პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა
ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე, ირაკ­ლი ღლონტს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 28 ივ­ლისს, ქ.თბი­ლის­ში, წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ი.ღ.-მ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა ლ.ს.-ს მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, რა დრო­საც ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბულ იქნა საბ­რძო­ლო მა­სა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ი.ღ. 2020 წლის 29 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით წა­რედ­გი­ნა, რას სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა დღეს მი­მარ­თავს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ი.ღ.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაოცებული
49

ლერის რომ ადამიანი ტყვიას ესვრი... სულ გაცოფდა ეს ხალხი. ლერი თვალში რომ ჩაგივარდეთ, თითიც არ უნდა ამოისვათ და თქვენ ტყვიას როგორ ესვრით?!

???
0

ნეტა ეხლა მაინც თუ იცის მკვლელის სახელი და გვარი ამ ლერი სულაბერიძემ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ირაკლი ღლონტს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარების ფაქტზე, ირაკლი ღლონტს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა. სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დღეს მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

კახა საბანაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა - "უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს"

"აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი" - გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს