მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მის­მა შვილ­მა ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა, რომ­ლის გა­მოც ეში­ნო­და. რო­გორც თა­მა­ზაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­თან“ თქვა, ის მო­ი­თხოვს გა­მო­ძი­ე­ბა­ში ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თვას. გო­გო­ნას დე­დას კი­თხვე­ბი აქვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თუ რო­გორ და რა­ტომ წა­ი­შა­ლა მისი შვი­ლის "ფე­ის­ბუქ“ ან­გა­რი­ში.

"რა­ღა­ცე­ბის მიჩ­ქმალ­ვა და ჩა­ფარ­ცხვა უნ­დათ. მო­ვი­თხოვ, ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თუ­ლო­ბას. ვახ­სე­ნეთ თუ არა ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო, ეგ­რე­ვე წა­ი­შა­ლა "ფე­ის­ბუ­ქი“.შე­იძ­ლე­ბა რომ გა­უხ­სნე­ლად წა­შა­ლონ ფე­ის­ბუ­ქი?! ეს ხომ ზღა­პა­რია?! ელე­მენ­ტა­რუ­ლია, ყვე­ლამ იცის. რა­ტომ წა­ი­შა­ლა ფე­ის­ბუ­ქი, თა­ვი­სით წა­იშ­ლე­ბო­და?! წა­ი­შა­ლა, როცა უკვე ად­ვო­კა­ტი უნდა დას­წრე­ბო­და კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნას.

ჩემი შვი­ლი იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი იყო, რომ რა­ღაც სხვა სის­ტე­მებ­ში შე­აღ­წია, სხვა რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა ისე­თი, რომ­ლი­საც ეში­ნო­და. ჩვენ დაგ­ვიც­ვა, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­იც­ვა და თავი გა­წი­რა.

100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბა. რომ დამ­ხვრი­ტონ და მი­თხრან, თქვი რომ თვით­მკვლე­ლო­ბა იყოო, უარ­ვყოფ.

უკან არ და­ვი­ხევ. სტრას­ბურ­გშიც გა­ვა­სა­ჩივ­რებ და სა­დაც კი რამე ინ­სტან­ცია არ­სე­ბობს, არ გავ­ჩერ­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს გავ­ყი­დი და სი­მარ­თლეს მა­ინც გა­ვი­გებ. ჩემი შვი­ლის მე­ო­რედ სიკ­ვდილს არ და­ვუშ­ვებ“, - ამ­ბობს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ გა­ირ­კვა, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ან­გა­რი­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ იძებ­ნე­ბო­და, თუმ­ცა უც­ნო­ბია, ვინ და რა­ტომ გა­ა­უქ­მა ის. ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში მას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რი და­ლუ­ქულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ დახ­ვდა. რა­მიშ­ვი­ლი კომ­პი­უ­ტე­რის გა­სახ­სნე­ლად FBI-ის ჩარ­თვას ითხოვ­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნის შემ­დეგ, ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა "უცებ იპოვ­ნეს კოდი."

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი ამარ­თლებს გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის­თვის პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ ნათ­ქვამ ფრა­ზას - "კომ­პი­უ­ტე­რი გავ­ხსე­ნით და თქვე­ნი გოგო შარ­ში“ არი­სო.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dudu
331

ყველაფერი გასაგებია. ხელისუფლების გარდა ეს არავის შეძლო ჩაედინა. მე ვამბობ ფაქტების გაქრობას და გამოძების ჩაფარვა ჩაფარცხვას. სხვას ვის შეეძ₾ო აბა ეს გაეკეთებინა ხო. მოკლეს ანგელოზივით გოგო და ახლა ბოდავენ რაღაცეებს

გია
304

ეს შეიძლება არ იცის ბევრმა,მაგრამ ფეისბუქზე დარეგისტრირებისას მას აქვს ფუნქცია რაც გულისხმობს პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ექაუნთის ავტომატურად გაუქმებას..ეს იმ შემთხვევაში ხდება თუ თავად ექაუნთის მფლობელს აქვს გაცხადებული თანხმობა სიცოცხლის პერიოდში

ავტორი:

"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა... სიმართლეს გავიგებ, ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, რომლის გამოც ეშინოდა. როგორც თამაზაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან“ თქვა, ის მოითხოვს გამოძიებაში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას. გოგონას დედას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ და რატომ წაიშალა მისი შვილის "ფეისბუქ“ ანგარიში.

"რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ. მოვითხოვ, ფედერალური ბიუროს ჩართულობას. ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა "ფეისბუქი“.შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი?! ეს ხომ ზღაპარია?! ელემენტარულია, ყველამ იცის. რატომ წაიშალა ფეისბუქი, თავისით წაიშლებოდა?! წაიშალა, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა კომპიუტერის გახსნას.

ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა ისეთი, რომლისაც ეშინოდა. ჩვენ დაგვიცვა, ჩვენი ოჯახის წევრები დაიცვა და თავი გაწირა.

100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა. რომ დამხვრიტონ და მითხრან, თქვი რომ თვითმკვლელობა იყოო, უარვყოფ.

უკან არ დავიხევ. სტრასბურგშიც გავასაჩივრებ და სადაც კი რამე ინსტანცია არსებობს, არ გავჩერდები, ყველაფერს გავყიდი და სიმართლეს მაინც გავიგებ. ჩემი შვილის მეორედ სიკვდილს არ დავუშვებ“, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ცნობისთვის, გუშინ გაირკვა, რომ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქის" ანგარიში სოციალურ ქსელში აღარ იძებნებოდა, თუმცა უცნობია, ვინ და რატომ გააუქმა ის. ამასთან, გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის ბიუროში მას ბაჩალიაშვილის კომპიუტერი დალუქულ მდგომარეობაში არ დახვდა. რამიშვილი კომპიუტერის გასახსნელად FBI-ის ჩართვას ითხოვდა, თუმცა აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა "უცებ იპოვნეს კოდი."

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტი ამართლებს გარდაცვლილის მამისთვის პოლიციელის მიერ ნათქვამ ფრაზას - "კომპიუტერი გავხსენით და თქვენი გოგო შარში“ არისო.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს - დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

"ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი" - შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დიჯეი