პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ, თუ იცის, ასეთი პოპულარული რომ გახდა" - მეეზოვე ქალის სევდიანი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს
"ნეტავ, თუ იცის, ასეთი პოპულარული რომ გახდა" - მეეზოვე ქალის სევდიანი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუკ­ში" ზუგ­დი­დე­ლი მუ­სი­კოს ლაშა თო­დუ­ას გვერ­დზე მე­ე­ზო­ვე ქალ­ბა­ტო­ნის ქუ­ჩა­ში ნამ­ღე­რი მო­ვის­მი­ნე. ქალ­ბა­ტო­ნი ფო­ნოგ­რა­მის თან­ხლე­ბით სა­ოც­რად ტკბი­ლად მღე­რო­და და უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და მის შეს­რუ­ლე­ბას. ყუ­რა­დღე­ბა ლა­შას სტა­ტუს­მა მი­იქ­ცია, წერ­და, - მო­მე­წო­ნა ამ ქალ­ბა­ტო­ნის ნამ­ღე­რი და პა­ტა­რა არან­ჟი­რე­ბა გა­ვუ­კე­თე, მარ­თლა გუ­ლით მღე­რის, ღმერ­თმა დიდ­ხანს ამ­ყო­ფოს, თუ ვინ­მე იც­ნობთ, გა­და­ე­ცით ეს ვერ­სი­აო. მერე კო­მენ­ტა­რებს ჩა­ვუ­ყე­ვი და ერთ-ერთი "ფე­ის­ბუკ­მომ­ხმა­რებ­ლის" გვერ­დზე ამო­ვი­კი­თხე: ქალ­ბა­ტო­ნი ქუ­ჩა­ში მღე­რის კი არა, მე მგო­ნი, ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობს... თუ შე­გიძ­ლი­ათ, და­ეხ­მა­რეთ, სულ სი­ო­ნის ტაძ­რის წი­ნაა, სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ას­თან. უპატ­რო­ნო ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბი ჰყავს შე­მოკ­რე­ბი­ლი და უვ­ლის. ნე­ტავ, თუ იცის, ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი რომ გახ­და, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თუ და­ვეხ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან გა­ვუთ­ბობთ გულს. თით­ქმის სულ იქა­აო.

ლაშა ზუგ­დიდ­ში ცხოვ­რობს, მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სია და არან­ჟი­რე­ბებ­საც აკე­თებს. ვი­ცო­დი, ახ­ლაც იქ იყო და გა­მიკ­ვირ­და, რო­გორ გა­უ­კე­თა ფო­ნოგ­რა­მა თბი­ლის­ში, ლა­მის ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ ქალ­ბა­ტონს. მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა.

ლაშა თო­დუა:

"ფე­ის­ბუკ­ზე" ამ ქალ­ბა­ტო­ნის აკა­პე­ლა­ში ნამ­ღერს გა­და­ვა­წყდი, უფო­ნოგ­რა­მოდ. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და გად­მოვ­წე­რე. შემ­დეგ ჩემს პროგ­რა­მა­ში გა­ვუ­კე­თე არან­ჟი­რე­ბა, ნამ­ღერს შე­ვუ­სა­ბა­მე, ტაქ­ტში ჩავ­სვი და კვლავ "ფე­ის­ბუქ­ზე" დავ­დე. მინ­და გი­თხრა, რომ ერთი დე­ტო­ნა­ცი­აც არ ჰქონ­და. ნამ­ღერ­მა აღ­მაფრ­თო­ვა­ნა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხმა აქვს, თბი­ლი, თა­ნაც, ისე გუ­ლი­ა­ნად მღე­რის, ემო­ცია ვერ დავ­მა­ლე. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვინ არის და ჩემს გა­ზი­ა­რე­ბულს მი­ვა­წე­რე კი­დეც, იქ­ნებ ვინ­მე იც­ნობ­დეს და მი­ა­წო­დოს ეს ვერ­სია-მეთ­ქი. მერე კო­მენ­ტა­რებ­ში ვნა­ხე, წერ­დნენ, თბი­ლი­სე­ლი­აო".

რო­გორც ჩანს, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სხვა მომ­ხმა­რებ­ლებ­მაც ამო­იც­ნეს ქალ­ბა­ტო­ნი და კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რეს, ერთ დროს ულა­მა­ზე­სი და მოხ­დე­ნი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა, ახლა კი, სამ­წუ­ხა­როდ, ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილს მა­ინც ემ­ღე­რე­ბა... სევ­დი­ა­ნად, თუმ­ცა მა­ინ­ცო...

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველო
10

ამ ქალის თმის ღერი ჯობია ყველა ნაცს და ქოცს ერთად აღებულს! თავიანთ ანასხლეტ პაჭი-პუჭებთან ერთად!

sniper
1

მართლა რა კარგად მღერის! რა ტკბილი და გაწონასწორებული ხმა აქვს. გული გამითბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ნეტავ, თუ იცის, ასეთი პოპულარული რომ გახდა" - მეეზოვე ქალის სევდიანი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

"ნეტავ, თუ იცის, ასეთი პოპულარული რომ გახდა" - მეეზოვე ქალის სევდიანი სიმღერა, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ზუგდიდელი მუსიკოს ლაშა თოდუას გვერდზე მეეზოვე ქალბატონის ქუჩაში ნამღერი მოვისმინე. ქალბატონი ფონოგრამის თანხლებით საოცრად ტკბილად მღეროდა და უამრავი გამოხმაურება ჰქონდა მის შესრულებას. ყურადღება ლაშას სტატუსმა მიიქცია, წერდა, - მომეწონა ამ ქალბატონის ნამღერი და პატარა არანჟირება გავუკეთე, მართლა გულით მღერის, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, თუ ვინმე იცნობთ, გადაეცით ეს ვერსიაო. მერე კომენტარებს ჩავუყევი და ერთ-ერთი "ფეისბუკმომხმარებლის" გვერდზე ამოვიკითხე: ქალბატონი ქუჩაში მღერის კი არა, მე მგონი, ქუჩაში ცხოვრობს... თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ, სულ სიონის ტაძრის წინაა, სასულიერო აკადემიასთან. უპატრონო ძაღლები და კატები ჰყავს შემოკრებილი და უვლის. ნეტავ, თუ იცის, ასეთი პოპულარული რომ გახდა, ძალიან გაუხარდება. ძალიან კარგი ადამიანია, თუ დავეხმარებით ძალიან გავუთბობთ გულს. თითქმის სულ იქააო.

ლაშა ზუგდიდში ცხოვრობს, მომღერალი და მუსიკოსია და არანჟირებებსაც აკეთებს. ვიცოდი, ახლაც იქ იყო და გამიკვირდა, როგორ გაუკეთა ფონოგრამა თბილისში, ლამის ქუჩაში მცხოვრებ ქალბატონს. მაშინვე დავურეკე და ყველაფერი გაირკვა.

ლაშა თოდუა:

"ფეისბუკზე" ამ ქალბატონის აკაპელაში ნამღერს გადავაწყდი, უფონოგრამოდ. ძალიან მომეწონა და გადმოვწერე. შემდეგ ჩემს პროგრამაში გავუკეთე არანჟირება, ნამღერს შევუსაბამე, ტაქტში ჩავსვი და კვლავ "ფეისბუქზე" დავდე. მინდა გითხრა, რომ ერთი დეტონაციაც არ ჰქონდა. ნამღერმა აღმაფრთოვანა, შესანიშნავი ხმა აქვს, თბილი, თანაც, ისე გულიანად მღერის, ემოცია ვერ დავმალე. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის და ჩემს გაზიარებულს მივაწერე კიდეც, იქნებ ვინმე იცნობდეს და მიაწოდოს ეს ვერსია-მეთქი. მერე კომენტარებში ვნახე, წერდნენ, თბილისელიაო".

როგორც ჩანს, სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც ამოიცნეს ქალბატონი და კომენტარებში დაწერეს, ერთ დროს ულამაზესი და მოხდენილი ხელოვანი ყოფილა, ახლა კი, სამწუხაროდ, ქუჩაში დარჩენილს მაინც ემღერება... სევდიანად, თუმცა მაინცო...

ირმა ხარშილაძე

"გაოგნებული ვარ საიდან ჩნდება ამხელა აგრესია" - "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს

"საბჭოსთვის მიუღებელია მოთხოვნების გამოხატვის ფორმა" - როგორ პასუხობს "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებს

"მივმართავთ მოსახლეობას, 5 ივლისს, შევიკრიბოთ ქაშუეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების მცდელობა მიუღებელია" - საპატრიარქო