გე, ცამ ჩაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი? შე­იძ­ლე­ბა ასე იკარ­გე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი?"

ჯა­ბუ­ე­ბის ოჯა­ხის­გან გან­სხვა­ვე­ბით მა­რი­ამ (ციცო) ლა­ზაშ­ვი­ლი, 7 წლის შემ­დე­გაც ეძებს და­კარ­გულ შვილს. ოთარ ლა­ზაშ­ვი­ლი 22 წლის მწყემ­სი იყო, მთებ­ში ცხვა­რი ყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი და 15 მა­ისს გა­უ­ჩი­ნარ­და დუ­შე­თის მთე­ბი­დან. მას შემ­დეგ ოჯახ­მა მოს­ვე­ნე­ბა და­კარ­გა. ძა­ლი­ან უჭირს დე­დას დღემ­დე შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, ცრემ­ლებს ვე­ღარ იკა­ვებს. წლე­ბის შემ­დეგ ისევ რომ და­ვუ­კავ­შირ­დით, გა­ი­ხა­რა, გვთხო­ვა მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მიგ­ვე­თი­თე­ბი­ნა სტა­ტი­ის­თვის. ეს 7 წელი შვი­ლის ძებ­ნა­ში გა­ა­ტა­რა, ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია თვი­თონ გა­და­ა­მოწ­მა, ვინ იცის რამ­დენ­ჯერ და­უ­რე­კეს ტე­ლე­ფონ­ზე და უთხრეს, რომ მისი შვი­ლი ნა­ხეს, ყვე­ლა ად­გი­ლას მი­ვი­და, თა­ვი­სი ფე­ხით აქვს მოვ­ლი­ლი ის მთე­ბიც, სა­ი­და­ნაც მისი შვი­ლის კვა­ლი ქრე­ბა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

მა­რი­ამ (ციცო) ლა­ზაშ­ვი­ლი:

"7 წელი გა­ვი­და ჩემი ოთა­რის და­კარ­გვი­დან, ახლა 29 წლის არის, არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, გული მიკ­ვდე­ბა, არა­ფე­რი ვიცი მას­ზე. ახ­ლაც უნდა წა­ვი­დე სახ­ლი­დან ისევ მის სა­ძებ­ნე­ლად, მაგ­რამ სად მივ­დი­ვარ, ისიც არ ვიცი, მა­ინც უნდა მო­ვი­ა­რო ის ად­გი­ლე­ბი, იქ­ნებ სად­მე რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვი­პო­ვო. ვეხ­ვე­წე­ბი ყვე­ლას, იქ­ნებ და­მეხ­მა­როთ, იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი გა­მი­ჩი­ნა ახლა თქვენ­მა ზარ­მა, ისევ გა­ავ­რცე­ლეთ ჩემი შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი, იქ­ნებ ვინ­მემ სად­მე ნახა, იქ­ნებ ვინ­მემ რამე იცის. არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო. ვინ იცის, ეს წლე­ბი რამ­დენ­ჯერ ვარ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ ეს არ არის გა­მო­ძი­ე­ბა. თა­რო­ზე და­დე­ბუ­ლია ეს საქ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, იმ­დე­ნი სახ­სრე­ბია და­ხარ­ჯუ­ლი და ვერ ვი­პო­ვე­თო.

მა­შინ ვი­საც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლად ვთვლი­დით, იმ ხალ­ხმა ყვე­ლამ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, მო­ი­ა­რეს უცხო­ე­თი, უკა­ნაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბევ­რი ცი­ხე­შიც წა­ვი­და და გა­მო­ვი­და კი­დეც, მაგ­რამ ამ საქ­მე­ზე არა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლა. მე მა­ინც ჩემი გზე­ბით ვცდი­ლობ ძებ­ნა გა­ვაგ­რძე­ლო.

ჩემი და­ნა­შა­უ­ლი ის არის, რომ პა­ტი­ო­სა­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე შვი­ლი გავ­ზარ­დე. რომ გა­მე­ზარ­და ცუდი შვი­ლი, ცი­ხე­ში იქ­ნე­ბო­და და ცო­ცხა­ლი მა­ინც მე­ყო­ლე­ბო­და. 5 წელი შვი­ლი არ მყავ­და. ოთა­რი ჩემი ნა­ნატ­რი შვი­ლი იყო. მერე გო­გო­ნაც გა­მიჩ­ნდა, ბედ­ნი­ე­რე­ბი ვცხოვ­რობ­დით. გურ­ჯა­ან­ში, კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ვმუ­შა­ობ მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად. ძი­რი­თა­დად ხე­ლოვ­ნე­ბა იყო ჩემი ოჯა­ხის საზ­რდო. გო­გო­ნა მო­ცეკ­ვა­ვეა, ოთა­რიც ცეკ­ვავ­და, მაგ­რამ მოს­წონ­და პა­ტა­რა ასა­კი­დან მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა... სულ შრო­მობ­და, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია, სა­ო­ცარ რა­ღა­ცე­ებს ძერ­წავ­და. მაგ­რამ მისი ოც­ნე­ბა იყო, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი სა­ქო­ნე­ლი ჰყო­ლო­და. ბავ­შვი საჭ­მელს არ შე­ჭამ­და, ტან­საც­მელს არ იყიდ­და, ფულს აგ­რო­ვებ­და და იმ ფუ­ლით ხან კვიცს ყი­დუ­ლობ­და, ხან - ხბოს, ხან - ცხვარს. ასე მო­ამ­რავ­ლა სა­ქო­ნე­ლი. ზა­ფხულ­ში ცხვა­რი მთა­ში დაჰ­ყავ­და, მაგ­რამ ეს მთა, სა­დაც შვი­ლი და­მე­კარ­გა, უცხო იყო მის­თვის, იქ პირ­ვე­ლად წა­ვი­და. ნა­უც­ბა­დე­ვად მო­უხ­და წას­ვლა და შვი­ლის და­კარ­გვა­ში სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ვიცი, ამ შეც­დო­მას სა­კუ­თარ თავს ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ. ძა­ლი­ან ვთხო­ვე ჩემს შვილს მთა­ში წა­სუ­ლი­ყო და ცხვრე­ბი წა­ეყ­ვა­ნა. მას წას­ვლა არ უნ­დო­და. რო­გორც მი­თხრეს, იმ პე­რი­ოდ­ში გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ო­ბა­ში 23 კა­ცის ხელ­მო­წე­რით შე­ვი­და გან­ცხა­დე­ბა. წერ­დნენ, შე­იძ­ლე­ბა ოთა­რის ცხვრებ­მა ჩვე­ნი ნაკ­ვე­თე­ბი და­ა­ზი­ა­ნო­სო, ამი­ტომ გამ­გე­ო­ბამ ჩემს შვილს 10 დღი­ა­ნი ვადა მის­ცა, რომ ცხვრე­ბი გა­ეყ­ვა­ნა სოფ­ლი­დან. ეს რომ გა­ვი­გე, ვუ­თხა­რი, გა­იყ­ვა­ნე-მეთ­ქი. არა­და, ღე­ლეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აბა­ლა­ხებ­და ცხვრებს. ის ტე­რი­ტო­რია თა­ვი­სი ხე­ლით მო­ა­წყო, არა­ვის არა­ფერს უფუ­ჭებ­და. თა­ვი­სი ხე­ლით აი­შე­ნა სად­გო­მი, ბავ­შვი სულ შრო­მობ­და. ღა­მის სამ სა­ათ­ზე და­ვა­დე­ქი თავ­ზე, დედი, გეხ­ვე­წე­ბი გა­იყ­ვა­ნე ცხვრე­ბი, შენ არ გაქვს უფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას რამე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო-მეთ­ქი. ხათ­რი მა­ინც ვერ გა­მი­ტე­ხა და 3 მა­ისს სო­ფელ ჩუმ­ლა­ყი­დან წა­ვი­და. 10 დღე გზა­ში იარა და ბო­ლოს დუ­შე­თის მთებ­ში, ბა­რი­სა­ხოს­თან და­ბა­ნაკ­და. სოფ­ლი­დან 3 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით, სა­ბერ­წეს მთებს ეძა­ხი­ან და იქ იყო. მას­თან ერ­თად ორი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ბიჭი იყო, უბ­რა­ლოდ იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მე­გობ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან. იქ ჩემი მე­უღ­ლეც ავი­და. 15 მა­ისს სა­ღა­მოს უნდა წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ მამა-შვი­ლი სო­ფელ­ში, რომ ბარ­გი წა­ე­ღოთ. ამ­ბო­ბენ, რომ ოთა­რი სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე მარ­ტო წა­მო­ვი­და და მას მერე ბავ­შვი და­ი­კარ­გა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმ დღეს იქ რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რა­საც დღემ­დე მი­მა­ლა­ვენ. ვერ გა­ვი­გე, ცამ ცაყ­ლა­პა ჩემი შვი­ლი? შე­იძ­ლე­ბა ასე იკარ­გე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი?

და­მეხ­მა­რეთ ან ცო­ცხა­ლი მა­პოვ­ნი­ნეთ, ან მკვდა­რი, ან და­მა­ნა­ხეთ ჩემი შვი­ლის მკვლე­ლი. ჩემი მე­უღ­ლე ამ­ბობს, ოთა­რი რომ წა­ვი­და, ცოტა ხან­ში ბი­ჭე­ბი ცხე­ნე­ბით გა­მო­ე­დევ­ნენ, რომ და­წე­ოდ­ნე­ნო, მაგ­რამ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ვერ ვი­პო­ვე­თო. მე­ო­რე დღეს­ვე ავ­ტე­ხე გან­გა­ში, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დი, ეძებ­და 5 კაცი, ვერ იპო­ვეს, მერე ამინ­დე­ბიც გა­ფუჭ­და და ბავ­შვი ვე­ღარ­სად ვნა­ხეთ.

ერთხელ მი­თხრეს, ზეს­ტა­ფონ­ში უნა­ხავ­თო, იქაც ჩა­ვე­დი ამ­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, მაგ­რამ სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა, ვი­ღა­ცას მი­ამ­სგავ­სეს და ის ბიჭი მარ­თლა ისე ჰგავს ჩემს ოთარს, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. ვფიქ­რობ, ჩემს შვილს ან და­ა­წე­რეს ცხვა­რი და არ და­ი­წე­რა, ან და­ი­ნა­ხა ისე­თი რამე, რაც არ უნდა და­ე­ნა­ხა და მო­ი­შო­რეს. ან მე­სა­მე ვერ­სი­ით, შე­მო­აკ­ვდათ, თუ სად­მე ცო­ცხა­ლია, აქამ­დე გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

იმ დღეს­ვე რომ ემოქ­მე­და პო­ლი­ცი­ას, დრო­უ­ლად რომ და­ედ­გი­ნათ ვინ სად წა­ვი­და და რა გა­ა­კე­თეს, რა­ტომ არ იყ­ვნენ ის სხვე­ბი თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე, გა­ირ­კვე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი სა­ხელ­მწი­ფო ასე თუ მო­მექ­ცე­ო­და.

ჩემი უდი­დე­სი თხოვ­ნაა, სი­მარ­თლე მი­თხრან. ყრუც ვიქ­ნე­ბი, მუნ­ჯიც ვიქ­ნე­ბი და არა­ვის გავ­ცემ, ოღონდ მი­მას­წავ­ლონ ჩემი შვი­ლი სად არის. ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი ვარ, ოღონდ ვინ­მე გა­მოჩ­ნდეს და სი­მარ­თლე გა­ვი­გო, საფ­ლავ­ში ჩა­ვი­ტან ამ სი­მარ­თლეს, ოღონდ ვი­ცო­დე ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი. გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა სა­ში­ნე­ლე­ბაა. გეხ­ვე­წე­ბით, მი­უ­თი­თეთ ჩემი ნო­მე­რი, იქ­ნებ და­მირ­ე­კონ და რამე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი მი­თხრან".

თუ ვინ­მემ რამე იცით, ოთარ ლა­ზაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, გთხოვთ და­უ­კავ­შირ­დეთ მის დე­დას ამ ნო­მერ­ზე: 599509063. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ბევ­რი და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯა­ხი ავ­რცე­ლებს მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. სად ქრე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ასე უკ­ვა­ლოდ, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხე­ბი არ ჩანს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sniper
11

აკრძალეთ აზარტული თამაშები და მინიმუმ განახევრდება თვითმკვლელობის სტატისტიკა.

ბობოქარი
28

მთავრობა ვალდებული

არის გასცეს სრული პასუხი

სად იკარგებიან ადამიანები??

აღკვეთონ კრიმინალი და უკანონო ქმედებები

გასკდა გული.მალე დასაკარგიც აღარ ეყოლება,ამ პატარა ქვეყანას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ

2020 წელს, 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, საქართველოში სულ 54 ადამიანი დაიკარგა. მათგან 34 -ს მიაგნეს, სამწუხაროდ, 8 გარდაცვლილი აღმოჩნდა, დანარჩენ 20 ადამიანს კი დღემდე ეძებენ, მათ შორის 3 არასრულწლოვანს.

ამ სტატისტიკაში ვერ მოხვდებოდა სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდი, რადგან სტატისტიკა 30 ივნისს არის შედგენილი, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უკვე 4 არასრულწლოვანს ეძებენ.

მძიმეა გასული წლის სტატისტიკაც, 2019 წელს საქართველოში სულ 195 ადამიანი დაიკარგა, მათ შორის თბილისში 59 ადამიანი გაუჩინარდა, დაკარგული 195 პირიდან, 123 იპოვეს, მათ შორის 10 გარდაცვლილი ნახეს, გასულ წელს დაკარგულ 62 ადამიანს კი კვლავ ეძებენ.

შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 1973 წლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე საქართველოში სულ დაიკარგა 6025 ადამიანი, აქედან 5039 ადამიანის კვალს მიაგნეს. ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 986 ადამიანი. სტატისტიკის თანახმად, ამ წლების განმავლობაში დაკარგული ადამიანების 34% ქალია, მათგან 204 ქალის ადგილსამყოფელი დღემდე დაუდგენელია, ხოლო დაკარგულთა 66% კი მამაკაცია. სულ კი 782 მამაკაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

1973 წლიდან 2020 წლის ივნისამდე 31 არასრულწლოვანია დაკარგული, ვისი ადგილსამყოფელის დადგენაც ვერ ხერხდება.

პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს გზით ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას, სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსს ანიჭებს. იმ შემთხვევაში, თუკი დაკარგულად აღიარებული პირი დაბრუნდა ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენა მოხდება, სასამართლოს გადაწყვეტილება უქმდება.

მძიმეა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ.

  • სად გაქრა ილია ფილფანი?

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 12 დღეა ეძებენ სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს, ილია ფილფანს. ბავშვი 18 ივლისს, დილის 11 საათზე, საცხოვრებელი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას მერე მისი კვალი სოფელ ლენჯერიდან ქრება. ბიჭს ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამს, თუ სად მიდიოდა.

ილიას მუქი ფერის ტანსაცმელი ეცვა და თავზე კეპი ეხურა. ძებნა მამამ მალევე დაიწყო, მთელი სოფელი მოიარა, მაგრამ შვილის კვალს ვერსად მიაგნო. საეჭვო მხოლოდ ერთი გარემოება იყო, მამამ სახლიდან ერთ კილომეტრში, მდინარე ენგურიდან 50 მეტრში, ველოსიპედის კვალი ნახა, ის კვალს გაყვა და შვილის საძებნელად ტყეში შევიდა, იქ ვერავინ რომ ვერ ნახა, მალევე უკან გამობრუნდა. მაშინ შენიშნა, რომ ამჯერად ველოსიპედის ნაკვალევი საპირისპირო მიმართულებით ჩანდა, ამიტომ ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ბიჭი მამას დაემალა. თუმცა ეს იყო თუ არა რეალურად ილია ფილფანის ველოსიპედის ნაკვალევი, ზუსტად არავინ იცის. მამამ იმავე საღამოს, 11 საათზე, 112-ში დარეკა და დახმარება სამართალდამცავებს სთხოვა. მას მერე სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად, 80-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო და დაკარგულს ყველგან ეძებენ, განსაკუთრებით სვანეთის ტერიტორიაზეა გაძლიერებული სამძებრო სამუშაოები. მათ შორის ბავშვს ეძებენ ზღვის სანაპიროზეც, თბილისშიც. პარალელურად თავიანთი გზებით ეძებს მოზარდს სოფლის მოსახლეობა და ნათესავები, მაგრამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს, არავინ იცის სად გაუჩინარდა ბავშვი. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ილია ფილფანი მესტიისა და სოფელ ლენჯერის შემოგარენში მთებიდან ველოსიპედით ხშირად ეშვებოდა. ამიტომ აქტიურად განიხილება უბედური შემთხვევაც, თუმცა ოჯახი იმედს არ კარგავს, რომ მათი შვილი ცოცხალია. გამოძიება საქმეზე 143-ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ცნობილია, რომ ბავშვმა ქართული არ იცის. ის ბებიასთან სტუმრად იყო ჩამოსული. თუ ვინმემ რამე იცის ილია ფილფანის ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დარეკოთ 112-ში, ან დაუკავშირდეთ მის ახლობლებს ამ ნომრებზე: 595 40 96 84; 591 54 26 53.

  • "ირაკლი, გამოჩნდი!"

6 თვეა ასევე უშედეგოდ ეძებენ ფოთში დაკარგულ 32 წლის ირაკლი ჯაბუას. იგი გადამზიდავი ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. 31 იანვარს, მორიგი რეისის შესასრულებლად სახლიდან დილით ადრე გავიდა, თუმცა მანქანებით დატვირთული ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონის ხიდთან მიტოვებული იპოვეს. მას მერე საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში თითქმის 2 თვე მიმდინარეობდა, ჩართული იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა, ასევე კატერი, რომელიც ფსკერს ასკანერებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშველებთან ერთად სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველებიც ჩაიყვანეს, მაგრამ ვერსად მიაგდეს კვალს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 6 თვის თავზეც არ არის ცნობილი სად გაუჩინარდა ირაკლი ჯაბუა. ოჯახი ისევ იმედს ებღაუჭება. განადგურებული დედა და ნათესავები ფიქრობენ, რომ ის ცოცხალია და სამართალდამცავებს დაკარგულის პოვნაში დახმარებას ისევ თხოვენ.

ირაკლი ჯაბუას და, სოფო ჯაბუა:

"ირაკლი 31 იანვარს, დილით, 7-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან. ის გადამზიდი მანქანის მძღოლად მუშაობდა. იმ დილითაც თბილისში მანქანები ჰყავდა გადასაყვანი. ჩვენ სამსახურში გვეგონა, დედამ საღამოს 9 საათზე დაურეკა და ტელეფონს რომ არ პასუხობდა, შეშინდა, მერე მანქანის პატრონმა მოიძია მისი მანქანა და ფოთის გასასვლელთან, რიონის ხიდთან, სათვალთვალო კამერების წინ დაყენებული იპოვეს მანქანებით დატვირთული ევაკუატორი. ირაკლი კი არსად ჩანდა. თავიდან არ შეგვშინებია, ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, ამ ფაქტამდე ორჯერ მოიქცა ასე, ერთხელ ერთი დღით დაიკარგა, მეორედ - 3 დღის შემდეგ გამოჩნდა. ძალიან მორიდებული ადამიანია, საკუთარი დედის და დედ-მამიშვილებისაც კი ერიდება. ვიფიქრეთ გამოჩნდებოდა, მაგრამ მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, შევშინდით, ტელეფონზე ზარი მეორე დღესაც შუა დღემდე გადიოდა. ტელეფონით წყალში რომ შესულიყო, ხომ გაითიშებოდა.

პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიით მიდის, მაგრამ 6 თვეა ვერც მკვდარი ვიპოვეთ და ვერც ცოცხალი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი დაიკარგა, მათ შორის წყალში ბევრი დაიხრჩო, მაგრამ ყველას ცხედარი იპოვეს, ჩემი ძმის კვალს კი ვერ ვაგნებთ. პოლიცია ახლაც გვეუბნება, ვეძებთო, ზეგ ვართ ისევ დაბარებულები, მაგრამ არც ერთ მისვლაზე სიახლე არ გვხვდება. სრულ გაურკვევლობაში ვართ, თუ გარდაცვლილია სადმე, გამორიყავდა ცხედარს, ამიტომ ვფიქრობთ, იქნებ სადმე არის, ცოცხალია და იმალება. იმდენად მორიდებული ადამიანია, შეიძლება რცხვენია ახლა უკვე გამოჩენის, რადგან პოლიცია ჩაერთო და ამხელა ამბავი ატყდა.

- რა პრობლემები ჰქონდა მას?

- ირაკლის მტერი არ ჰყავდა, მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო. დიდი მოთამაშე არ იყო, მაგრამ 100 და 200 ლარს რომ წააგებდა, ეს მისთვის დიდი ტრაგედია იყო. მერე ძალიან განიცდიდა, რცხვენოდა ოჯახის წევრების, მშობლების, იმ დღეს მანქანაში დიზელის საწვავის ჩასასხმელი ფული 200 ლარი ჰქონდა ჯიბეში და თავისი 50 ლარი. ირკვევა, ვიდრე რეისზე წავიდოდა, იმ ღამით ეს თანხა წააგო, მერე მანქანაში რომ ჩაესხა საწვავი, ეტყობა ამის ფული არ ჰქონდა. მას შეეძლო ნისიადაც ჩაესხა საწვავი, მაგრამ ეს რატომ არ გააკეთა. ან მოერიდა დედაჩემის, ან მანქანის მეპატრონის. მას შემდეგ სად გაუჩინარდა, არ ვიცით. ამიტომ პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, ამიტომ ეძებდნენ წყალში. ირაკლი 32 წლის არის, ოჯახი არ ჰქონდა შექმნილი, მშრომელი ბიჭი იყო. ადრე თურქეთშიც იყო წასული სამუშაოდ, მაგრამ ახლა არც საზღვარი აქვს გადაკვეთილი.

ბოლო ერთი თვე ყოველ დილით გამთენიას გადიოდა სახლიდან. არ ვიცი რა ვიფიქრო, ძალიან მორიდებული იყო, თორემ 100 და 200 ლარისთვის თავს ვინ იკლავს. მის ტელეფონს ინტერნეტი არ ჰქონდა, იმ ღამით დედაჩემის ტელეფონით აქვს ნათამაშევი 250 ლარი. სხვა თანხა არ აქვს წაგებული. იქნებ ერიდება ახლა გამოჩენა და სადმე იმალება. ვთხოვთ ყველას, თუ ვინმემ სადმე ნახა ჩემი ძმა, მის პოვნაში დაგვეხმაროს. ძალიან დააკვირდით მის ფოტოს, იქნებ სადმე შეგხვდათ.

მივმართავ ირაკლის, - თუ სადმე ხარ, გამოჩნდი. ჩვენ მოუთმენლად გელოდებით და ყველაფერი კარგად იქნება. მისი ძებნა წყალში მიატოვეს, პოლიციაში ამბობენ, მაინც ვეძებთო, მაგრამ არა მგონია ეძებდნენ, ისიც არ ვიცი კამერების ჩანაწერები ყველგან ამოიღეს თუ არა, არაფერია სიახლე, ყოველი ახალი თვის დასაწყისში ვაახლებთ საქმესო. არასოდეს უთქვამს თავს რომ მოიკლავდა. დიდი თანხები არასოდეს უთამაშია. 20 ლარს თუ ითამაშებდა, ყველაზე დიდი 200 ლარი აქვს წაგებული. ამბობდა, მე მოვერევი ამ პრობლემასო, მაგრამ თამაში მოერია ჩემს ძმას".

  • "ვერ გავიგე, ცამ ჩაყლაპა ჩემი შვილი? შეიძლება ასე იკარგებოდნენ ადამიანები?"

ჯაბუების ოჯახისგან განსხვავებით მარიამ (ციცო) ლაზაშვილი, 7 წლის შემდეგაც ეძებს დაკარგულ შვილს. ოთარ ლაზაშვილი 22 წლის მწყემსი იყო, მთებში ცხვარი ყავდა წაყვანილი და 15 მაისს გაუჩინარდა დუშეთის მთებიდან. მას შემდეგ ოჯახმა მოსვენება დაკარგა. ძალიან უჭირს დედას დღემდე შვილზე საუბარი, ცრემლებს ვეღარ იკავებს. წლების შემდეგ ისევ რომ დავუკავშირდით, გაიხარა, გვთხოვა მისი ტელეფონის ნომერიც მიგვეთითებინა სტატიისთვის. ეს 7 წელი შვილის ძებნაში გაატარა, ბევრი ინფორმაცია თვითონ გადაამოწმა, ვინ იცის რამდენჯერ დაურეკეს ტელეფონზე და უთხრეს, რომ მისი შვილი ნახეს, ყველა ადგილას მივიდა, თავისი ფეხით აქვს მოვლილი ის მთებიც, საიდანაც მისი შვილის კვალი ქრება, მაგრამ უშედეგოდ.

მარიამ (ციცო) ლაზაშვილი:

"7 წელი გავიდა ჩემი ოთარის დაკარგვიდან, ახლა 29 წლის არის, არ გამოჩენილა, გული მიკვდება, არაფერი ვიცი მასზე. ახლაც უნდა წავიდე სახლიდან ისევ მის საძებნელად, მაგრამ სად მივდივარ, ისიც არ ვიცი, მაინც უნდა მოვიარო ის ადგილები, იქნებ სადმე რამე ხელჩასაჭიდი ვიპოვო. ვეხვეწები ყველას, იქნებ დამეხმაროთ, იმედის ნაპერწკალი გამიჩინა ახლა თქვენმა ზარმა, ისევ გაავრცელეთ ჩემი შვილის ფოტოები, იქნებ ვინმემ სადმე ნახა, იქნებ ვინმემ რამე იცის. არ ვიცი რა გავაკეთო. ვინ იცის, ეს წლები რამდენჯერ ვარ მცხეთა-მთიანეთის პოლიციაში ჩასული, მაგრამ ეს არ არის გამოძიება. თაროზე დადებულია ეს საქმე. მეუბნებიან, იმდენი სახსრებია დახარჯული და ვერ ვიპოვეთო.

მაშინ ვისაც ეჭვმიტანილად ვთვლიდით, იმ ხალხმა ყველამ დატოვა საქართველო, მოიარეს უცხოეთი, უკანაც ჩამოვიდნენ, ბევრი ციხეშიც წავიდა და გამოვიდა კიდეც, მაგრამ ამ საქმეზე არაფერი გარკვეულა. მე მაინც ჩემი გზებით ვცდილობ ძებნა გავაგრძელო.

ჩემი დანაშაული ის არის, რომ პატიოსანი, შრომისმოყვარე შვილი გავზარდე. რომ გამეზარდა ცუდი შვილი, ციხეში იქნებოდა და ცოცხალი მაინც მეყოლებოდა. 5 წელი შვილი არ მყავდა. ოთარი ჩემი ნანატრი შვილი იყო. მერე გოგონაც გამიჩნდა, ბედნიერები ვცხოვრობდით. გურჯაანში, კულტურის ცენტრში ვმუშაობ მთავარ სპეციალისტად. ძირითადად ხელოვნება იყო ჩემი ოჯახის საზრდო. გოგონა მოცეკვავეა, ოთარიც ცეკვავდა, მაგრამ მოსწონდა პატარა ასაკიდან მეცხოველეობა, სოფლის მეურნეობა... სულ შრომობდა, ძალიან ნიჭიერია, საოცარ რაღაცეებს ძერწავდა. მაგრამ მისი ოცნება იყო, რაც შეიძლება ბევრი საქონელი ჰყოლოდა. ბავშვი საჭმელს არ შეჭამდა, ტანსაცმელს არ იყიდდა, ფულს აგროვებდა და იმ ფულით ხან კვიცს ყიდულობდა, ხან - ხბოს, ხან - ცხვარს. ასე მოამრავლა საქონელი. ზაფხულში ცხვარი მთაში დაჰყავდა, მაგრამ ეს მთა, სადაც შვილი დამეკარგა, უცხო იყო მისთვის, იქ პირველად წავიდა. ნაუცბადევად მოუხდა წასვლა და შვილის დაკარგვაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. ვიცი, ამ შეცდომას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. ძალიან ვთხოვე ჩემს შვილს მთაში წასულიყო და ცხვრები წაეყვანა. მას წასვლა არ უნდოდა. როგორც მითხრეს, იმ პერიოდში გურჯაანის გამგეობაში 23 კაცის ხელმოწერით შევიდა განცხადება. წერდნენ, შეიძლება ოთარის ცხვრებმა ჩვენი ნაკვეთები დააზიანოსო, ამიტომ გამგეობამ ჩემს შვილს 10 დღიანი ვადა მისცა, რომ ცხვრები გაეყვანა სოფლიდან. ეს რომ გავიგე, ვუთხარი, გაიყვანე-მეთქი. არადა, ღელეს ტერიტორიაზე აბალახებდა ცხვრებს. ის ტერიტორია თავისი ხელით მოაწყო, არავის არაფერს უფუჭებდა. თავისი ხელით აიშენა სადგომი, ბავშვი სულ შრომობდა. ღამის სამ საათზე დავადექი თავზე, დედი, გეხვეწები გაიყვანე ცხვრები, შენ არ გაქვს უფლება საზოგადოებას რამე ზიანი მიაყენო-მეთქი. ხათრი მაინც ვერ გამიტეხა და 3 მაისს სოფელ ჩუმლაყიდან წავიდა. 10 დღე გზაში იარა და ბოლოს დუშეთის მთებში, ბარისახოსთან დაბანაკდა. სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით, საბერწეს მთებს ეძახიან და იქ იყო. მასთან ერთად ორი თანასოფლელი ბიჭი იყო, უბრალოდ იცნობდნენ ერთმანეთს, მეგობრები არ ყოფილან. იქ ჩემი მეუღლეც ავიდა. 15 მაისს საღამოს უნდა წამოსულიყვნენ მამა-შვილი სოფელში, რომ ბარგი წაეღოთ. ამბობენ, რომ ოთარი საღამოს 9 საათზე მარტო წამოვიდა და მას მერე ბავშვი დაიკარგა. დარწმუნებული ვარ, იმ დღეს იქ რაღაც ინციდენტი მოხდა, რასაც დღემდე მიმალავენ. ვერ გავიგე, ცამ ცაყლაპა ჩემი შვილი? შეიძლება ასე იკარგებოდნენ ადამიანები?

დამეხმარეთ ან ცოცხალი მაპოვნინეთ, ან მკვდარი, ან დამანახეთ ჩემი შვილის მკვლელი. ჩემი მეუღლე ამბობს, ოთარი რომ წავიდა, ცოტა ხანში ბიჭები ცხენებით გამოედევნენ, რომ დაწეოდნენო, მაგრამ ისინი ამბობენ, ვერ ვიპოვეთო. მეორე დღესვე ავტეხე განგაში, სამაშველო სამსახურში მივედი, ეძებდა 5 კაცი, ვერ იპოვეს, მერე ამინდებიც გაფუჭდა და ბავშვი ვეღარსად ვნახეთ.

ერთხელ მითხრეს, ზესტაფონში უნახავთო, იქაც ჩავედი ამბის გადასამოწმებლად, მაგრამ სიცრუე აღმოჩნდა, ვიღაცას მიამსგავსეს და ის ბიჭი მართლა ისე ჰგავს ჩემს ოთარს, კინაღამ გავგიჟდი. ვფიქრობ, ჩემს შვილს ან დააწერეს ცხვარი და არ დაიწერა, ან დაინახა ისეთი რამე, რაც არ უნდა დაენახა და მოიშორეს. ან მესამე ვერსიით, შემოაკვდათ, თუ სადმე ცოცხალია, აქამდე გამოჩნდებოდა.

იმ დღესვე რომ ემოქმედა პოლიციას, დროულად რომ დაედგინათ ვინ სად წავიდა და რა გააკეთეს, რატომ არ იყვნენ ის სხვები თავიანთ ადგილებზე, გაირკვეოდა ყველაფერი. ვერც წარმოვიდგენდი სახელმწიფო ასე თუ მომექცეოდა.

ჩემი უდიდესი თხოვნაა, სიმართლე მითხრან. ყრუც ვიქნები, მუნჯიც ვიქნები და არავის გავცემ, ოღონდ მიმასწავლონ ჩემი შვილი სად არის. ყველაფერზე წამსვლელი ვარ, ოღონდ ვინმე გამოჩნდეს და სიმართლე გავიგო, საფლავში ჩავიტან ამ სიმართლეს, ოღონდ ვიცოდე ცოცხალია თუ მკვდარი. გაურკვევლობაში ყოფნა საშინელებაა. გეხვეწებით, მიუთითეთ ჩემი ნომერი, იქნებ დამირეკონ და რამე ხელჩასაჭიდი მითხრან".

თუ ვინმემ რამე იცით, ოთარ ლაზაშვილის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ მის დედას ამ ნომერზე: 599509063. სოციალურ ქსელშიც ბევრი დაკარგული ახალგაზრდის ოჯახი ავრცელებს მსგავს ინფორმაციას და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. სად ქრებიან ადამიანები ასე უკვალოდ, ამ კითხვაზე პასუხები არ ჩანს.

ერთი ვერსიით, ჭაში გაზი იყო დაგროვილი და სავარაუდოდ, ამან შეიწირა ძმების სიცოცხლე - რას ამბობს თვითმხილველი ალიში მომხდარ ტრაგედიაზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი "სატელიტური სურათების" გამოქვეყნებას ითხოვს - "გამოაქვეყნონ და გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ"

"ყვიროდა, მოვკალი, მოვკალიო", - რას ჰყვებიან 11 წლის თერჯოლელი ბიჭის მეზობლები და და, რომელსაც მოზარდი გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ესაუბრა