პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?
"თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე არ აკონ­კრე­ტებს, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ზი­ა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ჯან­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ შიდსი­სა და პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, და­ვით სერ­გე­ენ­კოს­თან 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით მწვა­ვე კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და, სა­კი­თხის სა­ჯა­რო­ო­ბა კი ახლა გა­და­წყვი­ტა.

"ეს დრო პოს­ტის და­სა­დე­ბად ავირ­ჩიე, თო­რემ მე ამ რი­ტო­რი­კით მივ­მარ­თავ­დი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დე­გაც. თქვენ რომ ნა­ხოთ ჩვე­ნი მი­მო­წე­რა, გა­ცი­ლე­ბით უფრო მწვა­ვე და კა­ტე­გო­რი­უ­ლია. რისი თქმაც მინ­დო­და, წე­რილ­ში ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და მკა­ფი­ოდ და­ვუს­ვი ბა­ტონ სერ­გე­ენ­კოს კი­თხვე­ბი. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს ამ სა­კი­თხზე არ გა­ვა­კე­თებ. თუ სა­ჭი­რო გახ­და, მე წარ­მო­ვად­გენ თი­თო­ე­უ­ლი იმ წი­ნა­და­დე­ბის არ­გუ­მენ­ტებს, რო­მე­ლიც ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ში არის.

მიბ­რძან­დით ჩვენს ცენ­ტრში და ნა­ხეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ეს ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნას აა­ცი­ლა თა­ვი­დან აივ შიდსის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ეპი­დე­მია, მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც იყო ძი­რი­თა­დი ინი­ცი­ა­ტო­რი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ც ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის, რო­მელ­მაც გან­კურ­ნა 70 ათა­სი ავად­მყო­ფი და გა­და­არ­ჩი­ნა 25 ათა­სი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც არის ფლაგ­მა­ნი კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში.

ყვე­ლა­ზე მეტი, 300-მდე ადა­მი­ა­ნი ჰყავს გა­ტა­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ერთი გარ­დაც­ვლი­ლი, ყვე­ლა­ზე მეტი გან­კურ­ნე­ბუ­ლი და არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მიყ­ვა­ნი­ლია გა­ნად­გუ­რე­ბის პი­რას"-გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­ვად­მყო­ფომ ახლა იგ­რძნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

"პრაქ­ტი­კუ­ლად, მუ­შა­ო­ბას ვერ ვაგ­რძე­ლებთ თუ არ გან­ხორ­ცი­ელ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი. მე ვიცი, რომ ეს არის სერ­გე­ენ­კოს და გარ­კვე­ულ­წი­ლად "ავერ­სი ფარ­მას" ბრა­ლი. გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია ახალ მი­ნის­ტრთან, რა თქმა უნდა, ის, რაც გა­ფუჭ­და გა­სუ­ლი 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ შეგ­ვის­რუ­ლოს. ამა­ზე გვაქვს გარ­კვე­ულ­წი­ლად ახალ მი­ნის­ტრთან სა­უ­ბა­რი"- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამბები
11

კარანტინში ხართ?!...

Tbilisi
42

რა ხანია კომენტარი დავწერე და არ აქვეყნებენ... ეჰ ... ცერცვაძისგან გამიკვირდა და არ მესიამოვნა ასეთი გესლნარევი ტექსტი ...(

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

"თუ საჭირო გახდა, წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა საზიანო გადაწყვეტილება მიიღო ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ შიდსისა და პათოლოგიის ცენტრთან დაკავშირებით.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სერგეენკოსთან 7 წლის განმავლობაში გაცილებით მწვავე კომუნიკაცია ჰქონდა, საკითხის საჯაროობა კი ახლა გადაწყვიტა.

"ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის.

მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება, რომელმაც ქვეყანას ააცილა თავიდან აივ შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი, რომელიც იყო ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის, რომელმაც განკურნა 70 ათასი ავადმყოფი და გადაარჩინა 25 ათასი ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში.

ყველაზე მეტი, 300-მდე ადამიანი ჰყავს გატარებული, მხოლოდ ერთი გარდაცვლილი, ყველაზე მეტი განკურნებული და არცერთი ინფიცირებული მედპერსონალი. ასეთი დაწესებულების ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საავადმყოფომ ახლა იგრძნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საჭიროება.

"პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ თუ არ განხორციელდა გადაუდებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეები. მე ვიცი, რომ ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი. გვაქვს კომუნიკაცია ახალ მინისტრთან, რა თქმა უნდა, ის, რაც გაფუჭდა გასული 7 წლის განმავლობაში, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები რომ შეგვისრულოს. ამაზე გვაქვს გარკვეულწილად ახალ მინისტრთან საუბარი"- განაცხადა ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?

25 სექტემბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი