საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გახშირდა მუქარა და ზეწოლა გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის მიმართ" - რას აცხადებენ "ემპათიაში"?
"გახშირდა მუქარა და ზეწოლა გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის მიმართ" - რას აცხადებენ "ემპათიაში"?

ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი ლე­მონ­ჯა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის სა­მუ­შაო ოფის­თან უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი და ფოტო-ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ლე­მონ­ჯა­ვამ ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან და ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" პრე­ზი­დენტ მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ან­თან ერ­თად დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და მუ­ქა­რი­სა და ზე­წო­ლის ფაქ­ტე­ბი ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის, გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას, უფ­ლე­ბა­დამ­ცველ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი­სა და ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" პრე­ზი­დენ­ტის მა­რი­ამ ჯიშ­კა­რი­ა­ნის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზე­წო­ლა გუ­ლის­ხმობს უკა­ნო­ნო თვალ­თვალს, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბულ შე­ტე­ვებს. ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის სა­მუ­შაო ოფის­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს უკა­ნო­ნო თვალ­თვა­ლი და ფოტო-ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერტ გა­ლი­ნა კარ­მუ­ში­ნას მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­გორც უშუ­ა­ლოდ, პი­რის­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სას, ასე­ვე სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემ­პა­თი­ა­სა" და მისი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ ად­გი­ლი აქვს პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ სა­ტე­ლევ­ზიო ეთე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თავ­დას­ხმებს, ყვე­ლა ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ ად­გი­ლი აქვს სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" ასო­ბით რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხა­რებ­ლის, "ტრო­ლე­ბი­სა" და "ბო­ტე­ბის" მიერ კო­ორ­დი­ნე­ბულ, არა­ავ­თენ­ტურ ქცე­ვას, რომლთა მი­ზა­ნია ცენ­ტრ "ემ­პა­თი­ას" და ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის, პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში მათი დის­კრე­დი­ტა­ცია. ყო­ვე­ლი­ვე ზემ­ოთხსე­ნე­ბულ­ზე დაყ­რდნო­ბით გთხოვთ, გა­ა­ტა­როთ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა შე­წყდეს და­მო­უ­კი­დე­ბელ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და მის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, ასე­ვე ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­ზე მიმ­დი­ნა­რე ზე­წო­ლა", - გა­ნა­ცხა­და ლე­მონ­ჯა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"გახშირდა მუქარა და ზეწოლა გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის მიმართ" - რას აცხადებენ "ემპათიაში"?

"გახშირდა მუქარა და ზეწოლა გალინა კარმუშინას, მიხეილ რამიშვილისა და მარიამ ჯიშკარიანის მიმართ" - რას აცხადებენ "ემპათიაში"?

ცენტრ "ემპათიას" იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ლემონჯავას განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლემონჯავამ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და ცენტრ "ემპათიას" პრეზიდენტ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ "ემპათიას" სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ "ემპათიას" პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია "ემპათიასა" და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევზიო ეთერების მეშვეობით თავდასხმებს, ყველა ზემოთხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ასობით რეგისტრირებული მომხარებლის, "ტროლებისა" და "ბოტების" მიერ კოორდინებულ, არაავთენტურ ქცევას, რომლთა მიზანია ცენტრ "ემპათიას" და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივისა და ღირსების, პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაცია. ყოველივე ზემოთხსენებულზე დაყრდნობით გთხოვთ, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა შეწყდეს დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე ადვოკატ მიხეილ რამიშვილზე მიმდინარე ზეწოლა", - განაცხადა ლემონჯავამ.