ავტორი:

"მითხრეს სახელი და გვარი, მაგრამ ეს არაფერს მეუბნება. ვერც დავიმახსოვრე" - რას ამბობს ლერი სულაბერიძე თავდამსხმელზე?

"მითხრეს სახელი და გვარი, მაგრამ ეს არაფერს მეუბნება. ვერც დავიმახსოვრე" - რას ამბობს ლერი სულაბერიძე თავდამსხმელზე?

28 ივლისს, საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყნეთის გზაზე მოძრავ ავტომობილს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი სულაბერიძე მართავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი გამოკითხვა და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თავად სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა წყნეთში სროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

"მითხრეს სახელი და გვარი, მაგრამ ეს არაფერს მეუბნება. ვერც დავიმახსოვრე. არ ვიცნობ. ამოცნობის პროცესი არ ყოფილა. არც ის ვიცი, რა მარკის მანქანა იყო, მუქი ფერის იყო“, - განაცხადა მან. კითხვაზე, შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს "დინამოს" წილებს, სულაბერიძე ამბობს, რომ არ იცის. მისივე თქმით, ავტომობილი უკნიდან წამოეწია წყნეთის გზაზე, როდესაც შინ ბრუნდებოდა, გაუსწრო და ამ დროს ესროლა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში? - მხოლოდ წელს, 6 თვეში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ს დღემდე უშედეგოდ ეძებენ