მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს
კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

დე­დოფ­ლის­წყა­რო­ელ ფერ­მერს, გი­ორ­გი ხოს­როშ­ვილს, 15 წე­ლია კა­ხეთ­ში ხორ­ბა­ლი, ქერი და სი­მინ­დი მოჰ­ყავს. იგი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვინც გა­და­წყვი­ტა, ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა ახა­ლი, ნი­ა­და­გის ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დით* ეცა­და. მე­თო­დი ფერ­მე­რებს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO აგ­რო­ნო­მებ­მა, ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შეს­თა­ვა­ზეს. პრო­ექ­ტი კა­ხელ ფერ­მე­რებს ხელს უწყობს, ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დით, მო­სავ­ლის ხა­რის­ხი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდა­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ა­ში.

გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის ამ ახა­ლი მე­თო­დის შე­სა­ხებ რე­გი­ონ­ში არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, სა­ნამ მას ეს მე­თო­დი ექ­სტენ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა არ შეს­თა­ვა­ზეს. ფერ­მე­რის­თვის საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი იყო ის ფაქ­ტი, რომ აგ­რო­ნო­მებ­მა მას შე­მოდ­გო­მის ნაც­ვლად, ხორ­ბა­ლი გა­ზა­ფხულ­ზე და­ა­თე­სი­ნეს.

გი­ორ­გი ხოს­როშ­ვი­ლი მთლი­ა­ნო­ბა­ში 130 ჰექ­ტა­რი მი­წის მფლო­ბე­ლია, თუმ­ცა ახა­ლი მე­თო­დის გა­მოც­და მან სა­წყის ეტაპ­ზე, მხო­ლოდ 1 ჰექ­ტარ­ზე გა­რის­კა. FAO-ს აგ­რო­ნო­მე­ბი და ექ­სტენ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მას მთე­ლი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ. სა­ჭი­რო ტექ­ნი­კით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ფერ­მე­რის სა­კონ­სულ­ტა­ციო დახ­მა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თოდს ნახ­შირ­ბა­დის ნაკ­ლე­ბი გა­მო­ყო­ფა და ჰა­ე­რის ნაკ­ლე­ბი და­ბინ­ძუ­რე­ბა ახ­ლავს თან.

შე­დეგ­მა გი­ორ­გიც გა­ა­ო­ცა და მისი მე­ზო­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­დან იგი­ვე მე­თო­დის და­ნერგვას გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

„მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­ზე და საწ­ვავ­ზე 20%-მდე თან­ხა დავ­ზო­გე, რად­გან ნუ­ლო­ვან და­მუ­შა­ვე­ბას გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ინ­ვეს­ტი­ცია სჭირ­დე­ბა“, ამ­ბობს გი­ორ­გი. „ხორ­ბა­ლი ჩემს ნაკ­ვეთ­ზე თე­ბერ­ვლის ბო­ლოს-მარ­ტის და­სა­წყის­ში დავ­თე­სე, ეს კა­ხეთ­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა და შე­დე­გი, ვფიქ­რობ, სა­ხე­ზეა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს მე­თო­დი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს“. ვი­ნა­ი­დან მო­სა­ვა­ლი მარ­თლაც კარ­გია, მო­მა­ვა­ლი წლი­დან გი­ორ­გი ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თოდს უფრო დიდ ნაკ­ვეთ­ზე გა­მო­ი­ყე­ნებს, ისე­ვე, რო­გორც მისი მე­ზო­ბე­ლი ფერ­მე­რე­ბი. რაც უფრო დი­დია ნაკ­ვე­თი, მით უფრო დიდ თან­ხას ზო­გავს ფერ­მე­რი მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­ზე და მით ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი ად­გე­ბა გა­რე­მოს მი­წის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­მუ­შა­ვე­ბი­სას გა­მო­ყო­ფი­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვით. ნი­ა­და­გის ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დი თავ­სე­ბა­დია ისეთ გავ­რცე­ლე­ბულ კულ­ტუ­რებ­თან რო­გო­რე­ბი­ცაა ხორ­ბა­ლი, ჭვა­ვი და ქერი.

  • „FAO და ევ­რო­კავ­ში­რი მუდ­მი­ვად მხარს უჭე­რენ ქარ­თველ ფერ­მე­რებს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში ახა­ლი და ეკო­ნო­მი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით. ჩვე­ნი აგ­რო­ნო­მე­ბის მიერ ფერ­მე­რე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი უფრო დიდი მო­სავ­ლის აღე­ბას უწყო­ბენ ხელს, ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯით და გა­რე­მოს­თვის ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ვი­ერ სანს ალ­ვა­რეს­მა, FAO-ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია კონ­სერ­ვა­ცი­უ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ერთ-ერთი მე­თო­დია. ის არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­უ­რია, არა­მედ ასე­ვე იცავს ნი­ა­დაგს ერო­ზი­ის­გან და ამ­ცი­რებს კა­ხეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გვალ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ზი­ანს.

  • „მე­ტიც, ფერ­მე­რებს აღარ მო­უ­წევთ ნამ­ჯის დაწ­ვა, რად­გან ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ით­ვა­ლის­წი­ნებს ნამ­ჯის გა­მო­ყე­ნე­ბას მულ­ჩი­რე­ბის­თვის, რაც ნი­ა­დაგს უნარ­ჩუ­ნებს ტე­ნი­ა­ნო­ბას, ამ­ცი­რებს წვი­მით გა­მოწ­ვე­ულ ზი­ანს, სა­რე­ვე­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და უკე­თეს მო­სა­ვალს იძ­ლე­ვა ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მე­ო­რე ან მე­სა­მე წელს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნი­ა­და­გის ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბის მე­თო­დი იდე­ა­ლუ­რია კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის­თვის“, - ამ­ბობს ალან პი­ნე­და, FAO-ს აგ­რო­ნო­მი.

გი­ორ­გის ნაკ­ვე­თი ერთ-ერ­თია მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს მიერ მო­წყო­ბი­ლი სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თე­ბი­დან. უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბა ფერ­მე­რე­ბის­თვის არამ­ხო­ლოდ ხორ­ბლის, ქე­რი­სა და სი­მინ­დის სა­წარ­მო­ებ­ლად, არა­მედ ბოსტნე­უ­ლი მო­საყ­ვა­ნა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს მცი­რე­მი­წი­ან მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში. FAO-ს აგ­რო­ნო­მე­ბი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვით აწყო­ბენ ფერ­მერ­თა სა­ვე­ლე სკო­ლებს და ტრე­ნინ­გებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

*ნი­ა­და­გის მი­ნი­მა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა არის მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კა, ნი­ა­და­გის სტრუქ­ტუ­რა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბით. მი­ნი­მა­ლუ­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სას ნი­ა­და­გის ზე­და­პირ­ზე რჩე­ბა მუდ­მი­ვი სა­ფა­რი, რაც ნი­ა­დაგ­ში წვი­მის წყალს უკე­თე­სად შეღ­წე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა და ანე­ლებს აორ­თქლე­ბის პრო­ცესს, ზრდის ნი­ა­დაგ­ში ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კვლავ წარ­მო­ე­ბა და ნი­ა­დაგ­ში ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის.

მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად და კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ გვერდს: კარ­გი მო­სა­ვა­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
0

წარმატებები 

sniper
1

უფრო დეტალურად და გასაგებად რომ დაწეროთ რას ნიშნავს ნიადაგის მინიმალური დამუშავება არ იქნება? თუ მაინცდამაინც ამ ორგანიზაციას უნდა მივაკითხოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

კახელი ფერმერი ნიადაგის მინიმალური დამუშავებით ხორბლის წარმოებას აუმჯობესებს

დედოფლისწყაროელ ფერმერს, გიორგი ხოსროშვილს, 15 წელია კახეთში ხორბალი, ქერი და სიმინდი მოჰყავს. იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც გადაწყვიტა, ხორბლის წარმოება ახალი, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდით* ეცადა. მეთოდი ფერმერებს ევროკავშირისა და FAO აგრონომებმა, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში შესთავაზეს. პროექტი კახელ ფერმერებს ხელს უწყობს, ნულოვანი დამუშავების მეთოდით, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდასა და დანახარჯების ოპტიმიზაციაში.

გიორგი ამბობს, რომ მიწის დამუშავების ამ ახალი მეთოდის შესახებ რეგიონში არაფერი იყო ცნობილი, სანამ მას ეს მეთოდი ექსტენციის სპეციალისტებმა არ შესთავაზეს. ფერმერისთვის საკმაოდ უცნაური იყო ის ფაქტი, რომ აგრონომებმა მას შემოდგომის ნაცვლად, ხორბალი გაზაფხულზე დაათესინეს.

გიორგი ხოსროშვილი მთლიანობაში 130 ჰექტარი მიწის მფლობელია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა მან საწყის ეტაპზე, მხოლოდ 1 ჰექტარზე გარისკა. FAO-ს აგრონომები და ექსტენციის სპეციალისტები მას მთელი ჩატარებული სამუშაოების განმავლობაში დახმარებას უწევდნენ. საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა და ფერმერის საკონსულტაციო დახმარება ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ნულოვანი დამუშავების მეთოდს ნახშირბადის ნაკლები გამოყოფა და ჰაერის ნაკლები დაბინძურება ახლავს თან.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Ck9RcdG0KnM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

შედეგმა გიორგიც გააოცა და მისი მეზობელი ფერმერებიც, რომლებიც მომავალი სეზონიდან იგივე მეთოდის დანერგვას განიხილავენ.

„მექანიზაციაზე და საწვავზე 20%-მდე თანხა დავზოგე, რადგან ნულოვან დამუშავებას გაცილებით ნაკლები ინვესტიცია სჭირდება“, ამბობს გიორგი. „ხორბალი ჩემს ნაკვეთზე თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში დავთესე, ეს კახეთში პირველად ხდება და შედეგი, ვფიქრობ, სახეზეა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეთოდი შესანიშნავად მუშაობს“. ვინაიდან მოსავალი მართლაც კარგია, მომავალი წლიდან გიორგი ნულოვანი დამუშავების მეთოდს უფრო დიდ ნაკვეთზე გამოიყენებს, ისევე, როგორც მისი მეზობელი ფერმერები. რაც უფრო დიდია ნაკვეთი, მით უფრო დიდ თანხას ზოგავს ფერმერი მექანიზაციაზე და მით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს მიწის ტრადიციული დამუშავებისას გამოყოფილი გამონაბოლქვით. ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი თავსებადია ისეთ გავრცელებულ კულტურებთან როგორებიცაა ხორბალი, ჭვავი და ქერი.

  • „FAO და ევროკავშირი მუდმივად მხარს უჭერენ ქართველ ფერმერებს, სოფლის მეურნეობაში ახალი და ეკონომიური ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენი აგრონომების მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული მეთოდები უფრო დიდი მოსავლის აღებას უწყობენ ხელს, ნაკლები ხარჯით და გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებით“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა საქართველოში.

ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მეთოდია. ის არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ასევე იცავს ნიადაგს ეროზიისგან და ამცირებს კახეთში გავრცელებული მოკლევადიანი გვალვებით გამოწვეულ ზიანს.

  • „მეტიც, ფერმერებს აღარ მოუწევთ ნამჯის დაწვა, რადგან ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს ნამჯის გამოყენებას მულჩირებისთვის, რაც ნიადაგს უნარჩუნებს ტენიანობას, ამცირებს წვიმით გამოწვეულ ზიანს, სარეველების გავრცელებას და უკეთეს მოსავალს იძლევა ტექნოლოგიის გამოყენების მეორე ან მესამე წელს. აქედან გამომდინარე, ნიადაგის ნულოვანი დამუშავების მეთოდი იდეალურია კახეთის რეგიონისთვის“, - ამბობს ალან პინედა, FAO-ს აგრონომი.

გიორგის ნაკვეთი ერთ-ერთია მთელი საქართველოს მასშტაბით, ევროკავშირისა და FAO-ს მიერ მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთებიდან. უახლესი ტექნოლოგიები შეთავაზება ფერმერებისთვის არამხოლოდ ხორბლის, ქერისა და სიმინდის საწარმოებლად, არამედ ბოსტნეული მოსაყვანადაც მიმდინარეობს, მათ შორის, საქართველოს მცირემიწიან მაღალმთიანეთში. FAO-ს აგრონომები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთო ძალისხმევით აწყობენ ფერმერთა საველე სკოლებს და ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

*ნიადაგის მინიმალური დამუშავება არის მიწის დამუშავების ტექნიკა, ნიადაგის სტრუქტურაზე მინიმალური ზემოქმედებით. მინიმალური დამუშავებისას ნიადაგის ზედაპირზე რჩება მუდმივი საფარი, რაც ნიადაგში წვიმის წყალს უკეთესად შეღწევაში ეხმარება და ანელებს აორთქლების პროცესს, ზრდის ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობას. შესაბამისად, ხდება საკვები ნივთიერებების კვლავ წარმოება და ნიადაგში ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, რაც მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნებისთვის.

მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი

Taycan - პორშეს პირველი ელექტრო ავტომობილის წარდგენა

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ქართველი ფერმერი ქალი ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდებს ნერგავს და წარმოებას ზრდის