მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება
აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი ახალ პრო­ექტს იწყებს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი ინფლუ­ენ­სე­რე­ბი­სა და ბლო­გე­რე­ბის მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბით გა­იხ­სნე­ბა. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბლო­გე­რე­ბი აჭა­რის ეროვ­ნულ პარ­კებ­ში, მთი­ა­ნი აჭა­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე იმოგ­ზა­უ­რე­ბენ და აჭა­რის უც­ნობ თუ ნაც­ნობ ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს შიდა ტუ­რის­ტებს გა­აც­ნო­ბენ.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 7 აქ­ტი­უ­რი ბლო­გე­რი და ინფლუ­ენ­სე­რი შე­ირ­ჩა, რომ­ლებ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ბლო­გებ­ზე ათა­სო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავთ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე, გა­ნახ­ლდე­ბა აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის ამ­სხვე­ლი ფოტო-ვი­დეო ბაზა. ინფლუ­ენ­სე­რე­ბის შემ­დეგ აჭა­რა­ში უკვე ფო­ტოგ­რა­ფე­ბი იმოგ­ზა­უ­რე­ბენ. პრო­ექ­ტში ეტა­პოპ­რი­ვად სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის ჩარ­თვა იგეგ­მე­ბა. დღემ­დე, აჭა­რა­ში შიდა ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბა ონ­ლა­ინ კამ­პა­ნი­ით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ჩვე­ნი პრო­ექ­ტით ვუ­ერ­თდე­ბით კამ­პა­ნი­ას „იმოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და ვე­პა­ტი­ჟე­ბით შიდა ტუ­რის­ტებს აჭა­რა­ში. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბუ­ნებ­რი­ვია რე­გი­ონ­ში შიდა ტუ­რის­ტე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და მათ­თვის აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბაა. კამ­პა­ნი­ის ნა­წილ­ში ჩავ­რთეთ ბლო­გე­რე­ბი და ინფლუ­ენ­სე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს უზი­ა­რე­ბენ ათა­სო­ბით გა­მომ­წერს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს აწ­ვდი­ან სად იმოგ­ზა­უ­რონ.

აჭა­რა კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნამ­დვი­ლად აღ­მო­ჩე­ნაა ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. აჭა­რა არ არის მხო­ლოდ ზღვა და ზა­ფხულ­ში ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა, ის უფრო მე­ტია თა­ვი­სი სა­თავ­გა­და­სავ­ლო, ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი თუ გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა თუ კულ­ტუ­რით. პრო­ექ­ტი ბლო­გე­რე­ბის კამ­პა­ნი­ით და­ი­წყე­ბა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა, რაც ვფიქ­რობთ ხელს შე­უ­წყობს რე­გი­ონ­ში შიდა ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბას,“ გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა­თინ ზო­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირების ახალი კამპანია იწყება

შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ქართველი ინფლუენსერებისა და ბლოგერების მთიანაჭარაში მოგზაურობით გაიხსნება. ერთი კვირის განმავლობაში ბლოგერები აჭარის ეროვნულ პარკებში, მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურებენ და აჭარის უცნობ თუ ნაცნობ ტურისტულ პროდუქტებს შიდა ტურისტებს გააცნობენ.

პროექტის ფარგლებში საქართველოში 7 აქტიური ბლოგერი და ინფლუენსერი შეირჩა, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ათასობით გამომწერი ჰყავთ. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა. ინფლუენსერების შემდეგ აჭარაში უკვე ფოტოგრაფები იმოგზაურებენ. პროექტში ეტაპოპრივად სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ჩართვა იგეგმება. დღემდე, აჭარაში შიდა ტურიზმის სტიმულირება ონლაინ კამპანიით ხორციელდება.

"ჩვენი პროექტით ვუერთდებით კამპანიას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და ვეპატიჟებით შიდა ტურისტებს აჭარაში. ჩვენი მთავარი მიზანი ბუნებრივია რეგიონში შიდა ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება და მათთვის აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობაა. კამპანიის ნაწილში ჩავრთეთ ბლოგერები და ინფლუენსერები, რომლებიც შთაბეჭდილებებსა და ემოციებს უზიარებენ ათასობით გამომწერს, რეკომენდაციებს აწვდიან სად იმოგზაურონ.

აჭარა კი ამ მიმართულებით ნამდვილად აღმოჩენაა ბევრი ქართველისთვის თავისი მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტებით. აჭარა არ არის მხოლოდ ზღვა და ზაფხულში ზღვაზე დასვენება, ის უფრო მეტია თავისი სათავგადასავლო, ეკოტურისტული თუ გასტრონომიული ტურისტული მარშრუტებით, ტრადიციებითა თუ კულტურით. პროექტი ბლოგერების კამპანიით დაიწყება და სხვადასხვა აქტივობებით გაგრძელდება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს რეგიონში შიდა ტურისტების მოზიდვასა და მოგზაურობას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

საქართველოში პირველად სტარტაპ სტატუსის მინიჭებას BTU იწყებს

კომპანია "მადაგონი“ ქსელის გაფართოებას იწყებს  და გორში მასშტაბურ სუპერმარკეტს ხსნის

წლევანდელი ზაფხულის ოფიციალური ცივი ლუდი "ნატახტარია“ - იცი როგორ უნდა გაიგო, რომ შენი ლუდი 100%-ით ცივია?