მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება
რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

მა­გის­ტრა­ლურ გზა­ზე არის სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­მონ­გრე­ვე­ბი. 4 ხი­დია, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის აღ­სად­გე­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, რა­ჭა­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად 4 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­როს ერთი თვე იქ­ნე­ბა მო­წყვე­ტი­ლი.

"რამ­დე­ნი­მე სახ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 12 სო­ფე­ლი იყო კავ­შირს მო­წყვე­ტი­ლი. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით 4 სო­ფელ­თან დრო­ე­ბი­თი კავ­ში­რი აღ­დგე­ნი­ლია, თუმ­ცა, 8 სო­ფე­ლი რჩე­ბა, ორ­შა­ბა­თამ­დე კი­დევ 2 სო­ფელ­თან აღ­დგე­ბა კავ­ში­რი. დარ­ჩე­ნილ სოფ­ლებ­ზე, რო­გო­რიც არის - ღები, პა­ტა­რა ღები, გლო­ლა და შოვი, რო­გორც ჩანს, გზა იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ ამ სოფ­ლებ­თან სრულ­ყო­ფი­ლი კავ­ში­რის აღ­დგე­ნას მი­ნი­მუმ 1 თვე დას­ჭირ­დე­ბა.

ვე­სა­უბ­რეთ "ენერ­გო პრო­საც“, რო­მე­ლიც გვპირ­დე­ბა, რომ ოპ­ტი­მის­ტუ­რის სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია 1 კვი­რა­ში ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბის აღ­დგე­ნა. ის 4 სო­ფე­ლი, რო­მე­ლიც მე ჩა­მოვ­თვა­ლე - ღები, პა­ტა­რა ღები, შოვი და გლო­ლა ერთი თვე იქ­ნე­ბა გა­რე­სამ­ყა­როს მო­წყვე­ტილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. რე­ა­ლუ­რად, მა­გის­ტრა­ლურ გზა­ზე არის სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­მონ­გრე­ვე­ბი. 4 ხი­დია, რო­მე­ლიც სრუ­ლად არის აღ­სად­გე­ნი. პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბით, რა­საც დღეს ვუ­ყუ­რებთ, მხო­ლოდ მა­გის­ტრა­რუ­ლი გზე­ბის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­მა­ტე­ბით სა­ჭი­რო­ებს დახ­ლო­ე­ბით 30 მლნ ლარს. სა­ერ­თო ჯამ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრას შე­საძ­ლე­ბე­ლია, დას­ჭირ­დეს 50 მლნ ლა­რამ­დე“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

რაჭის რომელი 4 სოფელი იქნება მოწყვეტილი გარესამყაროს 1 თვე? - პრემიერ-მინისტრის განცხადება

მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

გიორგი გახარიას თქმით, რაჭაში, სტიქიის შედეგად 4 სოფელი გარესამყაროს ერთი თვე იქნება მოწყვეტილი.

"რამდენიმე სახლი სერიოზულად არის დაზიანებული. მოგეხსენებათ, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, 8 სოფელი რჩება, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის - ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება.

ვესაუბრეთ "ენერგო პროსაც“, რომელიც გვპირდება, რომ ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა. ის 4 სოფელი, რომელიც მე ჩამოვთვალე - ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა ერთი თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილ მდგომარეობაში. რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, რასაც დღეს ვუყურებთ, მხოლოდ მაგისტრარული გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს დახლოებით 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აფხაზები იმაზეც დარდობენ, რა მოხდება, თუ თავად ექიმები დავირუსდებიან - ჩაკეტილ აფხაზეთში სოციალურ ვითარებასთან ერთად, ეპიდსიტუაციაც მწვავდება

ნინო ამირანაშვილი სკოლის დირექტორის პოსტზე ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღადგინა  - ის წეროვნელი ბავშვების სკოლიდან არგარიცხვისთვის გაათავისუფლეს

შეიცვლება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღი - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი