მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა
კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კა­პა­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. მე­უღ­ლე­ე­ბი, და­ვით და ვა­ლენ­ტი­ნა კა­პა­ნა­ძე­ე­ბი და ვაჟი, დათო აწარ­მო­ე­ბენ სხვა­დას­ხვა ბოსტნე­ულს, მათ შო­რის ბად­რი­ჯანს, კიტრს, პო­მი­დორს, ტკბილ წი­წა­კა­სა და ტკბილ სი­მინდს. 2019 წელს ფერ­მერ­თა ოჯა­ხი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ჩა­ერ­თო ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტში, რომ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) აგ­რო­ნო­მებ­თან ერ­თად საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი მო­ა­წყო. თუმ­ცა, რო­გორც და­ვით კა­პა­ნა­ძე იხ­სე­ნებს, თა­ვი­დან პრო­ექტს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც შეხ­ვდა აგ­რო­ნო­მებს, რომ­ლებ­მაც მო­სავ­ლის მი­ღე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე პრაქ­ტი­კე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს, ეჭ­ვე­ბი სწრა­ფად გა­ე­ფან­ტა.

ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ოჯახ­მა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნის წე­სე­ბი. ისი­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი­დან გა­და­ვიდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე, არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის მე­თო­დებ­ზე.

და­სა­წყის­ში ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვეთ­ზე ბად­რი­ჯა­ნი მო­იყ­ვა­ნეს. FAO-ს ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ი­ნერ­გა ირი­გა­ცი­ის, სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნი­სა და პესტ-მე­ნე­ჯმენ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რა­მე­ბი. ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვილ­და ნაკ­ვე­თის მო­წყო­ბი­სას ისე­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე (მაგ. მულ­ჩი­რე­ბა), რომ­ლე­ბიც მო­სა­ვალს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გვალ­ვის, წვი­მი­სა და სხვა­დას­ხვა მავ­ნებ­ლე­ბის­გან იცავს.

ლა­გო­დე­ხის სო­ფელ თა­მა­რი­ან­ში კა­პა­ნა­ძე­ე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი პირ­ვე­ლი ოჯა­ხი იყო. აგ­რო­ბიზ­ნე­სის სწო­რი და­გეგ­მვის შე­დე­გად გა­ო­თხმა­გე­ბუ­ლი მო­სავ­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი, მათ მე­ზო­ბელ­მა ფერ­მე­რებ­მაც მი­ბა­ძეს და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ პრო­ექ­ტში “სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა ENPARD III-ის ფარ­გლებ­ში”. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სა­ერ­თო მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან: უზ­რუნ­ველ­ჰყონ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და და­ა­ფი­ნან­სონ ან შე­ღა­ვა­თი გა­უ­წი­ონ ფერ­მე­რებს, ამით კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცი­ონ.

  • "ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და პრაქ­ტი­კა­ში გად­მოგ­ვე­ტა­ნა მთე­ლი ის ცონ­და, რაც ევ­რო­კავ­შრის დახ­მა­რე­ბით FAO-ს ექ­სპერ­ტებ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რეს. ყვე­ლა მათი რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ბად­რიჯ­ნის 4-ჯერ გაზ­რდი­ლი მო­სა­ვა­ლი. წვი­მამ მე­ზო­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბის მო­სავ­ლის დიდი ნა­წი­ლი გა­ა­ნად­გუ­რა, ჩვენ­მა ნარ­გა­ვებ­მა კი ყვე­ლა ამინდსა და მავ­ნე­ბელს გა­უძ­ლო“, - გვიყ­ვე­ბა ვა­ლენ­ტი­ნა კა­პა­ნა­ძე, საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის მას­პინ­ძე­ლი ფერ­მე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოჯახ­მა სულ მალე ბად­რიჯ­ნის გარ­და ტკბი­ლი სი­მინ­დის მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა გა­და­წყვი­ტა. ყვე­ლა­ფე­რი კი FAO-ს მიერ ბაზ­რის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბით და­ი­წყო, როცა აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი ტკბი­ლი სი­მინ­დის მო­თხოვ­ნა მა­ღა­ლი იყო. არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, FAO ოჯახს 0.3 ჰა ფარ­თობ­ზე სი­მინ­დის და­თეს­ვა­ში და­ეხ­მა­რა, ასე­ვე და­ი­ნერ­გა სა­უ­კე­თე­სო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, სწო­რად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და წყლის რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტი­ან მარ­თვას. მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა „კარ­ფუ­რის“ სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში მოხ­და, რი­თაც ოჯახ­მა ხელი შე­უ­წყო ჰი­პერ­მარ­კე­ტის ახა­ლი სა­ი­მი­ჯო სტრა­ტე­გი­ის - „ვყი­დით ქარ­თულ პრო­დუქტს“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. რო­გორც კა­პა­ნა­ძე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 2-3 ტონა ბად­რი­ჯან­სა და თით­ქმის იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბით ტკბილ სი­მინდს ყი­დი­ან.

  • "ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ დღეს ჩემი პრო­დუქ­ტი კარ­ფურ­ში გა­ი­ყი­დე­ბო­და. მი­ხა­რია, რომ ხალ­ხი ჩემს ტკბილ სი­მინდს ყი­დუ­ლობს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და იმე­დი მაქვს, კი­დევ გაგ­რძელ­დე­ბა ჩემი და კარ­ფუ­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მად­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირს და FAO-ს ამ შე­საძ­ლებ­ლი­ბის­თვის,“ – აღ­ნიშ­ნა და­ვით კა­პა­ნა­ძემ.

ეს არის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში პირ­ვე­ლი კონ­ტრაქ­ტით გამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ერთი მხრივ, ფერ­მე­რის შე­მო­სავ­ლის ზრდის­კენ, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი. ფერ­მე­რე­ბის მსგავ­სი ხელ­შე­წყო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი FAO-ENPARD-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კვლავ გრძელ­დე­ბა და უფრო მა­სობ­რივ ხა­სი­ათს იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, ეს ხელს უწყობს მცი­რე ფერ­მე­რებ­სა და შემ­სყიდ­ველ კომ­პა­ნი­ებს შო­რის უფრო ფარ­თო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და ‘სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი’ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­ტა­ნას.

კა­პა­ნა­ძე­ე­ბი მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბას აქ­ტი­უ­რად უზი­ა­რე­ბენ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს. თა­ვად დათო კა­პა­ნა­ძე ფერ­მერ­თა სა­ვე­ლე სკო­ლის აქ­ტი­უ­რი წევ­რია. ფერ­მერ­თა სკო­ლა­ში 12-13-მდე ოჯა­ხია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. იგი მიზ­ნად ისა­ხავს აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას, ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის დრო­ულ გავ­რცე­ლე­ბას. სწო­რედ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად მო­ა­წყვეს თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა კა­პა­ნა­ძე­ე­ბის მსგავ­სი ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც უამ­რა­ვი ბოსტნე­უ­ლი მო­იყ­ვა­ნეს.

კა­პა­ნა­ძე­ე­ბის ფერ­მა­ში წელს ბა­ტა­ტის მოყ­ვა­ნა­საც აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო გეგ­მე­ბი დრო­ე­ბით შე­ფერ­ხდა. ოჯა­ხი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მალე ჩვე­ულ წეს­რიგს და­უბ­რუნ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს მხარ­და­ჭე­რით მო­მა­ვალ­ში ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უამ­რავ სი­ახ­ლეს შე­მო­ი­ტა­ნენ.

მულ­ჩი­რე­ბა გუ­ლის­ხმობს ნი­ა­და­გის და­ფარ­ვას სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბით, მცე­ნა­რე­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ჩათ­ვლით, აუმ­ჯო­ბე­სებს ნი­ა­და­გის თვი­სე­ბებს, იცავს მას ერო­ზი­ი­სა­გან და უნარ­ჩუ­ნებს ტე­ნი­ა­ნო­ბას. მულ­ჩი­რე­ბა სა­რე­ვე­ლებ­თან ბრძო­ლა­შიც გვეხ­მა­რე­ბა, რაც ზო­გავს ფერ­მე­რის დროს და ფი­ნან­სებს.

წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა წყალს ნელი დი­ნე­ბით აწ­ვდის მცე­ნა­რე­თა ფეს­ვებს. ის 40%-ით უფრო ეფექ­ტუ­რია ვიდ­რე თვით­დი­ნე­ბით მორ­წყვის სის­ტე­მა და 20%-ით უფრო ეფექ­ტუ­რია ვიდ­რე დაწ­ვი­მე­ბით მორ­წყვის სის­ტე­მა. წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა გვეხ­მა­რე­ბა მავ­ნებ­ლე­ბის და სა­რე­ვე­ლე­ბის უკეთ კონ­ტროლ­ში, ამ­ცი­რებს ნი­ა­და­გის ერო­ზი­ას და ზო­გავს დროს, რად­გან პა­რა­ლე­ლუ­რად ველ­ზე სხვა სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად და კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ გვერდს: კარ­გი მო­სა­ვა­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფან
0

წარმატებები

ია
0

აბა რა არაბებმა რატომ უნდა დაამუშავონ მიწა ჩვენ არ შეგვიძლია??

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

კაპანაძეების ოჯახმა კახეთში ბადრიჯნის მოსავალი ოთხჯერ გაზარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაპანაძეების ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. მეუღლეები, დავით და ვალენტინა კაპანაძეები და ვაჟი, დათო აწარმოებენ სხვადასხვა ბოსტნეულს, მათ შორის ბადრიჯანს, კიტრს, პომიდორს, ტკბილ წიწაკასა და ტკბილ სიმინდს. 2019 წელს ფერმერთა ოჯახი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო ევროკავშირის პროექტში, რომლის ფარგლებში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აგრონომებთან ერთად საცდელი მეურნეობები მოაწყო. თუმცა, როგორც დავით კაპანაძე იხსენებს, თავიდან პროექტს ეჭვის თვალით უყურებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც შეხვდა აგრონომებს, რომლებმაც მოსავლის მიღების თანამედროვე პრაქტიკები გაუზიარეს, ეჭვები სწრაფად გაეფანტა.

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში ოჯახმა სრულიად შეცვალა მოსავლის მოყვანის წესები. ისინი ტრადიციული მიდგომებიდან გადავიდნენ თანამედროვე, არსებული გარემო პირობებისა და მოთხოვნების შესაბამის მეთოდებზე.

დასაწყისში ნახევარ ჰექტარ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბადრიჯანი მოიყვანეს. FAO-ს ექსპერტების დახმარებით დაინერგა ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამები. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/KqL6rgrB1fo" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

ლაგოდეხის სოფელ თამარიანში კაპანაძეები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩართული პირველი ოჯახი იყო. აგრობიზნესის სწორი დაგეგმვის შედეგად გაოთხმაგებული მოსავლის მიღების შემდეგ კი, მათ მეზობელმა ფერმერებმაც მიბაძეს და აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III-ის ფარგლებში”. ორგანიზაციები საერთო მიზანს ემსახურებიან: უზრუნველჰყონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული ფუნქციონირება და დააფინანსონ ან შეღავათი გაუწიონ ფერმერებს, ამით კი სოფლის მეურნეობა კონკურენტუნარიან საქმიანობად აქციონ.

  • "ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა და პრაქტიკაში გადმოგვეტანა მთელი ის ცონდა, რაც ევროკავშრის დახმარებით FAO-ს ექსპერტებმა გაგვიზიარეს. ყველა მათი რჩევა გავითვალისწინეთ და შედეგად მივიღეთ ბადრიჯნის 4-ჯერ გაზრდილი მოსავალი. წვიმამ მეზობელი ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენმა ნარგავებმა კი ყველა ამინდსა და მავნებელს გაუძლო“, - გვიყვება ვალენტინა კაპანაძე, საცდელი მეურნეობის მასპინძელი ფერმერი.

აღსანიშნავია, რომ ოჯახმა სულ მალე ბადრიჯნის გარდა ტკბილი სიმინდის მასობრივი წარმოება გადაწყვიტა. ყველაფერი კი FAO-ს მიერ ბაზრის კვლევის ჩატარებით დაიწყო, როცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ტკბილი სიმინდის მოთხოვნა მაღალი იყო. არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მხარდაჭერით, FAO ოჯახს 0.3 ჰა ფართობზე სიმინდის დათესვაში დაეხმარა, ასევე დაინერგა საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა მაღალი ხარისხის სათესლე მასალის გამოყენებას, სწორად დამუშავებული ნიადაგის გამოყენებასა და წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. მიღებული პროდუქტის რეალიზება „კარფურის“ სუპერმარკეტების ქსელში მოხდა, რითაც ოჯახმა ხელი შეუწყო ჰიპერმარკეტის ახალი საიმიჯო სტრატეგიის - „ვყიდით ქართულ პროდუქტს“ განხორციელებას. როგორც კაპანაძეები ამბობენ, ისინი ყოველკვირეულად 2-3 ტონა ბადრიჯანსა და თითქმის იმავე რაოდენობით ტკბილ სიმინდს ყიდიან.

  • "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემი პროდუქტი კარფურში გაიყიდებოდა. მიხარია, რომ ხალხი ჩემს ტკბილ სიმინდს ყიდულობს. ეს პირველი შემთხვევაა და იმედი მაქვს, კიდევ გაგრძელდება ჩემი და კარფურის თანამშრომლობა, მადლობა ევროკავშირს და FAO-ს ამ შესაძლებლიბისთვის,“ – აღნიშნა დავით კაპანაძემ.

ეს არის პროექტის ფარგლებში პირველი კონტრაქტით გამყარებული სასოფლო სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენაა მიმართული. ფერმერების მსგავსი ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი FAO-ENPARD-ის პროექტის ფარგლებში კვლავ გრძელდება და უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. საბოლოოდ კი, ეს ხელს უწყობს მცირე ფერმერებსა და შემსყიდველ კომპანიებს შორის უფრო ფართო თანამშრომლობას და ‘საქართველოში წარმოებული’ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომხმარებლამდე მიტანას.

კაპანაძეები მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. თავად დათო კაპანაძე ფერმერთა საველე სკოლის აქტიური წევრია. ფერმერთა სკოლაში 12-13-მდე ოჯახია გაწევრიანებული. იგი მიზნად ისახავს აქტუალური საკითხების განხილვას, ერთმანეთის დახმარებასა და სიახლეების დროულ გავრცელებას. სწორედ გაზიარებული გამოცდილების შედეგად მოაწყვეს თანასოფლელებმა კაპანაძეების მსგავსი ნაკვეთები, სადაც უამრავი ბოსტნეული მოიყვანეს.

კაპანაძეების ფერმაში წელს ბატატის მოყვანასაც აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გეგმები დროებით შეფერხდა. ოჯახი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდება, რის შემდეგაც ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით მომავალში ქართულ ბაზარზე უამრავ სიახლეს შემოიტანენ.

მულჩირება გულისხმობს ნიადაგის დაფარვას სხვადასხვა მასალებით, მცენარეული ნარჩენების ჩათვლით, აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, იცავს მას ეროზიისაგან და უნარჩუნებს ტენიანობას. მულჩირება სარეველებთან ბრძოლაშიც გვეხმარება, რაც ზოგავს ფერმერის დროს და ფინანსებს.

წვეთოვანი სარწყავი სისტემა წყალს ნელი დინებით აწვდის მცენარეთა ფესვებს. ის 40%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე თვითდინებით მორწყვის სისტემა და 20%-ით უფრო ეფექტურია ვიდრე დაწვიმებით მორწყვის სისტემა. წვეთოვანი სარწყავი სისტემა გვეხმარება მავნებლების და სარეველების უკეთ კონტროლში, ამცირებს ნიადაგის ეროზიას და ზოგავს დროს, რადგან პარალელურად ველზე სხვა სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია.

მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის სტარტაპი Zero Effect საერთაშორისო კონკურსის Big Idea Challenge-ის ქვეყნის გამარჯვებული გახდა

ბლოგერები და ინფლუენსერები აჭარაში - შიდა ტურიზმის სტიმულირება გრძელდება

რას ნიშნავს ტერმინი ”რიქოლი” ავტოინდუსტრიაში და შეიმჩნევა თუ არა მისი გახშირების ტენდენცია