სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა
"ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძის კობა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხის თხოვ­ნაა, რომ პროგ­რა­მის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხი ითხოვს, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა უშუ­ა­ლოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­დეს, იმ მი­ზე­ზით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა არ­სე­ბობს.

„ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბას ვი­თხოვთ. უბ­რა­ლოდ, არ გვინ­და, რომ თა­მა­რის უმან­კო სული ლაფ­ში იყოს გას­ვრი­ლი. რამ გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი?! ეს იყო ჩხვლე­ტა, გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა, თუ რის გამო დად­გა სიკ­ვდი­ლი ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­სპერ­ტი­ზა დარ­ჩა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ასე­ვე ამო­სა­ღე­ბია დრო­ნის ჩა­ნა­წე­რე­ბი, ჯერ კი­დევ არ არის გახ­სნი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი, რაც ოჯახს გარ­კვე­ულ კი­თხვებს უჩენს.

„ჩემ­ში იწ­ვევს, რომ ეს ამ­ბა­ვი ან ძა­ლი­ან არის ჩახ­ლარ­თუ­ლი, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბას სურს ყვე­ლა­ფერ­ში ობი­ექ­ტუ­რად გა­ერ­კვეს და მერე გვი­თხრას სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი, ან შე­იძ­ლე­ბა თავს ვერ არ­თმევ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თვას, რათა გა­იხ­სნას ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გოს ბიძა ამ­ბობს, რომ ამის შე­სა­ხებ ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა შე­სა­ბა­მი­სი მი­ზე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ისა­უბ­რა.

„რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ამ დრომ­დე ვერ მოხ­და კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ო­ფი­სე სა­მუ­შაო კომ­პი­უ­ტე­რი და ძა­ლი­ან მიკ­ვირს, რომ არ არი­ან შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მო­ა­ხერ­ხონ მისი გახ­სნა. რად­გა­ნაც ად­ვო­კატ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა, ალ­ბათ რე­ა­ლუ­რად მი­აჩ­ნია, რომ ეს ასე უნდა იყოს, ვი­ნა­ი­დან, თა­მა­რი მუ­შა­ობ­და იმ კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან იმარ­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კობა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

"ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს" - თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის კობა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახის თხოვნაა, რომ პროგრამისტის გარდაცვალების საქმე ობიექტურად იყოს გამოძიებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახი ითხოვს, რომ საქმის გამოძიება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს, იმ მიზეზით, რომ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

„ობიექტურად გამოძიებას ვითხოვთ. უბრალოდ, არ გვინდა, რომ თამარის უმანკო სული ლაფში იყოს გასვრილი. რამ გამოიწვია სიკვდილი?! ეს იყო ჩხვლეტა, გამჭოლი ჭრილობა, თუ რის გამო დადგა სიკვდილი ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმესთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ექსპერტიზა დარჩა ჩასატარებელი, ასევე ამოსაღებია დრონის ჩანაწერები, ჯერ კიდევ არ არის გახსნილი თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, რაც ოჯახს გარკვეულ კითხვებს უჩენს.

„ჩემში იწვევს, რომ ეს ამბავი ან ძალიან არის ჩახლართული, რადგან გამოძიებას სურს ყველაფერში ობიექტურად გაერკვეს და მერე გვითხრას საბოლოო პასუხი, ან შეიძლება თავს ვერ ართმევდეს“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს ჩართვას, რათა გაიხსნას ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერი, გარდაცვლილი გოგოს ბიძა ამბობს, რომ ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა შესაბამისი მიზეზის საფუძველზე ისაუბრა.

„რამდენადაც ვიცი, ამ დრომდე ვერ მოხდა კომპიუტერის გახსნა. ეს არის ჩვეულებრივი, საოფისე სამუშაო კომპიუტერი და ძალიან მიკვირს, რომ არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, მოახერხონ მისი გახსნა. რადგანაც ადვოკატმა ეს ყველაფერი მიზანშეწონილად ჩათვალა, ალბათ რეალურად მიაჩნია, რომ ეს ასე უნდა იყოს, ვინაიდან, თამარი მუშაობდა იმ კომპანიაში, რომელიც ამერიკიდან იმართება“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ვიღაც მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება, დამანახე შენი სახე... ფსიქიატრი ვარ და ვიცი, როგორ ხდება ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება" - მარიამ ჯიშკარიანი

ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი