მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე
"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

23 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ambebi.ge-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რა ხდე­ბო­და და ვინ მოძ­რა­ობ­და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თეთ­ში 18-19 ივ­ლისს, ამა­ზე გოლ­თე­თის მკვიდ­რი გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

- 18 ივ­ლისს, შა­ბათს სო­ფელ­ში ორი უცხო მან­ქა­ნა იყო შე­მო­სუ­ლი. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12-ის­კენ უნა­ხავთ. მერე გა­მოჩ­ნდა მე­ო­რე მან­ქა­ნა. ის ნაც­რის­ფე­რი "ჰი­უნ­დაი" იყო, თუ სხვა მან­ქა­ნა, მე­ზობ­ლე­ბი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ. ერთ ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ.

ეს კაცი ვერ იხ­სე­ნებს, მათ სა­ხეს, ვერ აღიდ­გი­ნა, თა­მუ­ნა იყო თუ არა მათ შო­რის, მაგ­რამ ამ­ბობს იმას, რომ ასა­კით საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ნელა მოძ­რა­ობ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ხმა­მაღ­ლა კა­მა­თობ­დნე­ნო. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, სამ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ (ხმე­ბის მი­ხედ­ვით), ამ­ბობს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს უკან კი­დევ იჯდა მე­სა­მეო... პატ­რულს როცა მო­უყვნენ, უთ­ქვამთ, - ეგ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა არ ყო­ფი­ლა, სხვე­ბი იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლიო. ის გო­გო­ნაც მათ­თან ერ­თად იჯდა თუ არა, არა­ვინ იცის.

- ამ­ბო­ბენ, კვი­რა დღეს ახ­ლობ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ამოს­ვლამ­დე, ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ციც შე­მო­ვი­და გოლ­თეთ­ში, რომ­ლებ­მაც თა­მუ­ნა იკი­თხეს...

ასევე დაგაინტერესებთ
08:51 / 27-07-2020

"დასკვნაში ყველაფერი გამოჩნდება - დალია, დაალევინეს, ინექცია აქვს გაკეთებული, თუ..." - შეძლებს თუ არა ექსპერტიზის პასუხი 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების მიზეზისთვის ფარდის ახდას?

13:02 / 27-07-2020

"დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო" - ადვოკატი

18:11 / 27-07-2020

"ის, რომ "თამარი შარშია" ჩემგან არ თქმულა" - რა განაცხადა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ?

19:16 / 27-07-2020

"სხვადასხვა კომპანიას ხშირად იყენებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეზე?

19:58 / 27-07-2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა: "კომპიუტერზე დადებული პაროლი ჯერ კიდევ ვერ გახსნეს"

- ის ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 19-ში, ანუ კვი­რას შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში. ისი­ნი წი­თე­ლი მან­ქა­ნით იყ­ვნენ. პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სხვე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვიცი, რომ უთ­ქვამთ, თა­მუ­ნას ვე­ძებთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვართ, დაგ­ვეხ­მა­რე­თო, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ - გო­გო­ნა­სიო. მათ შემ­დეგ ამო­სუ­ლან თა­მუ­ნას მშობ­ლე­ბი და ძმა. კი­დევ იყო ორი კაცი ამო­სუ­ლი და ერთ-ერთს უთ­ქვამს, კახა ვარო და სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც და­უ­ტო­ვია, და­უ­ბა­რე­ბია - თუ რამე გა­ი­გოთ, გაგ­ვა­გე­ბი­ნე­თო. პო­ლი­ცია მარ­თლაც ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში ეძებ­და გო­გო­ნას მან­ქა­ნე­ბით, ფე­ხით, დრო­ნე­ბით...

იმ უბან­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, სა­დაც ეკ­ლე­სია და სა­საფ­ლა­ოა. შე­საძ­ლოა, ეჭვი გა­უჩ­ნდათ, მო­ნას­ტერ­ში ხომ არ წა­ვი­დაო, არ ვიცი...

- რო­გორც გა­ირ­კვა, გოლ­თეთს სოფ­ლი­დან კი­დევ ორი გა­სას­ვლე­ლი აქვს. თქვე­ნი აზ­რით, სა­ი­დან უნდა გა­სუ­ლი­ყო გო­გო­ნა ასე შე­უმ­ჩნევ­ლად, რას ამ­ბო­ბენ სო­ფელ­ში?

- სოფ­ლი­დან სულ სამი გზა გა­დის - ერთი სა­მან­ქა­ნო გზა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, გა­უქ­მე­ბუ­ლი და შან­სი არაა იქი­დან გა­და­სუ­ლი­ყო, ხრამ­ში გა­და­ვარ­დე­ბო­და. მე­ო­რე გზა ფარ­ცხისს უკავ­შირ­დე­ბა და იქ არის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­ზეც მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გა­მო­დის, გო­გო­ნა რო­მე­ლი გზი­თაც შე­მო­ვი­და, იმა­ვე გზით გა­ვი­და სოფ­ლი­დან და კა­მე­რამ იმი­ტომ არ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ის ხა­იშ­თა­ნაა, ანუ გოლ­თე­თი­დან მო­შო­რე­ბით. გო­გო­ნა უკან, ხა­ი­შის­კენ რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, კა­მე­რა ისევ და­ა­ფიქ­სი­რებ­და, მან სხვა­გან გა­და­უხ­ვია. იმ ად­გი­ლას, სა­დაც მან­ქა­ნა იპო­ვეს, თხილ­ნა­რია. ას­ფალ­ტი­დან გა­და­დი­ხარ მინ­დორ­ში. ნაწ­ვი­მა­რი იყო და პა­ტა­რა მან­ქა­ნით რამ­დე­ნად შეძ­ლებ გზი­დან იქ გა­დახ­ვე­ვას, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­დახ­ვი­დე.

- ით­ქვა ისიც, რომ იმ ად­გი­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 დღე მწყემ­სე­ბი არ ყო­ფი­ლან...

- მწყემ­სებს რაც ეხე­ბათ, ორ­შა­ბათს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი თეთ­რი­წყა­როს­კენ მი­დი­ო­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ არ­მი­სულ­მა იმ ად­გი­ლამ­დე, და­ი­ნა­ხა თხე­ლი აღ­ნა­გო­ბის, შავგვრე­მა­ნი მწყემ­სი, რო­მე­ლიც სქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბო­და. იგი ასა­ხე­ლებს და­ახ­ლო­ე­ბით იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ოთხშა­ბათს მან­ქა­ნა და გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სო­ფელ­შიც იმას ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა მე­რეა მიყ­ვა­ნი­ლი, აღ­მო­ჩე­ნის წინა ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით მა­შინ, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა აქ­ცია მო­ა­წყვეს და გზა გა­და­კე­ტეს. ხალ­ხში არის მო­საზ­რე­ბა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მი­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნა. ეს მხო­ლოდ ვერ­სია და ვა­რა­უ­დია, მე და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით...

ambebi.ge დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძას, კობა თა­მა­ზაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა:

- კვი­რა დღეს გოლ­თეთ­ში ავე­დით მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი კახა, მაგ­რამ ჩვე­ნამ­დე, რო­გორც იმ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, წი­თე­ლი მან­ქა­ნით ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ასუ­ლა. ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გოლ­გე­თე­ლებს ჩვენ და­ვუ­ტო­ვეთ. ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით და, არ ვიცი, ისი­ნი ვინ იყ­ვნენ და რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ.

- თქვე­ნი სა­ახ­ლობ­ლო­დან წი­თე­ლი მან­ქა­ნით სო­ფელ­ში არა­ვინ ასუ­ლა?

- ჩვე­ნი სა­ახ­ლობ­ლო­დან წი­თე­ლი მან­ქა­ნით არა­ვინ ყო­ფი­ლა. გოლ­თეთ­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნით ავე­დით. შა­ბათ ღა­მე­საც ორი მან­ქა­ნით წა­ვე­დით და კვი­რა­საც, ანუ სულ 4 მან­ქა­ნით და ორი­ვე დღეს სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნე­ბით, თუმ­ცა წი­თე­ლი არც ერთი ყო­ფი­ლა. შა­ბათ დღეს გოლ­თეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კი­თხვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია იმი­ტომ, რომ საკ­მა­ოდ გვი­ა­ნი იყო. ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე გა­ვა­ტა­რეთ ღამე ხა­ი­შის სა­ჯა­რო სკო­ლას­თან, იქ, სა­დაც "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბია. ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ვი­ცო­დით, რო­გორ, სად და რა გზე­ბით უნდა გვე­ძებ­ნა თა­მა­რი.

- იდუ­მალ "ორ გო­გო­ნა­ზე" რას იტყვით, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ?

- თა­მუ­ნას მაგ სო­ფელ­ში შეს­ვლის დღეს ყო­ფი­ლან ის გო­გო­ნე­ბიც. იყო ორი ვერ­სია, რომ თა­მუ­ნა მარ­ტო იყო თა­ვი­სი მან­ქა­ნით, ორი გოგო კი - სხვა მან­ქა­ნით. მე­ო­რე ვერ­სი­ით, თა­მუ­ნა მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. ჯერ ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­თან ჯერ არ გვაქვს შე­ხე­ბა და ალ­ბათ იქ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით. გად­მო­ცე­მით ის ვი­ცით, რომ თა­მუ­ნა სო­ფელ­ში არა­ვის და­კონ­ტაქ­ტე­ბია და თით­ქოს ვი­ღა­ცას, ან რა­ღა­ცას ეძებ­და. ამ­ჟა­მად ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რია, ად­ვო­კატ­თან შედ­გე­ბა აუ­დი­ენ­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­ი­თხო­ვა მა­სა­ლე­ბი, მას ჩვენ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უც­ნო­ბე­ბია...

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მასალა
9

აშშ 24/7 ახდენს ფოტო ფიქსაციას კოსმოსიდან. 

გაკვირვებული
1

ისე მაინტერესებს საბურავების კვალმა რაზე მიანიშნა გამოძიებს, ის მწვანე ხასხასა ბალახი 5 დღის ნადგომი მანქანის საბურავების ქვეშ უეჭველად გაითელებოდა... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

"2 გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ambebi.ge-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რა ხდებოდა და ვინ მოძრაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთში 18-19 ივლისს, ამაზე გოლთეთის მკვიდრი გვიყვება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

- 18 ივლისს, შაბათს სოფელში ორი უცხო მანქანა იყო შემოსული. გოგონა, რომელიც შემდგომ გარდაცვლილი ნახეს, დაახლოებით, 12-ისკენ უნახავთ. მერე გამოჩნდა მეორე მანქანა. ის ნაცრისფერი "ჰიუნდაი" იყო, თუ სხვა მანქანა, მეზობლები ვერ აკონკრეტებენ. ერთ ჩვენი თანასოფლელის თქმით, დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის გზაზე გამოსულმა დაინახა მანქანა, რომელშიც გოგონები ისხდნენ.

ეს კაცი ვერ იხსენებს, მათ სახეს, ვერ აღიდგინა, თამუნა იყო თუ არა მათ შორის, მაგრამ ამბობს იმას, რომ ასაკით საკმაოდ პატარები იყვნენ, ნელა მოძრაობდნენ და მანქანაში ხმამაღლა კამათობდნენო. იმასაც არ გამორიცხავს, სამნი ყოფილიყვნენ (ხმების მიხედვით), ამბობს, შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს უკან კიდევ იჯდა მესამეო... პატრულს როცა მოუყვნენ, უთქვამთ, - ეგ ბაჩალიაშვილის მანქანა არ ყოფილა, სხვები იყვნენ შემოსულიო. ის გოგონაც მათთან ერთად იჯდა თუ არა, არავინ იცის.

- ამბობენ, კვირა დღეს ახლობლებისა და პოლიციელების ამოსვლამდე, ორი ახალგაზრდა მამაკაციც შემოვიდა გოლთეთში, რომლებმაც თამუნა იკითხეს...

- ის ორი ახალგაზრდა მამაკაცი 19-ში, ანუ კვირას შემოვიდა სოფელში. ისინი წითელი მანქანით იყვნენ. პირადად მე არ მინახავს, თუმცა სხვების მონაყოლით ვიცი, რომ უთქვამთ, თამუნას ვეძებთ, თანამშრომლები ვართ, დაგვეხმარეთო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, თუ - გოგონასიო. მათ შემდეგ ამოსულან თამუნას მშობლები და ძმა. კიდევ იყო ორი კაცი ამოსული და ერთ-ერთს უთქვამს, კახა ვარო და სოფელში ტელეფონის ნომერიც დაუტოვია, დაუბარებია - თუ რამე გაიგოთ, გაგვაგებინეთო. პოლიცია მართლაც ყველა კუთხე-კუნჭულში ეძებდა გოგონას მანქანებით, ფეხით, დრონებით...

იმ უბანში ტრიალებდნენ, სადაც ეკლესია და სასაფლაოა. შესაძლოა, ეჭვი გაუჩნდათ, მონასტერში ხომ არ წავიდაო, არ ვიცი...

- როგორც გაირკვა, გოლთეთს სოფლიდან კიდევ ორი გასასვლელი აქვს. თქვენი აზრით, საიდან უნდა გასულიყო გოგონა ასე შეუმჩნევლად, რას ამბობენ სოფელში?

- სოფლიდან სულ სამი გზა გადის - ერთი სამანქანო გზა გაფუჭებულია, გაუქმებული და შანსი არაა იქიდან გადასულიყო, ხრამში გადავარდებოდა. მეორე გზა ფარცხისს უკავშირდება და იქ არის სათვალთვალო კამერა, რომელზეც მისი ავტომანქანა არაა დაფიქსირებული. გამოდის, გოგონა რომელი გზითაც შემოვიდა, იმავე გზით გავიდა სოფლიდან და კამერამ იმიტომ არ დააფიქსირა, რომ ის ხაიშთანაა, ანუ გოლთეთიდან მოშორებით. გოგონა უკან, ხაიშისკენ რომ დაბრუნებულიყო, კამერა ისევ დააფიქსირებდა, მან სხვაგან გადაუხვია. იმ ადგილას, სადაც მანქანა იპოვეს, თხილნარია. ასფალტიდან გადადიხარ მინდორში. ნაწვიმარი იყო და პატარა მანქანით რამდენად შეძლებ გზიდან იქ გადახვევას, არ ვიცი, შეიძლება ვერც გადახვიდე.

- ითქვა ისიც, რომ იმ ადგილებში დაახლოებით 5-6 დღე მწყემსები არ ყოფილან...

- მწყემსებს რაც ეხებათ, ორშაბათს, დილის საათებში, ჩვენი თანასოფლელი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, რომელიც ამბობს, რომ არმისულმა იმ ადგილამდე, დაინახა თხელი აღნაგობის, შავგვრემანი მწყემსი, რომელიც სქონელს მიერეკებოდა. იგი ასახელებს დაახლოებით იმ ტერიტორიას, სადაც ოთხშაბათს მანქანა და გარდაცვლილი იპოვეს. სოფელშიც იმას ამბობენ, რომ მანქანა მერეა მიყვანილი, აღმოჩენის წინა ღამით, დაახლოებით მაშინ, როცა ბაჩალიაშვილის ნათესავებმა აქცია მოაწყვეს და გზა გადაკეტეს. ხალხში არის მოსაზრება, რომ იმ პერიოდში მიიყვანეს მანქანა. ეს მხოლოდ ვერსია და ვარაუდია, მე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით...

ambebi.ge დეტალებში გასარკვევად თამუნა ბაჩალიაშვილის ბიძას, კობა თამაზაშვილს გაესაუბრა:

- კვირა დღეს გოლთეთში ავედით მე და ჩემი დეიდაშვილი კახა, მაგრამ ჩვენამდე, როგორც იმ სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, წითელი მანქანით ორი ახალგაზრდა მამაკაცი ასულა. ტელეფონის ნომერი გოლგეთელებს ჩვენ დავუტოვეთ. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და, არ ვიცი, ისინი ვინ იყვნენ და რა ინტერესი ჰქონდათ.

- თქვენი საახლობლოდან წითელი მანქანით სოფელში არავინ ასულა?

- ჩვენი საახლობლოდან წითელი მანქანით არავინ ყოფილა. გოლთეთში ორი დღის განმავლობაში რამდენიმე მანქანით ავედით. შაბათ ღამესაც ორი მანქანით წავედით და კვირასაც, ანუ სულ 4 მანქანით და ორივე დღეს სხვადასხვა მანქანებით, თუმცა წითელი არც ერთი ყოფილა. შაბათ დღეს გოლთეთში მოსახლეობის გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია იმიტომ, რომ საკმაოდ გვიანი იყო. ყოველგვარი კონტაქტის გარეშე გავატარეთ ღამე ხაიშის საჯარო სკოლასთან, იქ, სადაც "ჭკვიანი" კამერებია. ჩვენ ფაქტობრივად, არც ვიცოდით, როგორ, სად და რა გზებით უნდა გვეძებნა თამარი.

- იდუმალ "ორ გოგონაზე" რას იტყვით, რა ინფორმაცია გაქვთ?

- თამუნას მაგ სოფელში შესვლის დღეს ყოფილან ის გოგონებიც. იყო ორი ვერსია, რომ თამუნა მარტო იყო თავისი მანქანით, ორი გოგო კი - სხვა მანქანით. მეორე ვერსიით, თამუნა მარტო არ ყოფილა. ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით. გამოძიების მასალებთან ჯერ არ გვაქვს შეხება და ალბათ იქ იქნება ყველაფერი დაწვრილებით. გადმოცემით ის ვიცით, რომ თამუნა სოფელში არავის დაკონტაქტებია და თითქოს ვიღაცას, ან რაღაცას ეძებდა. ამჟამად ხელჩასაჭიდი არაფერია, ადვოკატთან შედგება აუდიენცია, რომელმაც გამოითხოვა მასალები, მას ჩვენთვის ჯერჯერობით არაფერი უცნობებია...

"არის ვარაუდი და ეჭვი, რომ შეხვედრა საკალმახე მეურნეობის ტერიტორიაზე ჰქონდა" - თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

"ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ ბუსა ეჭვიანობდა და შერიგება უნდოდა“ - რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?

"თამუნამ საფრანგეთში დარჩენაზე უარი, ვფიქრობ, რაღაც შიშის გამო თქვა" - რას აცხადებს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა?