პარტნიორები:
    ავტორი:

    "გაგვკოჭეს, პირზეც რაღაც ნაჭრები გადაგვაკრეს" - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

    "გაგვკოჭეს, პირზეც რაღაც ნაჭრები გადაგვაკრეს" - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

    ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურში ოჯახი დააყაჩაღეს. შემთხვევა ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით ოჯახიდან, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობს, წაღებულია ოქრო და თანხა. ნიღბიანებმა ადგილობრივი ბიზნესმენი და მისი მეუღლე წებოვანი ლენტით დააბეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც დაზარალებულები "ტვ პირველთან" მოყვნენ, თავს 5 ადამიანი დაესხათ, რომელთაგან ერთი გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული. "გაგვკოჭეს, პირზეც რაღაც ნაჭრები გადაგვაკრეს, შავი ნიღბები და ხელთათმანები ეკეთათ", - განაცხადა დაზარალებულმა მამაკაცმა.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 170-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

    ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

    იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკამდე მიიყვანა - "ეს არის რიგითი მოქალაქე"

    შსს მობილური ოპერატორებისგან მოითხოვს, რომ თავდასხმის ადგილიდან ლაივ-სიგნალი გაითიშოს - საგანგებო ბრიფინგი უწყებაში