27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა
გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა

26 ივ­ლისს თე­ლავ­ში „წიგ­ნე­ბის თა­როს“ პირ­ვე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია „სა­ო­ცა­რი ახა­ლი სამ­ყა­რო“ გა­ი­მარ­თა. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე, მო­მავ­ლის ხედ­ვებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებ­ზე სტუ­დენ­ტებ­მა და ქვეყ­ნის გა­მორ­ჩე­ულ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ისა­უბ­რეს.

"წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნ­დის­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ისევ და ისევ ახალ­გაზ­რდებ­ში ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ჩვენ არა­ერ­თხელ გვქო­ნია რე­გი­ო­ნებ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუმ­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ის ფორ­მა­ტი ჩვენ­თვის პირ­ვე­ლია, მაგ­რამ არა უკა­ნას­კნე­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ოც­რად და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი მოჰ­ყვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­გორც მსმე­ნე­ლის, ისე მომხსე­ნებ­ლე­ბის მხრი­დან. ჩვენ ყო­ველ­თვის ვიზ­რუ­ნებთ, რომ შევ­ქმნათ სივ­რცე, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი და უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ, გა­ა­ზი­ა­რონ თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი.“ - ნინო კე­ლა­უ­რი­ძე, „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ხელ­მძღვა­ნე­ლი.

კონ­ფე­რენ­ცია ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი „წიგ­ნე­ბის თა­როს“ თა­მა­შით და­ი­წყო. არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის გამო ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ხუ­რუ­ლი იყო და ყვე­ლა წე­სის დაც­ვით გა­ი­მარ­თა. ამი­ტომ დამ­სწრე აუ­დი­ტო­რია, ძი­რი­თა­დად, კა­ხე­თის რე­გი­ო­ნი­დან და თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა გა­მოც­ნო­ბი­ლი შე­კი­თხვის­თვის და­სა­ჩუქ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თა­მა­შის შემ­დეგ თა­ვი­ან­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად გა­ემ­ზად­ნენ.

თორ­ნი­კე კო­ბა­ლა­ძემ თე­მით - „რა­ტომ არ გვიხ­სნი­ან შეც­დო­მებს?“ ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს შეც­დო­მის აუხ­სნე­ლო­ბა პროგ­რე­სის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

შაკო ბრე­გა­ძე შე­ე­ცა­და, გა­ე­ცა პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე - „შეძ­ლე­ბენ თუ არა რო­ბო­ტე­ბი ლექ­სე­ბის წე­რას?“, ვი­ნა­ი­დან ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად სულ უფრო და უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა შე­კი­თხვა, შეძ­ლებს თუ არა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი იმის შექ­მნას, რისი გა­კე­თე­ბაც ჯერ-ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია.

ანას­ტა­სია იო­სე­ბა­ძემ კი თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ისა­უბ­რა თე­მა­ზე „პროგ­რა­მის­ტი - თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ლო­სო­ფო­სი“. ერთი შე­ხედ­ვით, თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა და ფი­ლო­სო­ფია, თუმ­ცა ანას­ტა­სი­ამ აუ­დი­ტო­რი­ას პროგ­რა­მი­რე­ბის უახ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და პლა­ტო­ნის ფორ­მე­ბის თე­ო­რი­ის მჭიდ­რო კავ­ში­რი ნათ­ლად და­ა­ნა­ხა.

„წიგ­ნე­ბის თა­როს“ გუნ­დის წევ­რმა სტუ­დენ­ტებ­მა ამ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე სა­უბ­რით ყვე­ლას მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს და ახა­ლი ფიქ­რის სა­ბა­ბიც გა­ა­ჩი­ნეს. მათი მოხ­სე­ნე­ბე­ბის ნახ­ვა და მოს­მე­ნა „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით ეტა­პობ­რი­ვად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„სტუ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ“ – „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვაა. ზუს­ტად ამ ფორ­მატ­ში მო­ვის­მი­ნეთ სტუ­დენ­ტე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბი. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად გვაქვს შე­ხე­ბა ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან და გო­ნე­ბა­გახ­სნილ ახალ­გაზ­რდებ­თან და ზუს­ტად აქე­დან წა­მო­ვი­და იდე­აც. ისი­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად ხვდე­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს და ტენ­დენ­ცი­ებს და ვფიქ­რობთ, ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ის­მი­ნოს მათი ხედ­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მო­მა­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გარ­და, „სტუ­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ“ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას მი­აწ­ვდე­ნენ თა­ვი­ანთ ხმას.“ - ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, „წიგ­ნე­ბის თა­როს“ კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

სტუ­დენ­ტე­ბის მოხ­სე­ნე­ბე­ბის შემ­დეგ ახალ­გაზ­რდე­ბის წი­ნა­შე სა­კუ­თარ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი წარ­დგნენ - ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და ფი­ლო­ლო­გი­ის დარ­გი­დან და პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სის და მე­ნე­ჯმენ­ტის სფე­რო­დან.

ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდებს ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­ყო­ფელ ვნე­ბა­ზე, ესა­უბ­რა. პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვილ­მა კი, რო­მე­ლიც „სი­ნერ­ჯი კა­პი­ტა­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის გზებ­ზე ჩა­ა­ტა­რა მას­ტერკლა­სი.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ სხვა სფე­რო­ში ვარ, პა­პუ­ნა ტო­ლი­აშ­ვი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, იმ­დე­ნი პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შევ­ძე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტსა და ჩემს სფე­როს შო­რის, რომ მისი რჩე­ვე­ბი ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და გა­მო­სა­დე­გი აღ­მოჩ­ნდა.

ვინ ვართ ჩვენ? რა­ტომ მოვ­დი­ვართ ამ სამ­ყა­რო­ში? რა არის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა? ეს კი­თხვე­ბი ალ­ბათ ყვე­ლა ადა­მი­ანს გვა­წუ­ხებს, უფრო მძაფ­რად კი ახალ­გაზ­რდებს გვსურს მას­ზე პა­სუ­ხე­ბი. სწო­რედ ამ თე­მას ეხე­ბო­და ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლის ლექ­ცია, რო­მელ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვი­პო­ვოთ ყო­ფი­ე­რე­ბის საზ­რი­სი ფი­ლო­სო­ფი­ის, ანუ შე­მეც­ნე­ბის გზით.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ბოლო ნა­წი­ლი კი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა გელა ბაბ­ლუ­ა­ნის­თვის კი­თხვე­ბი და­მეს­ვა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ზე და მის­გან ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი მი­მე­ღო.“ - ნი­ნა­ნო გუ­გუ­ნა­ვა, მოს­წავ­ლე და კონ­ფე­რენ­ცი­ის მსმე­ნე­ლი.

ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცია - „წიგ­ნე­ბის თა­როს“ კონ­ფე­რენ­ცია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თველ რე­ჟი­სორ­თან, გელა ბაბ­ლუ­ან­თან, შეხ­ვედ­რით დას­რულ­და. რე­ჟი­სო­რი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს თა­ვი­სუ­ფა­ლი კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში. რო­გორც გელა ბაბ­ლუ­ა­ნი ამ­ბობს, შე­კი­თხვე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

„ვფიქ­რობ, რომ არა მარ­ტო რე­ჟი­სუ­რის, არა­მედ ყვე­ლა სფე­როს მი­მართ აქვთ ამ ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი და უნ­დათ, რომ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის სპე­ცი­ფი­კა­ში კარ­გად გა­ერ­კვნენ. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი თა­ო­ბაა, რო­მელ­საც საქ­მის და გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მა აქვს, ამი­ტომ მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბათ ცხოვ­რე­ბა­ში.“- გელა ბაბ­ლუ­ა­ნი, რე­ჟი­სო­რი.

ისე­ვე რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი მოხ­სე­ნებ­ლის გა­მოს­ვლე­ბის სრუ­ლი ვერ­სი­ე­ბი და­ი­დე­ბა „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ეტა­პობ­რი­ვად და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო შე­მეც­ნე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ეპი­ზო­დე­ბი.

კონ­ფე­რენ­ცია „სა­ო­ცა­რი ახა­ლი სამ­ყა­რო“ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მას­პინ­ძლობ­და „Holiday Inn Telavi”.

კომ­პა­ნია "წიგ­ნე­ბის თარო” ქარ­თუ­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც სა­ბავ­შვო და ახალ­გაზ­რდულ, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ, რო­მე­ლიც 2016 წლი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა, კომ­პა­ნი­ის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტია. 2020 წელს კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ წლის მთა­ვა­რი პრი­ზით, „წიგ­ნის ქო­მა­გი 2020“-ით და­ა­ჯილ­დო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა

გელა ბაბლუანი, ლევან გიგინეიშვილი, პაპუნა ტოლიაშვილი და სტუდენტები - "წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია წარმატებით დასრულდა

26 ივლისს თელავში „წიგნების თაროს“ პირველი ახალგაზრდული კონფერენცია „საოცარი ახალი სამყარო“ გაიმართა. თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე, მომავლის ხედვებსა და ტენდენციებზე სტუდენტებმა და ქვეყნის გამორჩეულმა პროფესიონალებმა ისაუბრეს.

"წიგნების თაროს“ გუნდისთვის მთავარი მიზანი ისევ და ისევ ახალგაზრდებში ცოდნისა და განათლების პოპულარიზაციაა. ჩვენ არაერთხელ გვქონია რეგიონებში ღონისძიებები, თუმცა კონფერენციის ფორმატი ჩვენთვის პირველია, მაგრამ არა უკანასკნელი, ვინაიდან საოცრად დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ღონისძიებას, როგორც მსმენელის, ისე მომხსენებლების მხრიდან. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ახალგაზრდები და უკვე წარმატებული ადამიანები შეძლებენ, გააზიარონ თავიანთი გამოცდილება და ყველასთვის საინტერესო მოსაზრებები.“ - ნინო კელაურიძე, „წიგნების თაროს“ ხელმძღვანელი.

კონფერენცია ყველასთვის საყვარელი „წიგნების თაროს“ თამაშით დაიწყო. არსებული ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიება დახურული იყო და ყველა წესის დაცვით გაიმართა. ამიტომ დამსწრე აუდიტორია, ძირითადად, კახეთის რეგიონიდან და თბილისიდან ჩამოსული მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. ყველა გამოცნობილი შეკითხვისთვის დასაჩუქრებული ახალგაზრდები თამაშის შემდეგ თავიანთი თანატოლების მოხსენებების მოსასმენად გაემზადნენ.

თორნიკე კობალაძემ თემით - „რატომ არ გვიხსნიან შეცდომებს?“ ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და შემაფერხებელი შეიძლება იყოს შეცდომის აუხსნელობა პროგრესისკენ მიმავალ გზაზე.

შაკო ბრეგაძე შეეცადა, გაეცა პასუხი კითხვაზე - „შეძლებენ თუ არა რობოტები ლექსების წერას?“, ვინაიდან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი იმის შექმნას, რისი გაკეთებაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ადამიანს შეუძლია.

ანასტასია იოსებაძემ კი თავის მოხსენებაში ისაუბრა თემაზე „პროგრამისტი - თანამედროვე ფილოსოფოსი“. ერთი შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული პროგრამირება და ფილოსოფია, თუმცა ანასტასიამ აუდიტორიას პროგრამირების უახლესი გამოწვევებისა და პლატონის ფორმების თეორიის მჭიდრო კავშირი ნათლად დაანახა.

„წიგნების თაროს“ გუნდის წევრმა სტუდენტებმა ამ აქტუალურ თემებზე საუბრით ყველას მოწონება დაიმსახურეს და ახალი ფიქრის საბაბიც გააჩინეს. მათი მოხსენებების ნახვა და მოსმენა „წიგნების თაროს“ ფეისბუქის გვერდის საშუალებით ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.

„სტუდენტები ფიქრობენ“ – „წიგნების თაროს“ ახალი ინიციატივაა. ზუსტად ამ ფორმატში მოვისმინეთ სტუდენტების მოხსენებები. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება ქვეყნის ყველაზე ჭკვიან და გონებაგახსნილ ახალგაზრდებთან და ზუსტად აქედან წამოვიდა იდეაც. ისინი ყველაზე კარგად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს და ტენდენციებს და ვფიქრობთ, ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება, მოისმინოს მათი ხედვები. სწორედ ამიტომ, მომავალი კონფერენციების გარდა, „სტუდენტები ფიქრობენ“ იქნება ჩვენი ახალი მიმართულება, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები ფართო აუდიტორიას მიაწვდენენ თავიანთ ხმას.“ - ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „წიგნების თაროს“ კრეატიული დირექტორი.

სტუდენტების მოხსენებების შემდეგ ახალგაზრდების წინაშე საკუთარ სფეროში წარმატებული პროფესიონალები წარდგნენ - ლევან გიგინეიშვილი ფილოსოფიისა და ფილოლოგიის დარგიდან და პაპუნა ტოლიაშვილი ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროდან.

ლევან გიგინეიშვილი ახალგაზრდებს ფილოსოფიაზე, როგორც ადამიანის განუყოფელ ვნებაზე, ესაუბრა. პაპუნა ტოლიაშვილმა კი, რომელიც „სინერჯი კაპიტალის“ დამფუძნებელია, ორგანიზაციული კრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზაციის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე ჩაატარა მასტერკლასი.

„მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა სფეროში ვარ, პაპუნა ტოლიაშვილის გამოსვლის შემდეგ, იმდენი პარალელის გავლება შევძელი ორგანიზაციის მენეჯმენტსა და ჩემს სფეროს შორის, რომ მისი რჩევები ძალიან საჭირო და გამოსადეგი აღმოჩნდა.

ვინ ვართ ჩვენ? რატომ მოვდივართ ამ სამყაროში? რა არის ჩვენი ცხოვრების დანიშნულება? ეს კითხვები ალბათ ყველა ადამიანს გვაწუხებს, უფრო მძაფრად კი ახალგაზრდებს გვსურს მასზე პასუხები. სწორედ ამ თემას ეხებოდა ლევან გიგინეიშვილის ლექცია, რომელმაც დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ვიპოვოთ ყოფიერების საზრისი ფილოსოფიის, ანუ შემეცნების გზით.

კონფერენციის ბოლო ნაწილი კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი აღმოჩნდა. მომეცა საშუალება გელა ბაბლუანისთვის კითხვები დამესვა კინემატოგრაფიაზე და მისგან ძალიან ამაღელვებელი, საინტერესო და ამომწურავი პასუხები მიმეღო.“ - ნინანო გუგუნავა, მოსწავლე და კონფერენციის მსმენელი.

ღონისძიების კულმინაცია - „წიგნების თაროს“ კონფერენცია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ რეჟისორთან, გელა ბაბლუანთან, შეხვედრით დასრულდა. რეჟისორი პირველად შეხვდა ქართველ ახალგაზრდებს თავისუფალი კითხვა-პასუხის რეჟიმში. როგორც გელა ბაბლუანი ამბობს, შეკითხვები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო.

„ვფიქრობ, რომ არა მარტო რეჟისურის, არამედ ყველა სფეროს მიმართ აქვთ ამ ბავშვებს განსაკუთრებული ინტერესი და უნდათ, რომ ყველა პროფესიის სპეციფიკაში კარგად გაერკვნენ. მოტივირებული და განვითარებული თაობაა, რომელსაც საქმის და განათლების მიმართ პოზიტიური მიდგომა აქვს, ამიტომ მგონია, რომ ძალიან დადებითი შედეგები ექნებათ ცხოვრებაში.“- გელა ბაბლუანი, რეჟისორი.

ისევე როგორც სტუდენტების, ასევე თითოეული მოხსენებლის გამოსვლების სრული ვერსიები დაიდება „წიგნების თაროს“ ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად და ყველას შეეძლება მოისმინოს განსაკუთრებულად საინტერესო შემეცნებითი ღონისძიების ეპიზოდები.

კონფერენცია „საოცარი ახალი სამყარო“ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობდა „Holiday Inn Telavi”.

კომპანია "წიგნების თარო” ქართული ბრენდია, რომელიც საბავშვო და ახალგაზრდულ, შემეცნებით-გასართობ პროექტებს ახორციელებს. ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ, რომელიც 2016 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადაიცემა, კომპანიის საავტორო პროექტია. 2020 წელს კომპანია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ წლის მთავარი პრიზით, „წიგნის ქომაგი 2020“-ით დააჯილდოვა.

#ლიტერატურული გაჩერება საჩხერეშია  - გამოფენა-გაყიდვა 50 %-იანი ფასდაკლებით

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მერვე)

29-30-31 ივლისს  #ლიტერატურულიგაჩერება საჩხერესა და რაჭას ესტუმრება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"