თბილისში, "ლაგუნა ვერესთან" მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, იგი "სკუტერით" გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი ტრაგედიის ადგილიდან არ მიმალულა. როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს