პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის 10 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან ხუ­თის წყა­რო გა­ჩი­ა­ნის და­სახ­ლე­ბაა, 4 შემ­თხვე­ვა არის იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, მათ­გან ორი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლია. მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, ერთ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით წყა­როს დად­გე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„გუ­შინ ქვე­ყა­ნა­ში იყო 1145 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დაგ­ვე­მა­ტა 10 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და 1155 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი არის მხო­ლოდ ორი, 927 იყო და 929 გახ­ლავთ. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დღეს კო­ვიდ ცენ­ტრებ­ში მკურ­ნა­ლობს 248 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

10 პა­ცი­ენ­ტის გა­ნა­წი­ლე­ბა ასე­თია: 5 შემ­თხვე­ვის წყა­რო არის გა­ჩი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა, 4 არის შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან 2 არის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი, ერთ შემ­თხვე­ვა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს წყა­როს დად­გე­ნა და კონ­ტაქ­ტე­ბის კვლე­ვა.

ჩვე­ნი ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს კვლავ 41 პა­ცი­ენ­ტი გვყავს. დაგ­ვე­მა­ტა 3 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი, სა­მი­ვე გახ­ლავთ შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან ორი არის სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი. მხო­ლოდ ერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, და­ნარ­ჩე­ნი უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. ჩვე­ნი ცენ­ტრის პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯამ­რთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, ძი­რი­თა­დად, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­სა და მათ­ზე მსუ­ბუ­ქი პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბენ“,-გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია - მარინა ეზუგბაია ახალი ინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ხუთის წყარო გაჩიანის დასახლებაა, 4 შემთხვევა არის იმპორტირებული, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს დადგენა მიმდინარეობს.

„გუშინ ქვეყანაში იყო 1145 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1155 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი, 927 იყო და 929 გახლავთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 248 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული.

10 პაციენტის განაწილება ასეთია: 5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანის დასახლება, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს. დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, სამივე გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი უცხოელები არიან. ჩვენი ცენტრის პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად, საშუალო სიმძიმისა და მათზე მსუბუქი პაციენტები მკურნალობენ“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მდინარე ლათქიშორას ადიდების შედეგად, ონის სოფელ ღებში მისასვლელი გზა დაიტბორა - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილობრივი

წყნეთის გზაზე ავტომობილს ესროლეს

დედოფლისწყაროში დაკარგული მოზარდები იპოვეს