საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"
"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"

გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლოა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თონ.

ამის შე­სა­ხებ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, მან უკვე მი­მარ­თა სა­ელ­ჩოს და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აპი­რებს გან­ცხა­დე­ბით, ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რის გა­სახ­სნე­ლად ამე­რი­კი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვას.

"აღარ გვინ­და რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის დე­კო­რა­ტი­უ­ლი შე­ფუთ­ვე­ბი, ეს არის მთე­ლი ერის ტრა­გე­დია. გლო­ვის ზა­რე­ბი ყვე­ლას ოჯახ­ში არ უნდა ჩა­მო­იკ­რას. ამი­ტომ კე­თი­ლი ინე­ბოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც და გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მაც.

უკვე მივ­მარ­თე შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, სა­ელ­ჩო­საც. ალ­ბათ, ძა­ლი­ან მალე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­და­ნაც მო­ვი­თხოვ, ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო­და­ნაც მოხ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპერ­ტე­ბის მოწ­ვე­ვა, რომ მოხ­დეს კომ­პი­უ­ტე­რის გახ­სნა. იმი­ტომ, რომ ჯერ 21-ე სა­უ­კუ­ნეს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვერ ხსნი­ან. როცა უნ­დათ და­ში­ნე­ბის და გა­ჩუ­მე­ბის მე­თო­დე­ბით ხსნი­ან, როცა უნ­დათ ევაჭ­რე­ბი­ან, აში­ნე­ბენ - შე­თან­ხმე­ბებს რა­ტომ არ­ღვევ. სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბა ყვე­ლას უნდა გა­აჩ­ნდეს, მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში არ ვცხოვ­რობთ და რუ­სე­თი არ ვართ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე: ამ კომ­პი­უ­ტერ­ში დევს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე რა და­ე­მარ­თა თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს? - რა­მიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით რა დევს, მაგ­რამ ფაქ­ტი არის, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ariel
1

რამიშვილო ეგ საქმე აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ შენ ის კაცი არ ხარ პატრიარქს რომ აგინებდი და ლანძღავდი

dato
1

ვახ, ფედერალური ბიუროო, კაცო რას ამბობს ეგ კაცი? ვითომ ეგენი ნებისმიერი კერძო პირის მოთხოვნით დადიან საქმეების გამოსაძიებლად? ახლა ამას ადვოკატი ჰქვია? it სპაეციალისტები ოხრად ჰყავთ შსსში და გახსნიან ბოლო-ბოლო. ყველაფერი 1დღეში როგორ უნდა გამოიძიონ, თუ ისე გინდათ, მიშა რომ სოდ-ს დაასხამდა თავზე არასასურველ პერსონებს და შეთითხნილი ბრალით ციხეში ყრიდა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"

"მივმართე საელჩოს... ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გაიხსნას"

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ.

ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა საელჩოს და უახლოეს პერიოდში აპირებს განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტების მოწვევას.

"აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.

უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ - შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? - რამიშვილმა უპასუხა: "შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი", - განაცხადა რამიშვილმა.

ქვემო ქართლში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

"ელოდნენ, რომ 2-3 დღეში დაბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ... არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს" - ადვოკატი

"მოვითხოვ, კომპიუტერი ამერიკის ფედერალურმა ბიურომ გახსნას" - თამარ ბაჩალიაშვილის მამა