სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი
"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

თურ­მე, რა­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა. არ არის არა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად! არ მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა ისე, რო­გორც უნდა მი­დი­ო­დეს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან გარ­კვე­უ­ლი ვაჭ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, - ამის შე­სა­ხებ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა და­გეგ­მი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„მა­მა­ჩემს რა­ღას ერ­ჩი­ან, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცე­მი მუ­სი­კო­სი იყო, რა­ტომ ლან­ძღა­ვენ ამ ადა­მი­ანს? რა არ მოს­წონთ ჩემ­ში? მე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბებს ვი­ცავ და ამ ულა­მა­ზე­სი ბავ­შვის სიკ­ვდი­ლი რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, იმას ვად­გენ. თუ გა­მო­ძი­ე­ბა იმით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს ბავ­შვი ამ­დე­ნი ხანი თუ არ ჩან­და, „ახალ­გაზ­რდა გო­გოა, თა­ვის ბო­იფ­რენდთან ხომ არაა წა­სუ­ლი, მე ახლა შევ­წუხ­დე­ბიო“ და დღეს თუ ოჯახს ნდო­ბა არ აქვს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა და მეც იგი­ვე პო­ზი­ცია მაქვს, ჩემ მი­მართ ზი­ზღი გა­მო­ხა­ტეს ბო­ტებ­მა და ტრო­ლებ­მა. ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლაა და ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს და­გეგ­მი­ლა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი.

თურ­მე, რა­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა. არ არის არა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად. არ მი­დის გა­მო­ძი­ე­ბა ისე, რო­გორც უნდა მი­დი­ო­დეს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან გარ­კვე­უ­ლი ვაჭ­რო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, გა­მო­ძი­ე­ბა არ მო­იქ­ცა ისე, რო­გორც იმ პე­რი­ოდ­ში შვილ­და­კარ­გულ მა­მას­თან უნდა ჰქო­ნო­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მტერს არ ვუ­სურ­ვებ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნას, რო­გორ­შიც არის დედა, მამა და ძმა, მათ გან­წყო­ბას არ უყუ­რე­ბენ. ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს - ბა­ტონ და­ვით ასა­თი­ანს მივ­მარ­თავ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ეს­მის რა მძი­მეა ად­ვო­კა­ტის პრო­ფე­სია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის გა­ი­თა­ვი­სებს და ეს­მის, რო­გო­რია ად­ვო­კა­ტე­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე ზე­წო­ლა და მხარ­და­ჭე­რა მექ­ნე­ბა მათი მხრი­დან“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გო­გო­ნას დაბ­რუ­ნე­ბას 2-3 დღე­ში ელო­დე­ბოდ­ნენ და უბ­რა­ლოდ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს, რომ ეძებ­დნენ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ისე, რო­გორც ევა­ლე­ბათ.

„დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უკვე იმა­შიც, რომ ალ­ბათ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებ­მა, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ბავ­შვი არ ჩან­და, ჩათ­ვა­ლეს, რომ ახალ­გაზ­რდა გო­გოა, ეტყო­ბა მან­ქა­ნით გა­ი­სე­ირ­ნა თა­ვის მე­გობ­რებ­თან და დაბ­რუნ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში. უბ­რა­ლოდ გა­ა­კე­თეს გან­ცხა­დე­ბა, რომ ვე­ძებთ. ის 15 კი­ლო­მეტ­რი მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ არც მო­უ­ძებ­ნი­ათ. ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ 2-3 დღე­ში ბავ­შვი დაბ­რუნ­დე­ბო­და, აი ეს არის შე­დე­გი.

არ შე­იძ­ლე­ბა, რო­დე­საც ხარ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი უყუ­რო ისე, რომ ბავ­შვი დაბ­რუნ­დე­ბა. თუ შენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხარ, შენ თუ კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხარ, არ შე­იძ­ლე­ბა, შე­ფა­სე­ბა და­ი­წყო, რომ ახალ­გაზ­რდაა და მოვა, შენი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნო ისე, რო­გორც გე­ვა­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირინა
9

სულით და გულით ვიზიარებ დედის და ოჯახის მწუხარებას...ღმერთმა შეგაძლებინოთ და გაგაძლებინოთ(((

სამწუხაროდ მგონია , რომ ეს ამბავიც გაუხსნელი საქმეების რიგს მიემატება...

მარინა
3

ღმერთმა სიმართლე გაპოვნინოთ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად! არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დაგეგმილად მიმდინარეობს.

„მამაჩემს რაღას ერჩიან, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ძალიან პატივსაცემი მუსიკოსი იყო, რატომ ლანძღავენ ამ ადამიანს? რა არ მოსწონთ ჩემში? მე დაზარალებულის უფლებებს ვიცავ და ამ ულამაზესი ბავშვის სიკვდილი რასთან არის დაკავშირებული, იმას ვადგენ. თუ გამოძიება იმით იყო დაკავებული, ეს ბავშვი ამდენი ხანი თუ არ ჩანდა, „ახალგაზრდა გოგოა, თავის ბოიფრენდთან ხომ არაა წასული, მე ახლა შევწუხდებიო“ და დღეს თუ ოჯახს ნდობა არ აქვს, პროტესტი გამოხატა და მეც იგივე პოზიცია მაქვს, ჩემ მიმართ ზიზღი გამოხატეს ბოტებმა და ტროლებმა. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა და ყველანაირად მიუღებელია. ეს დაგეგმილადაა გაკეთებული.

თურმე, რატომ არ ვამბობ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. არ არის არაფერი იდეალურად. არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, გამოძიება არ მოიქცა ისე, როგორც იმ პერიოდში შვილდაკარგულ მამასთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა. მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც არის დედა, მამა და ძმა, მათ განწყობას არ უყურებენ. ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს - ბატონ დავით ასათიანს მივმართავ, დარწმუნებული ვარ, მას ესმის რა მძიმეა ადვოკატის პროფესია, დარწმუნებული ვარ, ის გაითავისებს და ესმის, როგორია ადვოკატების პროფესიაზე, პროფესიონალიზმზე ზეწოლა და მხარდაჭერა მექნება მათი მხრიდან“, - აცხადებს რამიშვილი.

რამიშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველები გოგონას დაბრუნებას 2-3 დღეში ელოდებოდნენ და უბრალოდ განცხადება გააკეთეს, რომ ეძებდნენ.

ადვოკატის თქმით, სამართალდამცველების ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინონ ისე, როგორც ევალებათ.

„დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებმაც მიიღეს განცხადება, რომ ბავშვი არ ჩანდა, ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ. ის 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. ელოდებოდნენ, რომ 2-3 დღეში ბავშვი დაბრუნდებოდა, აი ეს არის შედეგი.

არ შეიძლება, როდესაც ხარ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელი უყურო ისე, რომ ბავშვი დაბრუნდება. თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ თუ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხარ, არ შეიძლება, შეფასება დაიწყო, რომ ახალგაზრდაა და მოვა, შენი ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინო ისე, როგორც გევალება“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ტრაგედიის ადგილის კადრებში დაინახეს ოჯახის წევრებმა გიგას მანქანა. მას მერე ეძებდნენ" - ვინ იყო "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი 26 წლის ახალგაზრდა?

რა კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ჩართვის საკითხზე

"მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას გავასაჯაროებ, ეს არის მწყემსების ჩვენებები, ისინი რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას" - ადვოკატი