მოძრაობა „ხახლისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძის განცხადებით, ის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში იყრის კენჭს. შესაბამისი განცხადება ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა.
"ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს, აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას.
ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა. დეტალები მოგვიანებით",- წერს დოლიძე "ფეისბუქზე".