პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?
"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მამა ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი და ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც უკვე და­ტო­ვეს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მამა, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი ითხოვს, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ამ აღარ აწარ­მო­ოს.

"შევ­ხვდით გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როსს და გა­მომ­ძი­ე­ბელს. ბა­ტონ­მა ჯუმ­ბერ­მა თა­ვი­სი პო­ზი­ცია უთხრა. ბოლო ჩვე­ნე­ბა ბლოკ­ნოტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ვე­ცით. ეს იყო ჩვე­ნი სა­ბო­ლოო პო­ზი­ცია, მა­ინც მათ წე­სი­ე­რე­ბას აღარ შე­ვე­ხეთ. ჩვენ, ბა­ტონ­მა ჯუმ­ბერ­მა, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად უარი თქვა, რომ სა­ერ­თოდ გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მო­ოს სამ­ხა­რე­ომ, საქ­მე გა­და­ე­ცეს, წა­ი­ღოს სა­მი­ნის­ტრომ ან ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა ორ­გა­ნომ, რო­მე­ლიც უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ჟურ­ნა­ლი­ტებ­თან ისა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას მა­მა­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, თა­მა­რი სახ­ლში ნაღ­ვლი­ა­ნი მი­დი­ო­და და ხში­რად ტი­რო­და.

რო­გორც ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, არ გა­მო­რი­ცხავს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე სამ­სა­ხურს მი­ეყ­ვა­ნა.

"ოჯახ­ში არა­ფე­რი პრობ­ლე­მა და დარ­დი არ ჰქო­ნია. უბ­რა­ლოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახ­ლში რომ შე­მო­დი­ო­და ნაღ­ვლი­ა­ნი, ვე­კი­თხე­ბო­დი, - თა­მარ, რა და­გე­მარ­თა, შვი­ლო, თქვი, შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ში და­გეხ­მა­რო, მამა ვარ - მეთ­ქი. ტი­რო­და ბავ­შვი, არ მე­უბ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
149

ყველაფერს დაადგენს გამოძიება ! 

ნუთუ ეს მარტო მე მიკვირს?
45

კაცი (კ ა ც ი !) შევიდოდა შეფთან თუ შეფინიასთან ერთს ყანყრატოში

სტაცებდა ხელს და ჰკითხავდა - რა ხდება ჩემი შვილის თავს?

ეჰ, მაგრამ ასე გაზარდა: მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას

რა სჯობს, მაგრამ კარიერიზმში, ტრუდოგოლიკობასა და მომხვეჭელობაში

არ უნდა გადაგივიდეს. აფთიაქივითაა - დოზირება სწყვეტს ყველაფერს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?

"ვეკითხებოდი, რა დაგემართა, შვილო, იქნებ, რამეში დაგეხმარო - მეთქი, ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“ - რას ითხოვს გარდაცვლილი პროგრამისტის მამა?

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ, რომელიც უკვე დატოვეს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

"შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა, რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალიტებთან ისაუბრა გარდაცვლილი გოგონას მამამაც, რომლის თქმითაც, თამარი სახლში ნაღვლიანი მიდიოდა და ხშირად ტიროდა.

როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა.

"ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი, - თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ - მეთქი. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

"მაგ სიმართლით იარე" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრას ითხოვს, ბიძას კი - კარიერისტს უწოდებს

"ლაწირაკი, პატარა ბავშვი, ეს" - ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პროკურორის შეურაცხყოფის გამო დარბაზი დაატოვებინეს

"ირაკლი, გთხოვ, გამოჩნდი... მისი პრობლემა აზარტული თამაშები იყო" - ოჯახი 6 თვეა 32 წლის ბიჭს ეძებს