მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა
კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 43 წლის ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვას მი­მართ გან­ზრახ, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით სი­ცო­ცხლის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ჯგუ­ფუ­რად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე კი­დევ სამ ადა­მი­ანს ბრალ­დე­ბა და­უს­წრებ­ლად წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, ასე­ვე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 5 ივ­ლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივ­ლისს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 2 ივ­ლისს, ქ.ფოთ­ში, 6 პირი წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, თავს და­ესხნენ მა­მას­თან და მე­გო­ბარ გ.ჟ-სთან ერ­თად პა­ნაშ­ვიდ­ზე მყოფ ვაჟა ტყე­ბუ­ჩავს, რო­მელ­საც სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ და ასე­ვე, მის მა­მას მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა", - ვკი­თხუ­ლობთ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ხელ­კე­ტე­ბით ცე­მის შემ­დეგ, ი.ფ.-მ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით ტყე­ბუ­ჩავს ქვე­და კი­დუ­რე­ბი და­უ­ზი­ა­ნა, ხოლო შემ­დეგ ის თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ი.ქ.-ს კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს. იმა­ვე დღეს ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვა მი­იყ­ვა­ნეს ქ.ფო­თის ნა­გავ­საყ­რე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ვ.ჯ. მი­ვი­და. აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრე­ლი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით ვ.ტ.-ს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი და­უ­სე­რეს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხე­ბით თა­ვი­სა და სხე­უ­ლის არე­ში სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვა იმა­ვე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივ­ლისს, ო.კ. 4 ივ­ლისს, ხოლო გ.რ. 5 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.და­უს­წრებ­ლად ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ და მათ­ზე გა­მო­ცხად­და ძებ­ნა.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, და 143-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით, მე-3 ნა­წი­ლის "ა" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს," - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვაჟა ტყე­ბუ­ჩა­ვა­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბას სხვა ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი "ბონ­ჩო" გეგ­მავ­და და რომ მას­ზე შური კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პი­რებ­მა იძი­ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა

კრიმინალური გარჩევის კიდევ ერთი მსხვერპლი - პროკურატურამ ბრალდება დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს წაუყენა

პროკურატურამ 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მიმართ განზრახ, წინასწარი შეთანხმებით სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კიდევ სამ ადამიანს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ საქმეზე, ასევე ი.ქ.-ს, ვ.ჯ.-ს და ო.კ.-ს ბრალი წარედგინათ 5 ივლისს, ხოლო გ.რ.-ს - 7 ივლისს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს, ქ.ფოთში, 6 პირი წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვაჟა ტყებუჩავს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, მის მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ხელკეტებით ცემის შემდეგ, ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ტყებუჩავს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ის თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვაჟა ტყებუჩავა მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ვაჟა ტყებუჩავა იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ. 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.დაუსწრებლად ბრალდების წარდგენის შემდეგ, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათზე გამოცხადდა ძებნა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჟა ტყებუჩავაზე ანგარიშსწორებას სხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდი "ბონჩო" გეგმავდა და რომ მასზე შური კრიმინალური ავტორიტეტის ნდობით აღჭურვილმა პირებმა იძიეს.

"თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი  "თბილისი მოლთან" ამოაყირავა მძღოლმა... "იანდექსის" რეაქცია არ გაინტერესებთ? - ზერო"  - რას აცხადებენ შსს-ში მომხდარზე?

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე