მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.